სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.179.248-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
Henry McClean-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 94.43.179.248-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 71: ხაზი 71:
ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების [[დარბაზული ეკლესია]], დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.

===წმ. გიორგის ეკლესია===
სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები
სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესია ნაქალაქარის დასავლეთ უბანში, ცენტრალური გზია მარცხნივ, 10-ოდე მეტრში მდებარეობს. (N41˚30.541’E44˚29.565’El-838). 2014 წელს, ტაძრის რესრავრაციასთან დაკავშირებით საჭირო გახდა მისი არქეოლოგიური შესწავლა, რაც განახორციელა საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპეიდიციამ (ხელმძღვანელი დ. ბერიკაშვილი). გათხრების დასაწყისში, ეკლესიის სამხრეთ, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე სხვადასხვა სიმძლავრის ქვა-ღორღისაა და მიწის ფენა იყო მომდგარი. მხოსაგან. ტაძრის ინტერიერში არქეოლოგიური გათხრების ჩატარების აუცილებლობა არ იყო, ვინაიდან, აქ მტვრისა და ღორღის ფენის სისქე 5-10 სმ შეადგენდა და იატაკის დონის დასადგენად მხოლოდ პრეპარაცია იყო საჭირო.
გათხრითი სამუშაოები ტაძრის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ უბანზე 2.50 მ სიფართის თხრილის ერთდროულად გაჭრით დაიწყო. ჰუმუსოვანი ფენის აღებისთანავე თავი იჩინა მე-18-19 საუკუნეებისათვის დამახასიათებელმა კერამიკისა და მინის ფრაგმენტებმა. თუმცა, ნულოვანი ნიშნულიდან 1 მ-ზე დაღრმავების შემდეგ მასალა შეიცვალა და ძირითადად, გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი წითელკეციანი კერამიკით წარმოსდგა. ნაყარი ფენის სისქე ჩრდილოეთ ფასადთან 0.80-0.90 მ-ს აღწევდა. მისი მოხსნის შემდეგ გამოვლინდა ტაძრის ცოკოლი და ,,პერანგის“ ქვედა რიგის უზადოდ დამუშავებული, გათლილი ბაზალტის ქვები. როგორც ჩანს, აღნიშნული წყება ქვებისა გაძარცვისაგან სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ნაყრმა ფენამ გადაარჩინა. ასევე, 0.80-ოდე სმ-ს აღწევდა ტაძრის დასავლეთ კედელთან არსებული ნაყარის სიმძლავრე, რომლის აღების შემდეგ, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, ნულოვანი ნიშნულიდან 1.10 მ-ით დაბლა თავი იჩინა განვითარებული შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელმა მოჭიქულმა კერამიკამ. მოჭიქული კერამიკის ორიოდე ნატეხი დაფიქსირდა ტაძრის ცოკოლის დონეზეც. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ უბანზე სამარხები საერთოდ არ გამოვლენილა. სამი, მიწით დაფარული საფლავის ქვა აღმოჩნდა ეკლესიის დასავლეთ ფასადის წინ, რომლებიც გათხრების დასრულების შემდეგ ცოკოლის დონეზე იქნენ გასწორებულნი.
