ნიკოს სამპსონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 65: ხაზი 65:


[[კატეგორია:კვიპროსის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:კვიპროსის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1935]]

17:25, 12 ნოემბერი 2014-ის ვერსია

ნიკოს სამპსონი
კვიპროსის პრეზიდენტის მ/შ
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივლისი – 23 ივლისი, 1974
წინამორბედიმაკარიოს III
მემკვიდრეგლაფკოს კლირიდისი

დაბადებული16 დეკემბერი, 1935
ფამაგუსტა
გარდაცვლილი9 მაისი, 2001
ნიქოზია

ნიკოს სამპსონი (ბერძ. Νίκος Σαμψών; დ. 16 დეკემბერი, 1935, ფამაგუსტა — გ. 9 მაისი, 2001, ნიქოზია) — კვიპროსელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1974 წლის 15-23 ივლისს.

ბიოგრაფია

ნამდვილი გვარი გეორგიადისი, მაშინ შეცვალა სამპსონით, როდესაც გაზეთ The Cyprus Times-ში ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. სამპსონი სემდეგ მის პარტიულ ფსევდონიმად იქცა. აქტიურად ჩაება პარტიზანულ ომში დიდი ბრიტანეთისაგან კვიპროსის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო მღელვარებებში, რის შესახებაც შემდეგ გაზეთში წერდა. ამის გამო სამპსონი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. შემდეგ ეს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 1959 წელს კვიპროსმა მიიღო ავტონომია სამპსონი გაათავისუფლეს და საბერძნეთში გადავიდა. კვიპროსში დაბრუნდა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. სამშობლოში მას შეხვდნენ, როგორც ეროვნულ გმირს.

1960 წელს დააარსა და რედქტორობდა ეროვნულ გაზეთს Μάχη. 1970 წელს გახდა ქვეყნის პარლამენტის წევრი პროგრესული პარტიის რიგებიდან. 1974 წლის 15 ივლისს დაამხო პრეზიდენტი მაკარიოს III და გააძევა კვიპროსიდან. სამპსონი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ამ სამხდრო გადატრიალებას მოჰყვა თურქეთის შეჭრა კუნძულზე და ქვეყნის ერთი მესამედის ანექსია. 23 ივლისს იძლებული გახდა გადამდგარიყო და თანამდებობა დაეთმო გლაფკოს კლირიდისისთვის. 1976 წელს სამპსონს მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფო ღალატისათვის. 1979 წელს საფრანგეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, სადაც დარჩა 1990 წლამდე. 1992 წელს გაათავისუფლეს და დაუბრუნდა საგაზეთო ბიზნესს.

გარდაიცვალა 2001 წლის 9 მაისს ნიქოზიაში.

რესურსები ინტერნეტში