პირველი პუნიკური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
clean up, replaced: იქედან → იქიდან using AWB
(clean up, replaced: იქედან → იქიდან using AWB)
ამ მოვლენებმა განაპირობა რომში [[კომიცია|სახალხო კომიციის]] მიერ ომის დაწყების გამოცხადება და ორი [[რომის ლეგიონი|ლეგიონი]] [[კონსული|კონსულ]] [[აპიუს კლავდიუს კაუდექსი]]ს მეთაურობით ჩავიდა სიცილიაში. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელები [[მესინის სრუტე]]ს აკონტროლებდნენ, კონსულმა მაინც შეძლო ღამის საფარქვეშ სიცილიაზე გადასვლა მოკავშირეთა ფლოტის გამოყენებით. მამერტინელებს ამასობაში უკვე განედევნათ კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა გარნიზონის მეთაური [[ჰანონი]] ქალაქის დაკარგვისთვის ჯვარს აცვეს.<ref>პოლიბიოსი - ისტორია, 1:11</ref> სხვა წყაროების მიხედვით, რომაელი სამხედროები, რომელთაც პირველად გადაკვეთეს სრუტე იყვნენ ძირითადი არმიის წინ გამოგზავნილი რაზმი ტრიბუნი გაიუს კლავდიუსის მეთაურობით. სწორედ ისინი დაეხმარნენ მამერტინელებს ქალაქიდან ჰანოს განდევნაში.<ref name="Zonaras">[[იოანე ზონარა]] - [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/11*.html შემოკლებული ისტორია]</ref>
 
კართაგენელებმა სიცილიაში გამოგზავნეს ჰანო, ჰანიბალის ძე. მან განამტკიცა კავშირები სიცილიის ქალაქებთან, ახალი ხელშეკრულება დადო სირაკუზის მეფე ჰიერონთან და ამის შემდეგ დაიწყო მესინის ალყა. პირველად შეტევაზე რომაული არმია გადავიდა. კლავდიუსმა ჯერ სირაკუზელებს შეუტია და ჰიერონი აიძულა, რომ არმიასთან ერთად სირაკუზაში გაბრუნებულიყო.<ref>[[ლუციუს ანეუს ფლორუსი|ფლორუსი]], XVIII, 2</ref> მეორე დღეს, გამთენიისას, სირაკუზელების ბედი გაიზიარეს კართაგენელებმაც.<ref name="Zonaras"/>
 
მესინასთან ბრძოლების მიმდინარეობაზე ზოგიერთი ისტორიკოსის მონათხრობი რადიკალურად განსხვავებულია. [[დიოდორე სიცილიელი]]ს ვერსიით, სირაკუზელებმა ჩათვალეს, რომ კართაგენელებმა მათ უღალატეს და რომაელებს სრუტის გადმოლახვის ნება დართეს. ამიტომ ჰიერონი თავისი არმიით უბრძოლველად დაბრუნდა სირაკუზაში. რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კართაგენელებს მოუწიათ, რომლებიც დამარცხდნენ.<ref>დიოდორე სიცილიელი, XXIII წიგნი, 3</ref>
=== აგრიგენტუმის ალყა ===
{{მთავარი|აგრიგენტუმის ბრძოლა}}
[[ძვ. წ. 262]] წელს რომაელების ყურადღების კონცენტრაცია სწორედ ამ ქალაქზე მოხდა, რომელშიც კართაგენელები იყვნენ გამაგრებულნი. ახალი კონსულები ოთხივე ლეგიონით ქალაქისკენ გაემართნენ და დაახლოებით 1,5 კმ-ში დაბანაკდნენ. რომაელი ჯარისკაცები მიმოიფანტნენ მინდვრების საძარცვად, კართაგენელებმა ეს რომ დაინახეს, გამოვიდნენ ქალაქიდან და თასვს დაესხნენ მიმოფანტულ ჯარისკაცებს და უკუაქციეს ისინი. შემდეგ ბანაკს დაესხნენ თავს, მაგრამ რომაული დისციპლინის წყალობით, მათ შეძლეს ბანაკის შენარჩუნება და საბოლოოდ უკუაქციეს კართაგენელები. ამის შემდეგ კართაგენელები ერიდებოდნენ დიდი ბრძოლების გამართვას. ამის გამო რომაელებმა ბანაკი ორად გაყვეს და ქალაქის სხვადასხვა მხარეს განალაგეს, ხოლო ბანაკებს შორის მანძილი მათ თხრილებით გაამაგრეს. ამრიგად ქალაქი სრულ ალყაში აღმოჩნდა.
 