შედარებით შრომატევადი იყო გათხრები წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ უბანზე, ვინაიდან აქ გასაწმენდი ფენის სისქე 1.20-1.40 მ-ს შორის მერყეობდა. აქაც, ჰუმუსის მოხსნისთანავე გამოჩნდა მე-18-19 საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კერამიკის რამდენიმე ნატეხი, ხოლო 40-ოდე სმ დაღრმავების შემდეგ გვიანდელი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი წითელკეციანი კერამიკის ფრაგმენტები. მას შემდეგ, რაც ამ უბანზე გათხრითი სამუშაოები დასრულდა და გაიწმინდა ტაძრის ცოკოლი, თხრილი სამხრეთის მიმართულებით 7 მ სიგანეზე გავაფართოვეთ და ფაქტიურად, მთლიანად გავწმინდეთ ტერიტორია ეკლესიის სამხრეთ კედლიდან ვიდრე მთავარი ქუჩის მარცხენა ყორემდე. ნაყარი ფენისაგან გაიწმინდა დაახ. 80 კვ.მ. ფართობი, სადაც, გამოჩნდა სხვადასხვა ზომის 5 საფლავის ქვა და ვარდულით გამშვენებული სამხრეთ სარკმელის ფრაგმენტი. აღსანიშნავია, რომ მსგავსად დასავლეთ ფასადისა, სამხრეთიდანაც, ცოკოლის დონეზე, ნულოვან ნიშნულინდა 1.10-1.30 მ-ზე დაფიქსირდა პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები, ღარისებური და ბრტყელი კრამიტის ნატეხები. წმ. გიორგის ტაძრის ინტერიერის პრეპარაციის შემდეგ რამდენიმე ადგილზე დაფიქსირდა კირით მოლესილი იატაკის დონე. მოლესილობის სისქე 2-4 სმ შორის მერყეობდა და წვრილი მინარევებით გამჭლევებულ კირხსნარის ფენას წარმოადგენდა.
არქეოლოგიური მასალა ტაძრის ინტერერში არ აღმოჩენილა. იგი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოვლინდა სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ უბნებზე და განსხვავებული პერიოდის არტეფაქტებით წარმოსდგება: ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკა, გეომეტრიული ან მცენარეული მოტივით. ფრაგმენტების სიმცირის გამო ძნელდება ჭურჭლების ზუსტი ზომების დადგენა, თუმცა, ცხადია, რომ ისენი საშუალო ზომი ჯამებსა და თეფშებს წარმოადგენდნენ. მსგავსი პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკა კარგადაა ცნობილი განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლებიდან (დმანისი, გუდარეხი, რუსთავი) და ძირითადად - XII-XIII სს-ით თარიღდებიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთი, ცისფრად მოჭიქული ნატეხი, რომელზეც ჭიქურ ქვეშ თეთრი ანგობით სქელი, თავმოკაუჭებული რკალია გამოხატული. მსგავსი თეთრი სქელი ანგობით მოხატული და ე.წ. ტალღისებური დეკორით გაფორმებული კერამიკა დამახასიათებელია XI ს-ით დათარიღებულ ძეგლებისათვის.
XVI-XVII სს-ს განეკუთვნება წითელკეციანი კერამიკის ის ფრაგმენტები, რომლებიც დოქების, ქოთნები, ჯამებისა და თეფშების ნატეხებია. ფორმით, კეცის სისქით, რელიეფუირ და ნაკაწრი ორნამენტით ეს კერამიკა გვიანდელი შუასაუკუნეების საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებულ მასალებთან პოულობს სიახლოვეს. ამ კერამიკის გარკვეულ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ჭურჭლის Gყურებზე ,,ალისებური“ წანაზარდები, რომელთა მსგავსიც ამავე პერიოდის სხვა ძეგლების მასალებში არ გვხვდება. XVIII-XIX სს-ს განეკუთვნება შაბიამნისფრად მოჭიქული კერამიკისა და მინის ფრაგმენტები, რომლებმაც თავი ეკლესიის ირგვლივ, ჰუმუსოვანი ფენის მოხსნისთანავე იჩინა.
გათხრების დასრულების შემდეგ, ტაძრის სამხრეთით, 5 მ-ის დაშორებით გაიჭრა საძიებო შურფი (1.0×0.50 მ), რათა დაგვედგინა ამ უბანზე უფრო ადრეულ ფენების არსებობა. შურფში 0.80 მ-ის სიღრმეზე თავი იჩინა კლდოვანმა დედაქანმა.

===ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია===
===ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია===
===სამნავიანი ბაზილიკა===
===სამნავიანი ბაზილიკა===

20:35, 14 დეკემბერი 2014-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამშვილდე (მრავალმნიშვნელოვანი).
სამშვილდე
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება IV-III ათასწლეულით

სამშვილდის ნაქალაქარი — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი სოფ. სამშვილდის მახლობლად (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) ისტორიულ ქვემო ქართლში.

შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდ. ჭივჭავისა და ხრამის (ქცია) შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს გალავანი შემოუყვება.

ისტორია

ვახუშტი ბატონიშვილის მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე ორბეთის ციხეს აღნიშნავს.

ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით პიტიახშნი" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.

X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა. 1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.

სამშვილდის სიონის რეკონსტრუქცია

სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.

ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. XIII საუკუნეში მონღოლებმა "ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ". 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა ჯეჰან-შაჰი. მან მოტყუებით და მუქარით მისი აღება მოახერხა. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა.

1747 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.

სამშვილდის კომპლექსი

სამშვილდის სიონი

სამშვილდის სიონის ნანგრევები

ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება.

სამშვილდის სიონის გეგმა

ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.

სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესია ნაქალაქარის დასავლეთ უბანში, ცენტრალური გზია მარცხნივ, 10-ოდე მეტრში მდებარეობს. (N41˚30.541’E44˚29.565’El-838). 2014 წელს, ტაძრის რესრავრაციასთან დაკავშირებით საჭირო გახდა მისი არქეოლოგიური შესწავლა, რაც განახორციელა საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპეიდიციამ (ხელმძღვანელი დ. ბერიკაშვილი). გათხრების დასაწყისში, ეკლესიის სამხრეთ, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე სხვადასხვა სიმძლავრის ქვა-ღორღისაა და მიწის ფენა იყო მომდგარი. მხოსაგან. ტაძრის ინტერიერში არქეოლოგიური გათხრების ჩატარების აუცილებლობა არ იყო, ვინაიდან, აქ მტვრისა და ღორღის ფენის სისქე 5-10 სმ შეადგენდა და იატაკის დონის დასადგენად მხოლოდ პრეპარაცია იყო საჭირო.

