ავაგ მხარგრძელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ავაგ მხარგრძელი''' (გ. [[1250]]) — XIII საუკუნის II მეოთხედის [[ქართველები|ქართველი]] [[დიდებული]]. ივანე ათაბაგის ძე. მამის სიკვდილის ([[1227]]) შემდეგ გახდა [[ათაბაგი|ათაბაგ]]-[[ამირსპასალარი]]. ავაგით დასრულდა (იგი უძეოდ გადეგო) [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] ძირითადი შტოს (ივანეს სახლი) მამაკაცთა ხაზი. ავაგს ცოლად ჰყავდა რაჭის ერისთავის კახაბერისძის ასული [[გვანცა დედოფალი|გვანცა]], რომელიც დაქვრივების შემდეგ შეირთო მეფე [[დავით VII|დავით VII ულუმ]].
'''ავაგ მხარგრძელი''' (გ. [[1250]]) — XIII საუკუნის II მეოთხედის [[ქართველები|ქართველი]] [[დიდებული]]. [[ივანე I მხარგრძელი|ივანე ათაბაგის]] ძე. მამის სიკვდილის ([[1227]]) შემდეგ გახდა [[ათაბაგი|ათაბაგ]]-[[ამირსპასალარი]]. ავაგით დასრულდა (იგი უძეოდ გადეგო) [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] ძირითადი შტოს (ივანეს სახლი) მამაკაცთა ხაზი. ავაგს ცოლად ჰყავდა რაჭის ერისთავის კახაბერისძის ასული [[გვანცა დედოფალი|გვანცა]], რომელიც დაქვრივების შემდეგ შეირთო მეფე [[დავით VII|დავით VII ულუმ]].

მხარგრძელი მოღვაწეობდა მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობისა და მათი ბატონობის პირველ პერიოდში. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პერიოდის საქართველოს საშინაო და საგარეო ცხოვრებაში. როდესაც მონღოლები შემოიჭრნენ საქართველოში, ავაგი, ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზებული წინააღმდეგობა გაეწია მტრისთვის, გამაგრდა თავის [[კაენის ციხე|ციხე კაენში]], ხოლო შემდეგ დაუზავდა მტერს და მათთან ერთად მონაწილეობდა ლაშქრობებში. მონღოლებმა — ჯერ ბათო-ყაენთან გაგზავნეს, [[ოქროს ურდო]]ში, ხოლო შემდეგ — დიდ ყაენთან [[ყარაყორუმი|ყარაყორუმში]]. აქ ავაგი სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად [[დავით VI|დავით ნარინის]] ამალაში შედიოდა და მხარს უჭერდა მის კანდიდატურას სამეფო ტახტზე (დავით ულუს წინააღმდეგ). მხარგრძელი მონღოლებმა ორივე დავითზე ადრე გაგზავნეს საქართველოში, სადაც მას კონფლიქტი მოუხდა [[ეგარსლან ბაკურციხელი|ეგარსლან ბაკურციხელთან]], რომელიც უმეფობის ხანაში ([[1245]]-[[1247]]) პირველი კაცი გახდა. საქართველოში დაბრუნების რამდენიმე წლის შემდეგ ავაგი გარდაიცვალა. დაკრძალულია თავის საგვარეულო მონასტერში — პღნძჰანქში ([[ახპატი]]).

18:27, 25 თებერვალი 2015-ის ვერსია

ავაგ მხარგრძელი (გ. 1250) — XIII საუკუნის II მეოთხედის ქართველი დიდებული. ივანე ათაბაგის ძე. მამის სიკვდილის (1227) შემდეგ გახდა ათაბაგ-ამირსპასალარი. ავაგით დასრულდა (იგი უძეოდ გადეგო) მხარგრძელთა ძირითადი შტოს (ივანეს სახლი) მამაკაცთა ხაზი. ავაგს ცოლად ჰყავდა რაჭის ერისთავის კახაბერისძის ასული გვანცა, რომელიც დაქვრივების შემდეგ შეირთო მეფე დავით VII ულუმ.

მხარგრძელი მოღვაწეობდა მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობისა და მათი ბატონობის პირველ პერიოდში. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პერიოდის საქართველოს საშინაო და საგარეო ცხოვრებაში. როდესაც მონღოლები შემოიჭრნენ საქართველოში, ავაგი, ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზებული წინააღმდეგობა გაეწია მტრისთვის, გამაგრდა თავის ციხე კაენში, ხოლო შემდეგ დაუზავდა მტერს და მათთან ერთად მონაწილეობდა ლაშქრობებში. მონღოლებმა — ჯერ ბათო-ყაენთან გაგზავნეს, ოქროს ურდოში, ხოლო შემდეგ — დიდ ყაენთან ყარაყორუმში. აქ ავაგი სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად დავით ნარინის ამალაში შედიოდა და მხარს უჭერდა მის კანდიდატურას სამეფო ტახტზე (დავით ულუს წინააღმდეგ). მხარგრძელი მონღოლებმა ორივე დავითზე ადრე გაგზავნეს საქართველოში, სადაც მას კონფლიქტი მოუხდა ეგარსლან ბაკურციხელთან, რომელიც უმეფობის ხანაში (1245-1247) პირველი კაცი გახდა. საქართველოში დაბრუნების რამდენიმე წლის შემდეგ ავაგი გარდაიცვალა. დაკრძალულია თავის საგვარეულო მონასტერში — პღნძჰანქში (ახპატი).

ლიტერატურა

  • მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2-3, თბ., 1965-1966;
  • Джанашиа С. Н., Об одном примере искажения исторической правды..., Тб., 1947;