ჰომეროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|fr}}, {{Link GA|sv}} using AWB
ხაზი 20: ხაზი 20:
[[კატეგორია:ძველი ბერძენი პოეტები]]
[[კატეგორია:ძველი ბერძენი პოეტები]]
[[კატეგორია:ბერძნული ლიტერატურა]]
[[კატეგორია:ბერძნული ლიტერატურა]]
[[კატეგორია:გაღმერთებული ადამიანები]]

14:56, 22 თებერვალი 2015-ის ვერსია

ჰომეროსის ბიუსტი ბრიტანეთის მუზეუმში

ჰომეროსი (ძვ. ბერძნ. Ὅμηρος) — ლეგენდარული ბერძენი პოეტი, რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς) და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას. ერთ დროს ჰომეროსს მიაკუთვნებდნენ მთელ ეპიკურ ციკლს, რომელშიც შედიოდა პოემები ტროას ომზე და ასევე თებეური პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე. მასვე მიაკუთვნებდნენ ჰომერიკულ ჰიმნთა ტომებს, კომიკურ მინი-ეპოსს ბატრახომიომახია (Βατραχομυομαχία, ბაყაყისა და თაგვის ომი) და მარგიტებს, თუმცა ამჟამად ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.

გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის. ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: