Difference between revisions of "გივი სვანიძე"

Jump to navigation Jump to search
no edit summary
| საიტი =
}}
'''გივი გედეონის ძე სვანიძე''' (დ. [[20 სექტემბერი]], [[1921]] სოფელი [[ცხუკუშერი]], ახლანდელი [[ცაგერის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[10 აგვისტო]], [[1999]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — ქართველი [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგი]] და [[ჰიდროენერგეტიკა|ჰიდროენერგეტიკოსი]]. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის [[წევრ-კორესპონდენტი]] ([[1981]]), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის [[წევრ-კორესპონდენტი]] ([[1979]]). [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] ([[1993]]). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ([[1963]]), [[პროფესორი]] ([[1966]]). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე ([[1984]]). სტოქასტურისტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
 
== ბიოგრაფია ==
[[1944]] წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი; [[1948]] წელს გახდა [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის]] წევრი; [[1958]]-[[1971]] წწ.წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილებას; [[1971]] წლიდან [[თსუ|თსუ-ის]] ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის გამგეა. [[1976]] წლიდან - სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ([[1980]]).
 
სვანიძე თანამედროვე სტოქასტიკური [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიის]] ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.
 
გამოკვლევები აქვს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენებისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში. სვანიძემ შეადგინა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ჟინვალის ჰესისა და [[მდინარე]]ების არფისა და ეღეგისის [[სევანისევანის (ტბა)|სევანის ტბაში]]ში გვირაბით გადაგდების პირველადი სქემები.
 
მის მიერ დამუშავებული მეთოდები ფართოდაა გამოყენებული ანგარა-ენისეისა და ენგურის ჰესების კასკადების დაპროექტების, აგრეთვე მინგეჩაურის, ბუქთარმისა და სხვა ჰესების საექსპლუატაციო გეგმების შედგენის დროს. სვანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ნაშრომი „საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება“ ([[1960]]-[[1961]], ტ. 1-10). სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს, კოლხეთის დაშრობის შესაძლო [[კლიმატი|კლიმატური]] ცვლილებების პროგნოზირების საქმეს.

Navigation menu