მეფისწყარო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q11004376
ხაზი 28: ხაზი 28:
{{ქსე|6|623|ჯაყელი ქ.}}
{{ქსე|6|623|ჯაყელი ქ.}}


[[კატეგორია:საქართველოს მწვერვალები]]
[[კატეგორია:გურიის მხარის მთები]]
[[კატეგორია:გურიის მხარის მთები]]
[[კატეგორია:იმერეთის მხარის მთები]]
[[კატეგორია:იმერეთის მხარის მთები]]

14:49, 12 თებერვალი 2015-ის ვერსია

მეფისწყარო
სიმაღლე 2850 მ 
ქედი მესხეთის ქედი
უმარტივესი მარშრუტი სოფელ თავსურებიდან

მეფისწყარომესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების, ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. პირამიდისებურია. აგებულია შუაეოცენური, ანდეიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. მეფისწყაროს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური ლიხით, შუა და ზედა — ალპური მდელოებით.

მეფისწყარო სამი მუნიციპალიტეტის – ჩოხატაურის, ადიგენისა და ვანის – საზღვარს წარმოადგენს. მეფისწყაროს სამხრეთით ორი ტბაა: ჯაჯის დიდი და მცირე ტბები. მწვერვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კურორტი საირმე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა