აკ-47: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
28 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
(clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად using AWB)
 
== ისტორია ==
ცნობილია, რომ [[სსრკ]]-ში 1939 წლამდე მიმდინარეობდა მუშაობა ახალი, მცირე [[კალიბრი]]ს მქონე [[ვაზნები]]ს შესაქმნელად. შესაძლებელია, რომ [[მოიერიშე შაშხანა]] [[MP-44]]-ის [[გერმანია]]ში გამოჩენამ, რომელიც მოიხმარდა მოკლე [[7.92mm]]92 მილიმეტრიან [[ვაზნა]]ს, აიძულა საბჭოთა ინჟინრები შეეწყვიტათ მუშაობა ძველ გამოგონებებზე და შეექმნათ [[7.62x39მმ]] კალიბრის [[ვაზნა]], რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. ამ ვაზნაზე შექმნილი პირველი იარაღი იყო სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი (самозарядный карабин Симонова [[СКС]]), მაგრამ [[კალაშნიკოვი]]ს კონსტრუქცია იყო მარტივი და იაფი. ამას გარდა, კალაშნიკოვმა ფაქტობრივად შექმნა მოიერიშე შაშხანა, მაშინ როდესაც СКС იყო კლასიკური კარაბინი, რომელიც ჩამოგავდა მოძველებულ შაშხანებს. აკ-47 კი, რომელიც მცირე ზომითა და სროლისას მოხერხებულობით გამოირჩეოდა [[საბჭოთა არმიას]] საშუალება მისცა მიეღო [[შეიარაღება]]ში ისეთი იარაღი, რომელიც სავსებით აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს და ასრულებდა შაშხანის და [[ხელის ტყვიამფრქვევის]] ფუნქციებს.
აკ-47 პირველ ნიმუშებს ჰქონდა დაბალი ხარისხის, დაბეჭდილი [[ლულის კოლოფი]]. ლულის კოლოფის დაბეჭვდის მეთოდის გასაუმჯობესებლად საბჭოთა ინჟინრებმა რამდენიმე წელი იშრომეს.
 
== ტექნიკური მხარე ==
 
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