შემდეგი 5 თვის მანძილზე არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. რადგან ქალაქში დაახლოებით 50 000 ადამიანი იყო ჩაკეტილი. იქ შიმშილი დაიწყო. კართაგენელთა მხედართმთავარი [[ჰანიბალ გისკო]] ხვდებოდა რომ მდგომარეობიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვიდოდა და კართაგენში შიკრიგებს აგზავნიდა დახმარების თხოვნით. კართაგენიდან სიცილიაში ჰანონთან ჩამოვიდა ჯარები და [[სპილო]]ები. ამ უკანასკნელმა 30 000 ფეხოსნით, 1500 მხედრით და 50 სპილოთი აიღო ქალაქი [[ჰერაკლიუმი]], სადაც რომაული არმიის სურსათ-სანოვაგე ინახებოდა. რომაელებსაც რთული დღეები დაუდგათ, მაგრამ ისინი ჰიერონმა იხსნა. ამასობაში რომაელი ჯარისკაცები საკმაოდ დასუსტებულები იყვნენ ავადმყოფობებით. ჰანონმა ჩათვალა რომ ბრძოლისთვის ხელსაყრელი დრო დადგა და და სცადა რომაელთა საბრძოლველად გამოწვევა, მაგრამ ეს უკანასკნელნი არ წამოეგნენ პროვოკაციას.
[[ფაილი:Romanadvanceგე.JPG|thumb|300px|სიცილიაში რომაელთა წარმატების განვითარება]]
 
ამასობაში კონსული სულპიციუსი სარდინიაში მოქმედებდა. მას აფრიკაში გადასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. კართაგენელებმა კუნძულზე ჰანონი გააგზავნეს, მან დაამარცხა რომაელები, და მათ სარდინიაზე დროებით უკან დახევა მოუწიათ.
 
{{მთავარი|ტინდარისის ბრძოლა}}
=== ეკნომის კონცხთან ბრძოლა ===
{{მთავარი|ეკნომის კონცხის ბრძოლა}}
[[ძვ. წ. 256]] წელს სიცილიის სამხრეთ ნაპირებთან, [[ეკნომის კონცხთან ბრძოლა|ეკნომის კონცხთან]] შეხვდნენ რომაული და კართაგენული ფლოტები. რომაელთა ფლოტში 330 გემი იყო, და მათ კონსულები [[მარკუს ატილიუს რეგულუსი]] და [[ლუციუს მანლიუს ვულსონი]] ხელმძღვანელობდნენ. კართაგენელთა 350 გემიან ფლოტს კი ჰანონი და ჰამილკარი მეთაურობდნენ.
 
კართაგენული ფლოტი ერთ ხაზად დაეწყო, ხოლო რომაული სოლისებრად. ბრძოლა რომაელებმა დაიწყეს. კართაგენული ცენტრი დაიშალა, რომაელებმა მათ დევნა დაუწყეს, რამაც ფლოტის გაყოფა გამოიწვია. როდესაც რომაული ფლოტის ნაწილებს შორის მანძილი გაიზარდა, ჰამილკარმა კართაგენელებს სიგნალი მისცა და კართაგენული ფლოტი თავს დაესხა წინ მყოფ რომაულ გემებს. კართაგენული ფლოტის მეორე ნაწილმა კი ჰანონის მეთაურობით, შეუტია უკან დარჩენილ რომაულ გემებს. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომაელებმა ჯერ ჰამილკარის ფლოტი სძლიეს, ხოლო შემდეგ ჰანონის. ბრძოლის შედეგად რომაელებმა 24 გემი დაკარგეს, ხოლო კართაგენელებმა 30-ზე მეტი, და რომაელებმა 64 გემი ჩაიგდეს ხელში.
[[ფაილი:AttacksrenewedGE.JPG|thumb|300px|საბრძოლო მოქმედებები 250ან წლებში]]
 
[[ძვ. წ. 253]] - [[ძვ. წ. 252]] წლებში რომაელებმა ისევ სცადეს აფრიკაში გადასხდომა, მაგერამ უშედეგოდ. საბოლოოდ მათი ფლოტი ისევ ქარიშხალმა იმსხვერპლა და მათ დროებით საზღვაო უპირატესობისთვის ბრძოლაზე უარის თქმა მოუწიათ. ამასობაში კი სიცილიაში რომაელები საკმაოდ წარმატებულად იბრძოდნენ.
 