  გათხრითი სამუშაოები ტაძრის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ უბანზე 2.50 მ სიფართის თხრილის ერთდროულად გაჭრით დაიწყო. ჰუმუსოვანი ფენის აღებისთანავე თავი იჩინა მე-18-19 საუკუნეებისათვის დამახასიათებელმა კერამიკისა და მინის ფრაგმენტებმა. თუმცა, ნულოვანი ნიშნულიდან 1 მ-ზე დაღრმავების შემდეგ მასალა შეიცვალა და ძირითადად, გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი წითელკეციანი კერამიკით წარმოსდგა. ნაყარი ფენის სისქე ჩრდილოეთ ფასადთან 0.80-0.90 მ-ს აღწევდა. მისი მოხსნის შემდეგ გამოვლინდა ტაძრის ცოკოლი და ,,პერანგის“ ქვედა რიგის უზადოდ დამუშავებული, გათლილი ბაზალტის ქვები. როგორც ჩანს, აღნიშნული წყება ქვებისა გაძარცვისაგან სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ნაყრმა ფენამ გადაარჩინა. ასევე, 0.80-ოდე სმ-ს აღწევდა ტაძრის დასავლეთ კედელთან არსებული ნაყარის სიმძლავრე, რომლის აღების შემდეგ, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, ნულოვანი ნიშნულიდან 1.10 მ-ით დაბლა თავი იჩინა განვითარებული შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელმა მოჭიქულმა კერამიკამ. მოჭიქული კერამიკის ორიოდე ნატეხი დაფიქსირდა ტაძრის ცოკოლის დონეზეც.  აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ უბანზე სამარხები საერთოდ არ გამოვლენილა. სამი, მიწით დაფარული საფლავის ქვა აღმოჩნდა ეკლესიის დასავლეთ ფასადის წინ, რომლებიც გათხრების დასრულების შემდეგ ცოკოლის დონეზე იქნენ გასწორებულნი. 
  შედარებით შრომატევადი იყო გათხრები წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ უბანზე, ვინაიდან აქ გასაწმენდი ფენის სისქე 1.20-1.40 მ-ს შორის მერყეობდა. აქაც, ჰუმუსის მოხსნისთანავე გამოჩნდა მე-18-19 საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კერამიკის რამდენიმე ნატეხი, ხოლო 40-ოდე სმ დაღრმავების შემდეგ გვიანდელი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი წითელკეციანი კერამიკის ფრაგმენტები. მას შემდეგ, რაც ამ უბანზე გათხრითი სამუშაოები დასრულდა და გაიწმინდა ტაძრის ცოკოლი, თხრილი სამხრეთის მიმართულებით  7 მ სიგანეზე გავაფართოვეთ და ფაქტიურად, მთლიანად გავწმინდეთ ტერიტორია ეკლესიის სამხრეთ კედლიდან ვიდრე მთავარი ქუჩის მარცხენა ყორემდე.  ნაყარი ფენისაგან გაიწმინდა დაახ. 80 კვ.მ. ფართობი, სადაც, გამოჩნდა სხვადასხვა ზომის 5 საფლავის ქვა და ვარდულით გამშვენებული სამხრეთ სარკმელის ფრაგმენტი. აღსანიშნავია, რომ მსგავსად დასავლეთ ფასადისა, სამხრეთიდანაც, ცოკოლის დონეზე, ნულოვან  ნიშნულინდა 1.10-1.30 მ-ზე დაფიქსირდა პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები, ღარისებური და ბრტყელი კრამიტის ნატეხები. წმ. გიორგის ტაძრის ინტერიერის პრეპარაციის შემდეგ რამდენიმე ადგილზე დაფიქსირდა კირით მოლესილი იატაკის დონე. მოლესილობის სისქე 2-4 სმ შორის მერყეობდა და წვრილი მინარევებით გამჭლევებულ კირხსნარის ფენას წარმოადგენდა. 
  არქეოლოგიური მასალა ტაძრის ინტერერში არ აღმოჩენილა. იგი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოვლინდა სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ უბნებზე და განსხვავებული პერიოდის არტეფაქტებით წარმოსდგება: ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკა, გეომეტრიული ან მცენარეული მოტივით. ფრაგმენტების სიმცირის გამო ძნელდება ჭურჭლების ზუსტი ზომების დადგენა, თუმცა, ცხადია, რომ ისენი საშუალო ზომი ჯამებსა და თეფშებს წარმოადგენდნენ. მსგავსი პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკა კარგადაა ცნობილი განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლებიდან (დმანისი, გუდარეხი, რუსთავი) და ძირითადად - XII-XIII სს-ით თარიღდებიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთი, ცისფრად მოჭიქული ნატეხი, რომელზეც ჭიქურ ქვეშ თეთრი ანგობით სქელი, თავმოკაუჭებული რკალია გამოხატული. მსგავსი თეთრი სქელი ანგობით მოხატული და ე.წ. ტალღისებური დეკორით გაფორმებული კერამიკა დამახასიათებელია XI ს-ით დათარიღებულ ძეგლებისათვის. 
  XVI-XVII სს-ს განეკუთვნება წითელკეციანი კერამიკის ის ფრაგმენტები, რომლებიც დოქების, ქოთნები, ჯამებისა და თეფშების ნატეხებია. ფორმით, კეცის სისქით, რელიეფუირ და ნაკაწრი ორნამენტით ეს კერამიკა გვიანდელი შუასაუკუნეების საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებულ მასალებთან პოულობს სიახლოვეს. ამ კერამიკის გარკვეულ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ჭურჭლის Gყურებზე ,,ალისებური“ წანაზარდები, რომელთა  მსგავსიც ამავე პერიოდის სხვა ძეგლების მასალებში არ გვხვდება.       XVIII-XIX სს-ს განეკუთვნება შაბიამნისფრად მოჭიქული კერამიკისა და მინის ფრაგმენტები, რომლებმაც თავი ეკლესიის ირგვლივ, ჰუმუსოვანი ფენის მოხსნისთანავე იჩინა.
  გათხრების დასრულების შემდეგ, ტაძრის სამხრეთით, 5 მ-ის დაშორებით გაიჭრა საძიებო შურფი (1.0×0.50 მ), რათა დაგვედგინა ამ უბანზე უფრო ადრეულ ფენების არსებობა.  შურფში 0.80 მ-ის სიღრმეზე თავი იჩინა კლდოვანმა დედაქანმა.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

