ჯონ სპენსერი (სნუკერისტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up using AWB
ხაზი 10: ხაზი 10:
| მოქალაქეობა={{დროშა|ინგლისი}}
| მოქალაქეობა={{დროშა|ინგლისი}}
| პროფესიონალური კარიერა=1968—1991
| პროფესიონალური კარიერა=1968—1991
| უმაღლესი რეიტინგი=[[სნუკერისტების ოფიციალური რეიტინგი 1977/1978 წლების სეზონზე|№ 2]]
| უმაღლესი რეიტინგი=[[სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგი 1977/1978 წლების სეზონზე|№ 2]]
| ამჟამინდელი რეიტინგი=
| ამჟამინდელი რეიტინგი=
| საპრიზო ფული=
| საპრიზო ფული=
ხაზი 21: ხაზი 21:
| სხვა ტურნირები=17
| სხვა ტურნირები=17
}}
}}
'''ჯონ სპენსერი''' ({{lang-en|John Spencer}}; დ. {{დაბადების თარიღი|1935|06|18}}, [[რედკლიფი]], [[ინგლისი]] — გ. {{გარდაცვალების თარიღი|2006|06|11}}, [[ბოლტონი]], [[ინგლისი]]) — [[ინგლისელი]] პროფესიონალი [[სნუკერი]]სტი, [[სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი]]ს სამგზის ჩემპიონი. [[რეი რიარდონი|რეი რიარდონთან]] ერთად დომინირებდა თამაშში [[1970-იანები|1970-იანი წლების]] განმავლობაში.
'''ჯონ სპენსერი''' ({{lang-en|John Spencer}}; დ. {{დაბადების თარიღი|1935|06|18}}, [[რედკლიფი]], [[ინგლისი]] — გ. {{გარდაცვალების თარიღი|2006|06|11}}, [[ბოლტონი]], [[ინგლისი]]) — [[ინგლისელი]] პროფესიონალი [[სნუკერი]]სტი, [[სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი]]ს სამგზის ჩემპიონი. [[რეი რიარდონი|რეი რიარდონთან]] ერთად დომინირებდა თამაშში [[1970-იანები|1970-იანი წლების]] განმავლობაში.


== ადრეული წლები ==
== ადრეული წლები ==
ხაზი 31: ხაზი 31:
სპენსერი თავისი წოდების დაცვისთვის მზად იყო [[1972]] წელს, მაგრამ ფინალში ვერ შეძლო [[ალექს ჰიგინსი]]ს დამარცხება. მან ეს მატჩი დათმო 32:37.
სპენსერი თავისი წოდების დაცვისთვის მზად იყო [[1972]] წელს, მაგრამ ფინალში ვერ შეძლო [[ალექს ჰიგინსი]]ს დამარცხება. მან ეს მატჩი დათმო 32:37.


სნუკერის პირველ სეზონზე (1973/1974), როდესაც მეტი შეჯიბრი ტარდებოდა, ჯონმა მოიგო ტურნირი [[Norwich Union Open 1973|Norwich Union Open]] და გავიდა მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში. შემდეგ ორ სეზონზე მან გაიმარჯვა კიდევ სამ ტურნირზე, რომელთა შორისაც იყო [[მასტერსი (სნუკერი)|მასტერსი]]. თუმცა, სპენსერის კარიერაში უმთავრეს წარმატებად ითვლება [[1977]] წელს [[კრუსიბლის თეატრი|კრუსიბლის თეატრში]] მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება, როდესაც ფინალში [[კლიფ ტორბურნი]] დაამარცხა ანგარიშით 25:21. ამ მიღწევით ჯონი ფაქტობრივად ისტორიაში შევიდა, რადგან მხოლოდ მანამდე მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ შეძლო ჩემპიონატის სამჯერ მოგება. თუმცა ამაზე ის არ გაჩერებულა. მან გააგრძელა გამარჯვებების სერია, 1977/78 წლების სეზონზე გახდა [[Pontins Professional]]-სა და [[Irish Masters|Benson & Hedges Irish Masters]]-ის ტრიუმფატორი. ამ გრანდიოზული გამარჯვებების წყალობით სპენსერმა მეორე ადგილი დაიკავა [[სნუკერისტების ოფიციალური რეიტინგი 1977/1978 წლების სეზონზე|სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგში]].
სნუკერის პირველ სეზონზე (1973/1974), როდესაც მეტი შეჯიბრი ტარდებოდა, ჯონმა მოიგო ტურნირი [[Norwich Union Open 1973|Norwich Union Open]] და გავიდა მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში. შემდეგ ორ სეზონზე მან გაიმარჯვა კიდევ სამ ტურნირზე, რომელთა შორისაც იყო [[მასტერსი (სნუკერი)|მასტერსი]]. თუმცა, სპენსერის კარიერაში უმთავრეს წარმატებად ითვლება [[1977]] წელს [[კრუსიბლის თეატრი|კრუსიბლის თეატრში]] მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება, როდესაც ფინალში [[კლიფ ტორბურნი]] დაამარცხა ანგარიშით 25:21. ამ მიღწევით ჯონი ფაქტობრივად ისტორიაში შევიდა, რადგან მხოლოდ მანამდე მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ შეძლო ჩემპიონატის სამჯერ მოგება. თუმცა ამაზე ის არ გაჩერებულა. მან გააგრძელა გამარჯვებების სერია, 1977/78 წლების სეზონზე გახდა [[Pontins Professional]]-სა და [[Irish Masters|Benson & Hedges Irish Masters]]-ის ტრიუმფატორი. ამ გრანდიოზული გამარჯვებების წყალობით სპენსერმა მეორე ადგილი დაიკავა [[სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგი 1977/1978 წლების სეზონზე|სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგში]].


