უეფა-ს ევროპა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი |
|||
ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული [[საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი]]ს ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი [[1955]] წელს დაარსდა შვეიცარიელი [[ერნსტ ტომენი]]ს, იტალიელი [[ოტორინო ბარაზი]]სა და ინგლისელი სერ [[სტენლი როუზი]]ს იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და [[ფეხბურთი]]ს პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად.<ref>ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;</ref> 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი [[უეფა]]-მ ითავა და 1971-1972 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „[[ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)|ტოტენჰემ ჰოტსპური]]“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „[[ვულვერჰემპტონ უონდერერსი]]“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.<ref>[http://www.rsssf.com/ec/ec197172.html#uefa UEFA Cup 1971-72]. rsssf.</ref> |
უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული [[საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი]]ს ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი [[1955]] წელს დაარსდა შვეიცარიელი [[ერნსტ ტომენი]]ს, იტალიელი [[ოტორინო ბარაზი]]სა და ინგლისელი სერ [[სტენლი როუზი]]ს იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და [[ფეხბურთი]]ს პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად.<ref>ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;</ref> 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი [[უეფა]]-მ ითავა და 1971-1972 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „[[ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)|ტოტენჰემ ჰოტსპური]]“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „[[ვულვერჰემპტონ უონდერერსი]]“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.<ref>[http://www.rsssf.com/ec/ec197172.html#uefa UEFA Cup 1971-72]. rsssf.</ref> |
||
ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა [[1999]] წელს, მას შემდეგ რაც [[უეფა-ს თასების მფლობელთა თასი]] გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა.<ref name="uefa">[http://www.uefa.com/uefaeuropaleague/history/index.html უეფა-ს ევროპის ლიგის ისტორია]. უეფა-ს |
ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა [[1999]] წელს, მას შემდეგ რაც [[უეფა-ს თასების მფლობელთა თასი]] გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა.<ref name="uefa">[http://www.uefa.com/uefaeuropaleague/history/index.html უეფა-ს ევროპის ლიგის ისტორია]. უეფა-ს საიტი.</ref> დაარსებიდან [[2004]] წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004-2005 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.<ref name="uefa" /> |
||
2009-2010 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპის ლიგა“.<ref>[http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/europe/7637600.stm Uefa Cup given new name in revamp]. BBC Sport. 26 სექტემბერი, 2008.</ref> შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე-ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე-ადგილოსნები ემატებათ, და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.<ref name="uefa" |
2009-2010 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპის ლიგა“.<ref>[http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/europe/7637600.stm Uefa Cup given new name in revamp]. BBC Sport. 26 სექტემბერი, 2008.</ref> შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე-ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე-ადგილოსნები ემატებათ, და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.<ref name="uefa" /> |
||
== თასი == |
== თასი == |
||
ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი [[შამპანური|შამპანურით]] ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს [[მილანი|მილანელმა]] ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი [[ევრო]]ს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი [[ჩემპიონთა თასი|ჩემპიონთა თასივით]] არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება. |
ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი [[შამპანური|შამპანურით]] ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს [[მილანი|მილანელმა]] ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი [[ევრო]]ს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი [[ჩემპიონთა თასი|ჩემპიონთა თასივით]] არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება. |
||
უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი [[უეფა]] ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის.{{clear}} |
უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი [[უეფა]] ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის.{{clear}} |
08:00, 13 თებერვალი 2015-ის ვერსია
ფაილი:Europa League.png | |
კონფედერაცია | უეფა (ევროპა) |
---|---|
დაარსდა | 1971 |
კლუბ. რაოდენობა |
48 (ჯგუფური ეტაპი) +8 გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდგომ. 160 (სულ) |
მოქ. ჩემპიონი |
„სევილია“ (მე-3 ტიტული) |
ყველაზე ტიტულოვანი |
„იუვენტუსი“ „ინტერი“ „ლივერპული“ „სევილია“ (3 ტიტული) |
უეფა-ს ევროპის ლიგა (ინგლ. UEFA Europa League) — საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომლის ორგანიზატორია უეფა. უეფა-ს ევროპის ლიგა ყველაზე პოპულალური საკლუბო საფეხბურთო ტურნირია ევროპაში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპის ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.
ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპის ლიგა.
„სევილია“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. მან 2014 წლის 14 მაისს, ტურინში, ლისაბონის „ბენფიკა“ დაამარცხა.
ისტორია
უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1955 წელს დაარსდა შვეიცარიელი ერნსტ ტომენის, იტალიელი ოტორინო ბარაზისა და ინგლისელი სერ სტენლი როუზის იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად.[1] 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი უეფა-მ ითავა და 1971-1972 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „ტოტენჰემ ჰოტსპური“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.[2]
ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა 1999 წელს, მას შემდეგ რაც უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა.[3] დაარსებიდან 2004 წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004-2005 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.[3]
2009-2010 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპის ლიგა“.[4] შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე-ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე-ადგილოსნები ემატებათ, და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.[3]
თასი
ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი შამპანურით ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს მილანელმა ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი ევროს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი ჩემპიონთა თასივით არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება.
უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი უეფა ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის.
გოლების სტატისტიკა
მონაცემები მოცემულია 2014 წლის 14 მაისის მდგომარეობით, საკვალიფიკაციოს ჩათვლით.
ადგილი | მოთამაშე | გოლი |
---|---|---|
1 | ჰენრიკ ლარსონი | 40 |
2 | რადამელ ფალკაო | 31 |
3 | კლას-იან ჰუნტელაარი | 30 |
4 | დიტერ მიულერი | 29 |
5 | შოთა არველაძე | 27 |
6 | ალესანდრო ალტობელი | 25 |
7 | მლადენ პეტრიჩი | 24 |
8 | კლაუდიო პიზარო | 24 |
9 | იუპ ჰაინკესი | 23 |
10 | მარტინ ჩივერსი | 22 |
ფინალები
სეზონი | გამარჯვებული | ქვეყანა | ანგარიში | დამარცხებული | ქვეყანა |
---|---|---|---|---|---|
1971-72 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 2:1; 1:1 | ვულვერჰემპტონი | ||
1972-73 | ლივერპული | 3:0; 0:2 | ბორუსია მიუნხენგლადბახი | ||