სამნავიანი ბაზილიკა

ეკლესია შვერილი აფსიდით

თეოგენიდა

მდინარე ხრამის მხარეს დგას კიდევ ერთი ეკლესია — თეოგენიდა (XII-XIII სს.).

ციხე-სიმაგრე

სასახლე

ფეოდალთა სასახლეები

საცხოვრებელი სახლები

ტეტრალიტი

თეოგენიდას ეკლესიასთან შეიმჩნევა ტეტრალიტი, რომელიც წარმოადგენს სამი ერთმანეთზე დალაგებულ სამი ქვის დიდ ლოდს, რომლებიც ეყრდნობიან მეოთხე დიდ ლოდს (საფუძველს).

წყალსაცავი აუზები

ხიდი მდ. ჭივჭავზე

არქეოლოგიური გათხრები

1968-1970 წლებში ნაქალაქართან გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი. კარკნალის მთის სამხრეთით კალთაზე გამოვლინდა ნამოსახლარი. სოფელს ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონია, კერძოდ, ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოსადეგი ფართობი. გაითხარა 2 კულტურის ფენა. ნაგებობები ფერდობზე ყოფილა განლაგებული. I ფენის (ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანა) შენობათა კედლები დანგრეული იყო. აქ ნაპოვნი კერამიკური ნაწარმი (სხვადასხვა ტონალობის ღია ფერის თიხის ჭურჭელი) გამოირჩევა ფორმების სისადავით და არქაულობით. ნაპოვნია ობსიდიანის სხვადასხვა იარაღი და ანატკეცები, რომლებსაც გამოყენების კვალი ემჩნევა (ზოგი მათგანი რეტუშირებულია). II ფენაში (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში) აღმოჩნდა წრიული გეგმის მქონე საკულტო დანიშნულების შენობის სამმაგი კედლის ქვის ნახევარწტიული საძირკველი. გამოვლინდა სამეურნეო ორმოები. კერამიკულ ნაწარმს გარკვეული კავშირი აქვს I ფენის ჭურჭელთან და ისეთის, როგორც სამაროვანზე ნაპოვნი ჭურჭელი. ჭარბობს მუქი და შავი ფერის კერამიკა. ჩნდება ჭურჭლის ნახევარსფერული ყურები და სხვა. ამავე ფენაში აღმოჩნდა ობსიდიანის ყუნწიანი ისრისპირი, ანატკეცები (უმეტესობას ემჩნევა გამოყენების კვალი) და ხელსაფქვავის ქვები. ვარაუდობენ, რომ სამშვილდეში (შუა ფეოდალური ხანა, როცა სამშვილდე ქალაქი იყო) ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი ცენტრი (თიხის ჭურჭლის, ფაიანსის, მინის ჭურჭლისა და სამკაულის სახელოსნოები) არსებობდა.

სამშვილდეში გამოვლენილი სამარხები (O-W და N-S დამხრობის) განლაგებული იყო 4 რიგად და წარმოადგენდა უმთავრესად ქვის ფილებისაგან ან ლოდებისაგან ორმოში ნაგებ დიდ ოთხკუთხა აკლდამებს. ეს იყო საოჯახო, კოლექტიური სამარხები. მიცვალებულები ხელფეხმოკეცილი ესვენა. 2 აკლდამა ეკუთვნოდა კულტის მსახურს. მათში აღმოჩნდა ობსიდიანის "ფანჯრიანი", აგრეთვე ასტრალურ-სიმბოლოებიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სპირალურთავიანი საკინძი და სხვა. სამაროვანზე ნაპოვნია სპირალური სასაფეთქლ რგოლები და მრავალხვიანი საკიდები. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ნამოსახლარის II ფენაზე გამოვლენილი კერამიკის მსგავსია. აქვე მიკვლეულია ფეოდალური ხანის 5 სამარხი.