დაახლოებით ამ დროს მას მნიშვნელოვნად გაუუარესდა მხედველობა და ახალი გამარჯვებების მოპოვება ინგლისელს უჭირდა. მიუხედავად ამისა, მან შეასრულა შესანიშნავი დუბლი [[1979]] წლის ტურნირ [[Holsten Lager International]]-ზე. მან არა მხოლოდ მოიგო იგი, არამედ პირველი [[მაქსიმალური ბრეიკი]] ოფიციალურ შეჯიბრებზე.
დაახლოებით ამ დროს მას მნიშვნელოვნად გაუუარესდა მხედველობა და ახალი გამარჯვებების მოპოვება ინგლისელს უჭირდა. მიუხედავად ამისა, მან შეასრულა შესანიშნავი დუბლი [[1979]] წლის ტურნირ [[Holsten Lager International]]-ზე. მან არა მხოლოდ მოიგო იგი, არამედ პირველი [[მაქსიმალური ბრეიკი]] ოფიციალურ შეჯიბრებზე.

08:35, 10 დეკემბერი 2014-ის ვერსია

ჯონ სპენსერი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 18 ივნისი, 1935
დაბ. ადგილი: ინგლისის დროშა რედკლიფი
გარდ. თარიღი: 11 ივნისი, 2006(2006-06-11)
გარდ. ადგილი: ინგლისის დროშა ბოლტონი
მოქალაქეობა: ინგლისის დროშა ინგლისი
პროფესიონალური კარიერა: 1968—1991
უმაღლესი რეიტინგი: № 2
უმაღლესი ბრეიკი: 147 (Holsten Lager International)[1]
სენჩერის რაოდენობა: 25
მსოფლიო ჩემპიონატი: 3 (1969; 1971; 1977)
სხვა ტურნირები: 17

ჯონ სპენსერი (ინგლ. John Spencer; დ. 18 ივნისი, 1935, რედკლიფი, ინგლისი — გ. 11 ივნისი, 2006(2006-06-11), ბოლტონი, ინგლისი) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი, სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი. რეი რიარდონთან ერთად დომინირებდა თამაშში 1970-იანი წლების განმავლობაში.

ადრეული წლები

ჯონი დაიბადა 1935 წელს ქალაქ რედკლიფში. სნუკერის თამაში დაიწყო თხუთმეტი წლისამ, რაც საკმაოდ გვიანია ამ თამაშისთვის. მაგრამ 1950-იანებში ჯონი ჯარში მსახურობდა, რამაც მას თავისი ნიჭის განვითარებაში ხელი შეუშალა. მან კვლავ დაიწყო სნუკერის სერიოზული თამაში 1964 წელს, როდესაც მოხვდა მოყვარულთა შორის ინგლისის ჩემპიონატის ფინალში. შემდეგ სპენსერი სწრაფად პროგრესირებდა, შემდეგ წელს კვლავ გახდა ფინალისტი და ტურნირიც მოიგო, 1966 წელს. იმავე წელს ინგლისელი გაემგზავრა კარაჩიში, რათა მიეღო მონაწილეობა მოყვარულთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში, მაგრამ ფინალში დამარცხდა გარი ოუენთთან. ამ წარმატებების შემდეგ ის პროფესიონალებში გადავიდა რეი რიარდონსა და ოუენთან ერთად. ამგვარად, ისინი გახდნენ 1951 წლის პირველი ახალი პროფესიონალი სნუკერისტები.