1973-74 | ფეიენოორდი | 2:2; 2:0 | ტოტენჰემ ჰოტსპური | ||
1974-75 | ბორუსია მიუნხენგლადბახი | 0:0; 5:1 | ტვენტე | ||
1975-76 | ლივერპული | 3:2; 1:1 | ბრიუგე | ||
1976-77 | იუვენტუსი | 1:0; 1:2 | ატლეტიკი ბილბაო | ||
1977-78 | პსვ | 0:0; 3:0 | ბასტია | ||
1978-79 | ბორუსია მიუნხენგლადბახი | 1:1; 1:0 | ცრვენა ზვეზდა | ||
1979-80 | აინტრახტი | 2:3; 1:0 | ბორუსია მიუნხენგლადბახი | ||
1980-81 | იფსვიჩ ტაუნი | 3:2; 2:4 | აზ '67 | ||
1981-82 | გიოტერბორგი | 1:0; 3:0 | ჰამბურგი | ||
1982-83 | ანდერლეხტი | 1:0; 1:1 | ბენფიკა | ||
1983-84 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 1:1; 4:3 პენ. | ანდერლეხტი | ||
1984-85 | რეალ მადრიდი | 3:2; 0:1 | ვიდეოტონი | ||
1985-86 | რეალ მადრიდი | 5:1; 0:2 | კიოლნი | ||
1986-87 | გიოტერბორგი | 1:0; 1:1 | დანდი იუნაიტედი | ||
1987-88 | ბაიერი ლევერკუზენი | 0:3; 3:0; 3:2 პენ. | ესპანიოლი | ||
1988-89 | ნაპოლი | 2:1; 3:3 | შტუტგარტი | ||
1989-90 | იუვენტუსი | 3:1; 0:0 | ფიორენტინა | ||
1990-91 | ინტერი | 2:0; 0:1 | რომა | ||
1991-92 | აიაქსი | 2:2; 0:0 | ტორინო | ||
1992-93 | იუვენტუსი | 3:1; 3:2 | ბორუსია დორტმუნდი | ||
1993-94 | ინტერი | 1:0; 1:0 | ზალცბურგი | ||
1994-95 | პარმა | 1:0; 1:1 | იუვენტუსი | ||
1995-96 | ბაიერნი | 2:0; 3:1 | ბორდო | ||
1996-97 | შალკე 04 | 1:0; 0:1; 4:1 პენ. | ინტერი | ||
1997-98 | ინტერი | 3:0 | ლაციო | ||
1998-99 | პარმა | 3:0 | მარსელი | ||
1999-00 | გალათასარაი | 0:0; 4:1 პენ. | არსენალი | ||
2000-01 | ლივერპული | 4:4; 5:4 დ.დ. | ალავესი | ||
2001-02 | ფეიენოორდი | 3:2 | ბორუსია დორტმუნდი | ||
2002-03 | პორტუ | 2:2; 3:2 დ.დ. | სელტიკი | ||
2003-04 | ვალენსია | 2:0 | მარსელი | ||
2004-05 | ცსკა მოსკოვი | 3:1 | სპორტინგი | ||
2005-06 | სევილია | 4:0 | მიდლსბრო | ||
2006-07 | სევილია | 2:2; 3:1 პენ. | ესპანიოლი | ||
2007-08 | ზენიტი | 2:0 | რეინჯერსი | ||
2008-09 | შახტარი | 2:1 (დ.დ.) | ვერდერი | ||
2009-10 | ატლეტიკო მადრიდი | 1:0 | ფულჰემი | ||
2010-11 | პორტუ | 2:1 (დ.დ.) | ბრაგა | ||
2011-12 | ატლეტიკო მადრიდი | 3:0 | ატლეტიკი | ||
2012-13 | ჩელსი | 2:1 | ბენფიკა | ||
2013-14 | სევილია | 0:0; 4-2 პენ. | ბენფიკა |
სტატისტიკა
ქვეყნების მიხედვით
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული იტალიას ჰყავს. იტალიურმა გუნდებმა 9-ჯერ მოახერხეს უეფას თასისა და ევროპის ლიგის აღება და 6-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. სულ 11 ქვეყნის გუნდმა მოახერხა თასის მოპოვება.
