ბენინი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 75: ხაზი 75:
[[კატეგორია:აფრიკის ქვეყნები]]
[[კატეგორია:აფრიკის ქვეყნები]]
[[კატეგორია:ფრანგულენოვანი ქვეყნები]]
[[კატეგორია:ფრანგულენოვანი ქვეყნები]]
[[კატეგორია:გაეროს წევრი სახელმწიფოები]]


{{Link FA|yo}}
{{Link FA|yo}}

22:23, 9 დეკემბერი 2014-ის ვერსია

ბენინის რესპუბლიკა
République du Bénin
ბენინი
ბენინის
ჰიმნი: L'Aube Nouvelle
ბენინის მდებარეობა
დედაქალაქიპორტო-ნოვო
6°28′ ჩ. გ. 2°36′ ა. გ. / 6.467° ჩ. გ. 2.600° ა. გ. / 6.467; 2.600
უდიდესი ქალაქი კოტონუ
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მთავრობა მრავალპარტიული დემოკრატია
 -  პრეზიდენტი თომას იაი ბონი
ფართობი
 -  სულ 112 622 კმ2 (101-ე)
 -  წყალი (%) 1,8
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 8 439 000 (89-ე)
 -  2002 აღწერა 6 769 914 
 -  სიმჭიდროვე 75 კაცი/კმ2 (118-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $8,75 მილიარდი (140-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1 176 (165-ე)
აგი (2007) 0,437 (დაბალი) (163-ე)
ვალუტა CFA ფრანკი (XOF)
დროის სარტყელი WAT (UTC +1სთ.)
ქვეყნის კოდი BEN
Internet TLD .bj
სატელეფონო კოდი 229

ბენინი (ფრანგ. Bénin), ბენინის რესპუბლიკა (ფრანგ. République du Bénin, 1975 წლამდე დაჰომეა) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. აქვს საზღვაო გასასვლელი გვინეის ყურეში. დედაქალაქი პორტო-ნოვო, მთავრობა მდებარეობს ქვეყნის უდიდეს ქალაქ კოტონუში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბურკინა-ფასო და ნიგერი, აღმოსავლეთიდან - ნიგერია, დასავლეთიდან - ტოგო.

ბუნება

ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს პლატოს (სიმაღლე 500 მ-მდე). ქვეყნის უმაღლესი წერტილი (635 მ) მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ატაკორის მთაგრეხილზე. სამხრეთით ზღვისპირა დაბლობია. სანაპირო ხაზი ნაკლებად დანაწევრებულია. დაბლობზე ჰავა ეკვატორულია. წვიმის სეზონი ორჯერ დგება. წლის განმავლობაში ტემპერატურა უმნიშვნელოდ იცვლება. ნალექები აღმოსავლეთ ნაწილში 800-დან 1 300 მმ-მდეა წელიწადში. ჩრდილოეთ ნაწილში ჰავა ეკვატორულ-მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 24°C-ია, ივლისისა - დაახლოებით 30°C. ნალექები 1 000-დან 1 500-2 000 მმ-მდეა წელიწადში.

მთავარი მდინარეა ვემე (ჩაედინება გვინეის ყურეში, რომელიც შესართავიდან მხოლოდ 200 კმ-ზეა სანაოსნო. ჭარბობს წითელი ლატერიტული, სამხრეთში - წითელ-ყვითელი ლატერიტული ნიადაგები. უმეტესად გავრცელებულია მაღალბალახოვანი სავანები, სადაც ბევრია ანტილოპა და მტაცებელი ცხოველები (ჯიქი, აფთარი და სხვა). სანაპიროზე ნოტიო ტროპიკული მარადმწვანე ტროპიკული ტყეა (ტერიტორიის დაახლოებით 1/5).

ისტორია

დღევანდელი ბენინის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების დამლევს მრავალი სახელმწიფო შეიქმნა, მათ შორის დაჰომეა. XV საუკუნეში ბენინის ტერიტორიაზე პორტუგალიელი მონათვაჭრები გამოჩნდნენ, ხოლო XVII საუკუნეში ჰოლანდიელი, ფრანგი და ინგლისელი ვაჭრები. ბენინის სანაპირო და მისი მოსაზღვრე ოლქები გადაიქცა მონებით ვაჭრობის უმსხვილეს რაიონებად აფრიკაში (ამიტომაც მას მონათა ნაპირსაც უწოდებდნენ).

1890 წლის თებერვალში ფრანგმა კოლონიზატორებმა ბენინის წინააღმდეგ ომი დაიწყეს და მხოლოდ 1892 წლის ნოემბერში მოახერხეს მისი დედაქალაქის აბომეის აღება. 1893 წელს ბენინი საფრანგეთის კოლონია გახდა. 1904 წელს იგი საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში შევიდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალგაზრდა დაჰომეელთა მოძრაობა, რომელსაც პროგრესულად განწყობილი ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში. 1923 წელს მოეწყო მასობრივი ანტიკოლონიალისტური გამოსვლები.

მეორე მსოფლიო ომმა არსებითი ძვრები გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალური ძალების თანაფარდობაში. გაიზარდა მუშების რიცხვი, გახშირდა გაფიცვები. განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ ქვეყანაში შექმნილი პირველი აფრიკული პოლიტიკური პარტიები და პროფკავშირები. 1957 წელს საფრანგეთის მმართველი წრეები იძულებულნი გახდნენ ბენინში შეექმნათ პირველი სამთავრობო საბჭო აფრიკელთა მონაწილეობით, 1958 წელს კი დასთანხმდნენ ბენინი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოეცხადებინათ. 1960 წლის 1 აგვისტოს ბენინი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა და გამოვიდა საფრანგეთის გაერთიანებიდან. 1960 წლის 20 სექტემბერს ბენინი გაეროში მიიღეს.

ლიტერატურა

თარგი:Link FA თარგი:Link GA