პროფესიონალური კარიერა (1967—1992 წლები)

თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე სპენსერმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, როდესაც 1/4 ფინალში დაამარცხა რვაგზის ჩემპიონი ჯონ პულმანი, 25:18, შემდეგ კი — რექს უილიამსი, 37:12. ფინალურ მატჩში ის შეხვდა გარი ოუენს და სამაგიერო გადაუხადა პაკისტანში განცდილი მარცხისთვის. მან ოუენი დაამარცხა ანგარიშით 37:24. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წელს ინგლისელმა ვერ შეძლო ტიტულის დაცვა, მან ის 1970 წლის ნოემბერში დაიბრუნა. მაშინ ავსტრალიაში მან ფინალი მოუგო ადგილობრივ მოთამაშეს — უორენ სიმპსონს — ანგარიშით 37:29. მაშინ ინგლისელი ტურნირ Pot Black Cup-ის ორგზის გამარჯვებული გახდა.

სპენსერი თავისი წოდების დაცვისთვის მზად იყო 1972 წელს, მაგრამ ფინალში ვერ შეძლო ალექს ჰიგინსის დამარცხება. მან ეს მატჩი დათმო 32:37.

სნუკერის პირველ სეზონზე (1973/1974), როდესაც მეტი შეჯიბრი ტარდებოდა, ჯონმა მოიგო ტურნირი Norwich Union Open და გავიდა მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში. შემდეგ ორ სეზონზე მან გაიმარჯვა კიდევ სამ ტურნირზე, რომელთა შორისაც იყო მასტერსი. თუმცა, სპენსერის კარიერაში უმთავრეს წარმატებად ითვლება 1977 წელს კრუსიბლის თეატრში მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება, როდესაც ფინალში კლიფ ტორბურნი დაამარცხა ანგარიშით 25:21. ამ მიღწევით ჯონი ფაქტობრივად ისტორიაში შევიდა, რადგან მხოლოდ მანამდე მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ შეძლო ჩემპიონატის სამჯერ მოგება. თუმცა ამაზე ის არ გაჩერებულა. მან გააგრძელა გამარჯვებების სერია, 1977/78 წლების სეზონზე გახდა Pontins Professional-სა და Benson & Hedges Irish Masters-ის ტრიუმფატორი. ამ გრანდიოზული გამარჯვებების წყალობით სპენსერმა მეორე ადგილი დაიკავა სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგში.

დაახლოებით ამ დროს მას მნიშვნელოვნად გაუუარესდა მხედველობა და ახალი გამარჯვებების მოპოვება ინგლისელს უჭირდა. მიუხედავად ამისა, მან შეასრულა შესანიშნავი დუბლი 1979 წლის ტურნირ Holsten Lager International-ზე. მან არა მხოლოდ მოიგო იგი, არამედ პირველი მაქსიმალური ბრეიკი ოფიციალურ შეჯიბრებზე.

თავისი ბოლო გამარჯვება ჯონმა მოიპოვა 1980 წელს Wilsons Classic-ზე, თუმცა 1981 წელს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მან მოიგო გუნდური მსოფლიო თასი. შემდეგ მას კიდევ უფრო გაურთულდა სიტუაცია მხედველობასთან და ინგლისელის რეიტინგი სწრაფად დაეცა. მეტნაკლებად კარგი შედეგი მან აჩვენა British Open 1987-ზე, როდესაც გავიდა მეოთხედფინალში. მაგრამ საბოლოო ჯამში ის ჯიმი უაითთან დამარცხდა.

ჯონ სპენსერი გარკვეული დროის განმავლობაში აგრძელებდა თამაშს, პროფესიონალური კარიერის კომენტატორის პროფესიასთან კომბინირებით, მაგრამ საბოლოოდ დაეთხოვა სამსახურიდან 1992 წელს.

ცხოვრება პროფესიონალური კარიერის შემდეგ

ახლა მას სნუკერთან აკავშირებდა მხოლოდ ის, რომ ის იყო წარმომადგენელი ამ თამაშის საერთაშორისო ორგანიზაცია WPBSA-სი (World Professional Billiard & Snooker Association). მაგრამ ის იქიდანაც წავიდა 1996 წელს.

სპენსერის ცხოვრება მკვეთრად გაუარესდა 2003 წელს, როდესაც მას აღმოუჩინეს ფილტვების კიბო. თავისი უკანასკნელი წლები ინგლისელმა ბოლტონში გაატარა. 2005 წელს მან დაწერა ავტობიოგრაფია, „Out of the Blue“. სპენსერი გარდაიცვალა 2006 წლის 11 ივლისს.

მიღწევები კარიერაში

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. არ შედის მაქსიმალური ბრეიკების სიაში.