იაპონური დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
clean up, removed: {{Link FA|de}} using AWB
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(clean up, removed: {{Link FA|de}} using AWB)
[[სურათი:Cramming school of calligraphy.jpg|thumb|კანა და კანჯი. ვარჯიში კალიგრაფიაში . კიოტო]]
'''იაპონური დამწერლობა''' არის [[ჩინური დამწერლობა|ჩინური სიტყვა–ნიშნური სისტემისა]] და იაპონური ('''კუთხოვანი''' ([[კატაკანა]]) და '''მრგვლოვანი''' ([[ჰირაგანა]]) მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი. სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული [[ჩინური დამწერლობა]] უნდა შემოეტანათ ასევე [[იაპონია]]ში. დროთა განმავლობაში [[იაპონელები|იაპონელებმა]] უცხოეთიდან შემოტანილი ეს გრაფიკული ნიშნები კიდევ დაახლ. 250 [[იდეოგრამა|იდეოგრამით]] ([[კანჯი]]) განავრცეს. იმის გამო, რომ [[იაპონური ენა|იაპონური]] [[ენა]] [[აგლუტინაცია|აგლუტინირებადი]] ენა არის და მისი [[ბგერა|ბგერების]] [[ჩინური სიტყვა–ნიშნები]]ს მეშვეობით ადეკვატური გადმოტანა შეუძლებელი გახდა, იაპონლებმა შემდეგ ხერხს მიმართეს; მათ [[კანჯი]]ს ნიშნები მიუხედავად მათი მნიშვნელობისა იაპონური ბგერების გადმოსაცემად „ისესხეს“ და მათი გამოყენება დაიწყეს ფონეტიკური დანიშნულებით ([[კანა]]).
იაპონური მარცვლებისთვის [[ნიშანთა ჯგუფები|ნიშანთა ჯგუფების]] ხშირმა გამოყენებამ IX საუკუნეში ხელი შეუწყო ნაწილობრივ შემოკლებული ფორმების გაჩენას; ამ შრიფტს დაარქვეს [[ჰირაგანა]]. ამავდროულად IX საუკუნეში [[კანა]]ს მეორე ფორმა გაჩნდა და მას [[კატაკანა]] ეწოდა.
 
დღესდღეობით ყველაზე უფრო გამოყენებადი [[კანჯი]]ს რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში. შერეული სტილით წერისას ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიხატება, მორფოლოგიურ–სინტაქსურ ელემენტებს (სუფიქსები, ბოლოსართები და ა.შ.) კი ჰირაგანათი წერენ. კატაკანას გამოყენება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (მაგ.; კატაკანათი წერენ უცხო ან ნასესხებ სიტყვებს). იაპონლები ტრადიციულად წერენ '''ვერტიკალურად''', ზევიდან ქვევით, მაგრამ ასევე '''ჰორიზონტალურად''' — მარცხნიდან მარჯვნივ.
== იაპონური წერა–კითხვის თავისებურებანი, მიმართულება ==
 
ქართული ენისაგან განსხვავებით იაპონურ ტექსტში სიტყვებს ჩვეულებისამებრ ინტერვალების გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით წერენ და მათი გადატანა, ან გაყოფა სტრიქონის, ან სვეტის ბოლოში ნებისმიერ ადგილას შეიძლება უტირეოდ (ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ადგილი სასვენი ნიშნის წინ). ქართულ ანბანში ასო–ნიშნები შეიძლება განსხვავებული ზომისა იყოს (მაგ.; '''ი'''ნი და '''ო'''ნი, '''ლ'''ასი და '''ღ'''არი), იაპონელები კი ნიშნებს წერენ ნაგულისხმევ კვადრატებში, სადაც ყოველ იაპონურ ნიშანს, მათ შორის სასვენ ნიშანსაც ერთნაირი ზომა აქვს.
 
ტრადიციული იაპონური ტექსტები [[კლასიკური ჩინური|კლასიკური ჩინური]]ს მსგავსად შესრულებულია დაღმასვლით, ანუ ტექსტი დაწერილია და იკითხება ზემოდან ქვემოთ, ამასთანავე სვეტები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას, მარჯვნიდან მარცხნივ. ამ წერით მიმართულებას დღესაც გამოიყენებენ ლიტერატურულ ტექსტებსა და [[მანგა]]ში. ამის გამოა, რომ იაპონელები წიგნებსა თუ სხვა ბეჭდურ ნაწარმოებებს (''ჩვენი პერსპექტივით'') „არასწორად“ გადაშლიან–ხოლმე; სათაურის სანახავად წიგნი ზურგზე უნდა მარჯვნისაკენ უნდა გადმოვატრიალოთ და წავიკითხოთ არა თავიდან ბოლომდე, არამედ პირიქით.
 
სპეციალურ ტექსტებში, სადაც უხვადაა [[რომაჯი]], წერენ და კითხულობენ მარცხნიდან მარჯვნივ და თანაც ჰორიზონტალურად. იგივე ითქმის (ჰორიზონტალურ) სარეკლამო თუ სხვა რამ წარწერებზე, მაგ.; გზის მაჩვენებლებზე, ტრაფარეტებზე.
[[კატეგორია:დამწერლობები]]
[[კატეგორია:იაპონური ენა|დამწერლობა]]
 
{{Link FA|de}}
49 737

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