ქვეყანა | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|
იტალია | 9 | 6 |
ესპანეთი | 8 | 5 |
ინგლისი | 7 | 5 |
გერმანია | 6 | 8 |
ჰოლანდია | 4 | 2 |
პორტუგალია | 2 | 5 |
შვედეთი | 2 | 0 |
რუსეთი | 2 | 0 |
ბელგია | 1 | 2 |
თურქეთი | 1 | 0 |
უკრაინა | 1 | 0 |
საფრანგეთი | 0 | 4 |
შოტლანდია | 0 | 3 |
ავსტრია | 0 | 1 |
სერბეთი | 0 | 1 |
უნგრეთი | 0 | 1 |
კლუბების მიხედვით
კლუბი | გამარჯვებული | ფინალისტი | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|---|---|
იუვენტუსი | 3 | 1 | 1977, 1990, 1993 | 1995 |
ინტერი | 3 | 1 | 1991, 1994, 1998 | 1997 |
ლივერპული | 3 | 0 | 1973, 1976, 2001 | |
სევილია | 3 | 0 | 2006, 2007, 2014 | |
ბორუსია მიუნხენგლადბახი | 2 | 2 | 1975, 1979 | 1973, 1980 |
ტოტენჰემ ჰოტსპური | 2 | 1 | 1972, 1984 | 1974 |
ფეიენორდი | 2 | 0 | 1974, 2002 | |
გიოტებორგი | 2 | 0 | 1982, 1987 | |
რეალ მადრიდი | 2 | 0 | 1985, 1986 | |
პარმა | 2 | 0 | 1995, 1999 | |
პორტუ | 2 | 0 | 2003, 2011 | |
ატლეტიკო მადრიდი | 2 | 0 | 2010, 2012 | |
ანდერლეხტი | 1 | 1 | 1983 | 1984 |
პსვ ეინდჰოვენი | 1 | 0 | 1978 | |
აინტრახტი ფრანკფურტი | 1 | 0 | 1980 | |
იფსვიჩი | 1 | 0 | 1981 | |
ბაიერ ლევერკუზენი | 1 | 0 | 1988 | |
ნაპოლი | 1 | 0 | 1989 | |
აიაქსი | 1 | 0 | 1992 | |
ბაიერნ მიუნხენი | 1 | 0 | 1996 | |
შალკე 04 | 1 | 0 | 1997 | |
გალათასარაი | 1 | 0 | 2000 | |
ვალენსია | 1 | 0 | 2004 | |
ცსკა | 1 | 0 | 2005 | |
ზენიტი | 1 | 0 | 2008 | |
შახტარი დონეცკი | 1 | 0 | 2009 | |
ჩელსი | 1 | 0 | 2013 | |
ბენფიკა | 0 | 3 | 1983, 2013, 2014 | |
ატლეტიკი ბილბაო | 0 | 2 | 1977, 2012 | |
ესპანიოლი | 0 | 2 | 1988, 2007 | |
ბორუსია დორტმუნდი | 0 | 2 | 1993, 2002 | |
ოლიმპიკი მარსელი | 0 | 2 | 1999, 2004 | |
ვულვერჰემპტონი | 0 | 1 | 1972 | |
ტვენტე | 0 | 1 | 1975 | |
ბრიუგე | 0 | 1 | 1976 | |
ბასტია | 0 | 1 | 1978 | |
ცრვენა ზვეზდა | 0 | 1 | 1979 | |
აზ '67 | 0 | 1 | 1981 | |
ჰამბურგი | 0 | 1 | 1982 | |
ვიდეოტონი | 0 | 1 | 1985 | |
კიოლნი | 0 | 1 | 1986 | |
დანდი იუნაიტედი | 0 | 1 | 1987 | |
შტუტგარტი | 0 | 1 | 1989 | |
ფიორენტინა | 0 | 1 | 1990 | |
რომა | 0 | 1 | 1991 | |
ტორინო | 0 | 1 | 1992 | |
ზალცბურგი | 0 | 1 | 1994 | |
ბორდო | 0 | 1 | 1996 | |
ლაციო | 0 | 1 | 1998 | |
არსენალი | 0 | 1 | 2000 | |
ალავესი | 0 | 1 | 2001 | |
სელტიკი | 0 | 1 | 2003 | |
სპორტინგი | 0 | 1 | 2005 | |
მიდლსბრო | 0 | 1 | 2006 | |
რეინჯერსი | 0 | 1 | 2008 | |
ვერდერი | 0 | 1 | 2009 | |
ფულჰემი | 0 | 1 | 2010 | |
ბრაგა | 0 | 1 | 2011 |
რესურსები ინტერნეტში
- უეფა-ს ევროპის ლიგის ოფიციალური საიტი.
- უეფა-ს თასი. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
სქოლიო
- ↑ ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;
- ↑ UEFA Cup 1971-72. rsssf.
- ↑ 3.0 3.1 3.2 უეფა-ს ევროპის ლიგის ისტორია. უეფა-ს საიტი.
- ↑ Uefa Cup given new name in revamp. BBC Sport. 26 სექტემბერი, 2008.