ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ხაზი 130: | ხაზი 130: | ||
|- |
|- |
||
| 325 |
| 325 |
||
| [https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/f8/A._Roinashvili._0325_-_Samtavisi_church.jpg Церковь Самтависи]<br />[[სამთავისის ტაძარი]] |
|||
| Церковь Самтависи |
|||
|} |
|} |
||
07:59, 28 თებერვალი 2015-ის ვერსია
ალექსანდრე როინაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1846 დუშეთი |
გარდაცვალების თარიღი |
1898 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | ფოტოგრაფი |
ალექსანდრე როინაშვილი (ასევე ცნობილი მისი რუსიფიცირებული სახელით ალექსანდრ როინოვი, რუს. Russian: Александр Соломонович Роинов; დ. 1846 – გ. 1898), დოკუმენტური წყაროებით ცნობილი, როგორც პირველი ქართველი ფოტოგრაფი.[1][2]
ბიოგრაფია
ალ. როინაშვილი დაიბადა 1846 წელს ქ. დუშეთში, ღარიბი გლეხის, მეუნაგირის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა სრულად დედას დააწვა. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. სკოლაში აუტანელი რეჟიმის გამო ის თავს ანებებს სასწავლებელს და სახლში ბრუნდება. დედამ ის ქალაქ კავკავში წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე ანებებს თავს ვაჭრობას და თბილისში ბრუნდება.
თბილისში იგი ცნობილ ფოტოგრაფის ხლამოვის სახელოსნოში მიიღეს მოწაფედ. ნიჭიერი ალექსანდრე მალევე ხლამოვის მარჯვენა ხელი ხდება. 1860-1865 წლებში ის ხლამოვის დახმარებით გახსნა ფოტო-სახელოსნო. ალ. როინაშვილი პირველი ქართველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც საკუთარი ფოტო-ატელიე დაარსა. მან სახელი მალევე მოიხვეჭა და დაიწყო ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა გადიდებული სურათების გამოშვება, რომელიც ხალხში სწრაფად ვრცელდებოდა.
1880 წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. დაახლოებით ერთ წლამდე ის კახეთში მუშაობდა, იღებდა ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. 1881 წლიდან ის დაღესტანში გადადის სადაც რვა წელი იმუშავა. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.
1885 წლის 2 დეკემბერს ის დაღესტნიდან წერილს სწერს ცნობილ ქართველ ისტორიკოსს დიმიტრი ბაქრაძეს.
მოძრავი მუზეუმის გამართვას ალ. როინაშვილი 1887 წლიდან შეუდგა. "კავკასიური მუზეუმის" გამოფენები მოეწყო თემირხანშურაში, ასტრახანში, მოსკოვსა და პეტროგრადში. იგი შედგებოდა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური განყოფილებებისაგან. წარმოდგენილი იყო ათასზე მეტი ფოტოსურათი.
1889 წელს ალ. როინაშვილი თბილისში ბრუნდება საბოლოოდ სადაც მან გააგრძელა ქართული კულტურაზე ზრუნვა და პოპულარიზაცია. როინაშვილს თბილისში სამი ფოტო-ატელიე ეკუთვნოდა. ალექანდრე როინაშვილი იყო იმ პირველთაგანი რომელიც იღწვოდა რომ თბილისში გახსნილიყო ეროვნული მუზეუმი, სადაც თავს მოიყრიდა და შეინახებოდა კავკასიის ეთნოგრაფიული მასალა ნათ შორის კი მის მიერ ოცი წლის მანძილზე დაგროვილი უნიკალური მასალა. 1886 წლის 22 მაისს თავისი ნაღვაწი სანოტარო წერილით უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მთელი მისი ქონება: ფოტოგრაფიული სახელოსნები, ნეგატივები, აპარატები, ფოტო სურათები, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები, აგრეთვე კაპიტალი და მოძრავი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ გადადიოდა საზოგადოების საკუთრებაში. იქედან გამომდინარე რომ საზოგადოებას არ გააჩნდა შენობა სადაც მუზეუმს განათავსებდა მან თხოვნით მიმართა ზუბალაშვილს შეეწირა მათთვის მიწა მუზეუმისათვის. არქიტექტორ პ.ფ. შტერნს შეადგენინა შენობის პროექტი.
1898 წლის 11 მაისს ალექსანდრე როინაშვილი მოუკოდნელად გარდაიცვალა. მისი ნეშტი დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
1905 წელს ფოტოსახელოსნო ა. როინაშვილის მიერ გადაღებულ ნეგატივებთან ერთად გადავიდა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის საკუთრებაში. 11 წლის შემდეგ ერმაკოვიც გარდაიცვალა. ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით, რომელიც სპეციალურად გაემგზავრა ქ. ბაქოში ქართველი მრეწველებისაგან ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ა. როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით შეიძინა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთობლივად.
პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალ. როინაშვილის საფლავის ქვაზე დიდუბის პანთეონში ამოკვეთილია:
„სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს
ალექსანდრე როინაშვილს 1846-1898 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ |
ფოტოკატალოგი
როინაშვილი კაბინეტური ფოტოების გარდა იღებდა კავკასიაში ჩვეულ კატალოგურ ფოტოებსაც. როინაშვილის შემთხვევაში ფოტოზე დატანილი იყო ფოტოს რიგითი ნომერი, აღწერა და თავად ფოტოგრაფის ხელმოწერა «А. Роиновъ». დიმიტრი ერმაკოვი რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა ფოტოხელოვანთა სარბიელზე, იყო ის პიროვნება რომელმაც აღნიშნული კატალოგიზაცია სრულყო და დახვეწა.
ქვემოთ გთავაზობთ როინაშვილის კატალოგს, რომელიც მომავალში სულ უფრო შეივსება. აღნიშნული კატალოგი პირველად დგება, რადგანაც აღნიშნული კატალოგი მარტო ერმაკოვის ფოტოებზე არსებობდა აქამდე.
# | რუსულ (ორიგინალი)/ქართული სახელწოდება |
---|---|
1 | Крепость и ботанический сад თბილისი. ნარიყალას ციხე და ბოტანიკური ბაღი |
6 | Дворцовая улица |
33 | Ботанический сад |
36 | Воронцовский мост |
38 | Авлабарский мостъ (ფოტო) თბილისი. ავლაბრის ხიდი |
39 | Банная улица |
44 | Общий видъ Тифлиса |
45 | Общий видъ Тифлиса |
46 | Общий видъ Тифлиса |
47 | Эриванская площадь |
52 | Тифлисъ. Верииский мостъ и видъ Тифлиса |
53 | Тифлисъ. Вокзалъ |
55 | Общий видъ Тифлиса |
56 | Тифлисъ. Верииские сады (ფოტო) თბილისი. ვერის ბაღები |
302 | Монастырь Вардзиа |
305 | Монастырь Вардзиа |
306 | Монастырь Вардзиа |
307 | Монастырь Вардзиа |
309 | Монастырь Вардзиа |
312 | Монастырь Сафара (ფოტო) საფარის მონასტერი |
323 | Кресты Гелатской церкви |
324 | Ацхури |
325 | Церковь Самтависи სამთავისის ტაძარი |
ლიტერატურა
- „ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწე“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 15 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1968 წელი. — გვ. 67-72
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Hannavy, John (2008), Encyclopedia of Nineteenth-century Photography, p. 494. CRC Press, ISBN 0-415-97235-3.
- ↑ საქართველოს ფოტოგრაფიის მუზეუმი
|