პემზა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link FA|scn}} using AWB
ხაზი 17: ხაზი 17:


[[კატეგორია:მაგმური ქანები]]
[[კატეგორია:მაგმური ქანები]]

{{Link FA|scn}}

10:53, 28 იანვარი 2015-ის ვერსია

პემზა
პემზა
ცნობები
ტიპი მაგმური
გამოიყენება მშენებლობაში

პემზა (ლათ. pumex) — ფოროვანი, ღრუბლოვან-დაჩვრეტილი მინისებრი ვულკანური ქანი. წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევისას, მჟავა ლავების აფუებისა და სწრაფი გამაგრების შედეგად. პემზის ფორიანობა აღწევს 80%-ს. მოცულობითი მასა 400-900 კგ/მ³. სიმაგრე მინერალოგიური სკალით დაახლოებით 6. თეთრი, რუხი და მოყვითალო ფერისაა. ლღვება 1300-1450 °С ტემპერატურაზე. დამახასიათებელია მცირე თბოგამტარობა. იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის გასაპრიალებლად, ლაქების ამოსაყვანად და სხვა. პემზური ქვიშა და ფერფლი გამოიყენება ცემენტში ჰიდრავლიკური დანამატის სახით. პემზის საბადოები გვხვდება ვულკანიზმის ოლქებში. იგი ხშირად განლაგებულია სხვადასხვაგვარ ვულკანურ ფერფლთან და ტუფებთან ერთად. მაღალი ხარისხის პემზა მოიპოვება ლიპარის კუნძულებზე. პემზის საბადო ცნობილია აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში.

რესურსები ინტერნეტში