ფუნაფუტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
- ესკიზი
ხაზი 121: ხაზი 121:
==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

{{ესკიზი-ტუვალუ}}


{{ოკეანეთის დედაქალაქები}}
{{ოკეანეთის დედაქალაქები}}

08:51, 10 იანვარი 2015-ის ვერსია

დედაქალაქი
ფუნაფუტი
ინგლ. Funafuti

ატოლის ლაგუნას სანაპირო ზოლი
ქვეყანა ტუვალუს დროშა ტუვალუ
კოორდინატები 8°31′00″ ს. გ. 179°13′00″ დ. გ. / 8.51667° ს. გ. 179.21667° დ. გ. / -8.51667; -179.21667
ფართობი 2,79 კმ²
მოსახლეობა 4492 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 1,61 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+12
ფუნაფუტი — ტუვალუ
ფუნაფუტი

ფუნაფუტი (ინგლ. Funafuti) — პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუს ატოლი-დედაქალაქი წყნარ ოკეანეში.

გეოგრაფია

ფუნაფუტი, წითელ ჩარჩოში ნაჩვენებია კუნძული ფონგაფალე

ფართობი — 2,79 კმ².[1] ატოლი მოიცავს 30 მომცრო კუნძულს[2]. მათ შორის ყველაზე დიდია — ფონგაფალე (ინგლ. Fongafale), მას შემდეგ სიდიდით ყველაზე დიდია ფუნაფალა.

  • Teafualiku
  • Tefala
  • Tefota
  • Telele
  • Tegako
  • Tegasu
  • Tepuka
  • Tepuka Savilivili
  • Tutaga
  • Vasafua

ატოლის შიდა ლაგუნას ქვია ტე-ნამო, მისი სიგრძეა დაახლოებით 20 კმ. წარმოადგენს მიწის ვიწრო ზოლს დიდი ლაგუნა ტე-ნამოს გარშემო სიგანით 20-დან 400 მეტრამდე.

მოსახლეობა

2002 წელს ატოლის მოსახლეობა შეადგენდა 4492 ადამიანს, ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ატოლია ქვეყანაში. ატოლის ერთ-ერთ სოფელში (ვაიაკუში) მდებარეობს მთავრობა. ზოგჯერ ამბობენ, რომ ტუვალუს დედაქალაქია — ფონგაფალე ან ვაიაკუ, მაგრამ ოფიციალურად ქვეყნის დედაქალაქია მთელი ატოლი ფუნაფუტი. ფონგაფალეს, ფუნაფალას და ამატუკუს კუნძულებს ჰყავთ მუდმივი მოსახლეობა. სულ ატოლზე 9 დასახლებული პუნქტია:

ფონგაფალე

ფონგაფალეს ძირითადი კუნძული

  • ფაკაიფუ 1007 ად.
  • სენალა 589 ად.
  • ალაპი 1024 ად.
  • ვაიაკუ 516 ად.

ფონგაფალეს დანარჩენი კუნძულები

  • ლოფეაგაი 399 ად.
  • ტეონე 540 ად.
  • ტეკავატოეტოე 343 ად.

ფუნაფალა

  • ფუნაფალა 22 ად.

ამატუკუ

  • ამატუკუ 52 ად.

სულ 2002 წლის აღწერით ამ 9 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 4492 ადამიანს.

ეკონომიკა

არსებობს აეროპორტი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით, სასტუმრო (Vaiaku Langi Hotel), ადმინისტრაციული შენობები, ტრადიციული სტილით — პალმის ფოთლებით და თანამედროვე — ცემენტით აშენებული საცხოვრებელი სახლები.

ღირსშესანიშნაობები

ატოლ ფუნაფუტიზე ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა — ტუვალუს ეკლესია. მეორე ღირსშესანიშნაობაა — ამერიკული თვითმფრინავის ნარჩენები, რომელიც ჩამოვარდა ფუნაფუტიზე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი გამოიყენებოდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გილბერტის კუნძულების დასაცავად (დღეისათვის კირიბატის შემადგენელი ნაწილი). აშშ პრეტენზიას აცხადებდა ფუნაფუტიზე 1970-იანი წლების ბოლოს მეგობრობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

სქოლიო

  1. Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27.
  2. Funafuti