2012 წლის ექსპედიცია

2012 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელმაც შეიმუშავა მრავალწლიანი პროგრამა ძეგლის არქეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო, ისტორიული კვლევებისათვის და ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის. 2013 წელს განხორციელდა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც გულისხმობდა სამშვილდის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების, წყაროების, სტატიებისა და ვიზუალური მასალის თავმოყრასა და სისტემატიზაციას, რის შემდეგაც სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფმა მოახდინა მთლიანი ნაქალაქარის თანამედროვე ტექნოლოგიებით აზომვა და მრავალშრიანი ტოპო-არქეოლოგიური რუკის შექმნა (რუკის შედგენას ხელმძღვანელობდა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ს. ცირამუა). აღნიშნული რუკის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წარმოადგენს ციფრული ფორმატის ფაილს, რომელზეც, GPS კოორდინატების სიზუსტით მიეთითება ყველა სახის არქეოლოგიური თუ არქიტექტურულ-ისტორიული ობიექტი ვიზუალური მასალის თანხლებით, გარდა ამისა, მომავალში აღმოჩენილი ობიექტებიც შესაძლოა ცალკე შრედ იქნეს დამატებული და საბაზისო რუკასთან ინტეგრირებული. 2014 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთობლივად პროგრამით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები განახორციელა და არქეოლოგიურად შეისწავლა წმ. გიორგისა და ,,პალატის" ეკლესიები. გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი დ. ბერიკაშვილი) გამოვლინდა საქართველოს განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა, რომელიც კამერალური და სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დაცულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტში, რამდენიმე არტეფაქტი უნივერსიტეტის გამოფენაზე იქნა ექსპონირებული. ,,პალატის" ეკლესიის შესწავლის დროს გამოვლენილი დღემდე უცნობი პალეოგრაფიული ძეგლები შეისწავლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა, ისტ. მეცნ. დოქტორმა გ. გაგოშიძემ. აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ტაძრებს ტრადიციული მასალისა გამოყენებით ჩაუტარდათ რესტავრაცია, რის შემდეგაც მათ თავდაპირველი იერსახე დაიბრუნეს. სარესტავრაციო სამუშაოები დააფინანსა სიძველეთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა, სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორ-რესტავრატორი თ. გაბუნია. 2015 წელს დაგეგმილია კვლევების გაგრძელება და აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მესამე ეტაპის სამუშაოების ჩატარება.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979
  • მირცხულავა გ., სამშვილდე, თბ., 1975
  • მუსხელიშვილი ლ., სამშვილდის სიონის წარწერები და აშენების ტარიღი, "ენიმკის მოამბე", 1942, ტ. 13
  • Чубинашвили Ч., Самшвилдский, Тб., 1969
  • მუსხელიშვილი დ., ბერიძე ვ., გოგაძე ე., ქსე, ტ. 9, გვ. 46-47, თბ., 1985
  • მ. სანაძე, დ. ბერიკაშვილი, გ. გაგოშიძე, თ. გაბუნია, ს. ცირამუა. ,,სამშვილდე" თბ. 2014 წ. საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა
  • დ. ბერიკაშვილი, გ. გაგოშიძე, თ. გაბუნია, ს. ცირამუა. სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში 2014. თბ. საქართველოს უნივერსიტეტი
  • „ი. ციციშვილი, "ნაქალაქარი სამშვილდე"“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 89 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1993 წელი. — გვ. 13-16