{{მთავარი|პანორმუსის ბრძოლა}}
[[ფაილი:Attacksrenewed2გე.JPG|thumb|300px|საბრძოლო მოქმედებები 249 წელს]]
{{მთავარი|დრეპანას ბრძოლა}}
ლილიბეუმის ალყის წარუმატებლობის გამო, რომაელებმა გადაწყვიტეს იერიში კართაგენელთა სხვა ფორპოსტზე - [[დრეპანას ბრძოლა|დრეპანაზე]] მიეტანათ. რომაულ ფლოტს [[პუბლიუს კლავდიუს პულქერი]] მეთაურობდა. რომაელები 123<ref>პოლიბიუსის ცნობებით. [[დიოდორი]]ს ცნობით რომაელები 210 გემით</ref> მიადგნენ დრეპანას. პუბლიუსს უნდოდა კართაგენელებს უეცრად დასხმოდა თავს, მაგრამ არ გამოუვიდა, ატარბალმა მოასწრო ფლოტის გამზადება და პორტიდან გამოყვანა. კართაგენელებმა რომაელები ნაპირისკენ შეავიწროვეს და დაამარცხეს. რომაული ფლოტიდან მხოლოდ 30 გემი გადარჩა, 93 გემი ჩაიძირა. რომაელებმა 8 000 დაკარგეს დაღუპულებით და 20 000 ტყვედ ჩავარდა.
 
იმავე [[ძვ. წ. 249]] წელს კიდევ ერთი საზღვაო შეტაკება მოხდა ფინტიუმთან. ამ შეტაკების შესახებ სხვადასხვა ისტორიკოსების ცნობები განსხვავდება. პოლიბიუსის თანახმად იგი უშედეგო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, რომაელები ნაპირზე გადავიდნენ და იქედანიქიდან გემებს [[კატაპულტა|კატაპულტებით]] ესროდნენ, ხოლო დიოდორეს თანახმად რომაელები აქაც სასტიკად დამარცხდნენ. ამ უბედურებას რომის დანარჩენი ფლოტის ქარიშხალში დაღუპვაც მიემატა.
 
ამავე წელს წარუმატებელი კომპანიის გასაუმჯობესებლად რომაელებმა დანიშნეს დიქტატორი [[ალულუს ატილუს კალატინუსი]], იგი ჩავიდა სიცილიაში, მაგრამ საქმეს ვერაფრით ვერ უშველა.
 
[[ძვ. წ. 248]] წელს სიცილიაში კართაგენელებს უკვე [[ჰამილკარ ბარკა]] ხელმძღვანელობდა. მან ჩაახშო დაქირავებულ ჯარებში ამბოხი გადაუხდელი ხელფასების გამო. ამავე წელს ამოიწურა რომსა და სირაკუზას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ვადა, რომაელებმა სამუდამო სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს ჰიორინემესთან.
 
249 წლის წარუმატებლობების გამო რომაელებმა უარი თქვეს საზღვაო ბრძოლებზე, მაგრამ კერძო პირები მაინც აშენებდნენ გემებს და აწუხებდნენ აფრიკის სანაპიროებს.
 
ჰამილკარ ბარკა კი თავს ესხმოდა იტალიის სანაპიროებს. პანორმასთან კი აწუხებდა რომაელ ლეგიონერებს. მთა [[მთა ერიქსთან ბრძოლა|ერიქსთან]] ხდებოდა პერიოდულად შეტაკებები, სამი წლის მანძილზე აქ რომაელები და კართაგენელები თითქმის ყოველდღე მართავდნენ შეტაკებებს, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლამდე საქმე არ მისულა.
 
{{მთავარი|ეგატის კუნძულებთან ბრძოლა}}
რომაელები დარწმუნდნენ რომ გადამწყვეტი ბრძოლა ზღვაზე უნდა მოხდეს, ამიტომ ისინი საგანგებოდ ავარჯიშებდნენ მეზღვაურებს და ჯარისკაცებს.
 
კართაგენელებმაც გამოუშვეს ფლოტი ჰანონის მეთაურობით. ჰანონს განძრახული ჰქონდა ჩასულიყო სიცილიაში და შეერთებოდა იქ არსებულ ჯარს, რომელსაც ბარკა ხელმძღვანელობდა. რომის კონსული [[გაიუს ლუტაციუს კატულუსი]] მიხვდა ამ განძრახვას და გადაწყვიტა გზა მოეჭრა ჰანონისთვის. ამოცანას ქარიც ართულებდა, მაგრამ კონსულმა რისკი არჩია. დრეპანასგან განსხვავებით, რომაული გემები უკეთესი კონსტრუქციის იყო და პერსონალი ბევრად უკეთ იყო გაწვრთნილი, ხოლო კართაგენელები დატვირთულები მოდიოდნენ, რაც ურთულებდა მათ საქმეს. ამის გარდა, რომაულ გემებზე საუკეთესო ჯარისკაცები იყვნენ, ხოლო კართაგენულზე ახალბედები. ეგატის კუნძულთან რომაელებმა მოუჭრეს კართაგენელებს გზა. წინა წლების მარცხების შემდეგ კართაგენელები ზერელედ უყურებდნენ რომაულ ფლოტს და არ ელოდნენ მათგან სერიოზულ ხიფათს.
49,737

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