პალაუ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 149: ხაზი 149:
|}
|}


== მოსახლეობა ==
==სქოლიო==
მოსახლეობის რაოდენობა — 20 900 ადამიანი (2010 წლის ივლისის შეფასება).
{{სქოლიო}}

წლიური მატება — 0,4 % (ფერტილობა — 1,73 დაბადებული ერთ ქალზე).

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 68 წელი მამაკაცებისათვის, 75 წელი ქალებისათვის.

განათლება — 92 %.

ეთნიკური შემადგენლობა: პალაუ — 72,5 % (14 438 ად.), [[ფილიპინელები]] — 16,3 % (3253 ად.), [[ვიეტნამელები]] — 1,6 % (321 ად.), [[ჩინელები]] — 1,6 % (317 ად.), სხვა აზიელები — 3,4 % (675 ად.), თეთრკანიანები — 0,9 % (186 ად.), კაროლინელები — 1,0 % (197 ად.), სხვა მიკრონეზიელები — 2,4 % (470 ად.), სხვები — 0,3 % (50 ად.) (2005 წლის აღწერით).<ref name="census-2005" />

ენები: პალაუ (ოფიციალური) — 62,1 % (12 354 ად.), [[ინგლისური ენა|ინგლისური]] — 14,4 % (2871 ად.), ფილიპინური ენები — 10,0 % (2000 ად.), [[ჩინური ენა|ჩინური]]— 1,7 % (331 ად.), სხვა ენები (2005 წლის აღწერით).<ref name="census-2005" />

=== რელიგიური შემადგენლობა ===
2005 წლის აღწერის მონაცემებით მორწმუნეთა უმრავლესობა — [[კათოლიციზმი|კათოლიკეა]] 49,4 % (9825 ად.), [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტი]] (Protestant (General)) — 23,2 % (4610 ად.), [[მეშვიდე დღის ადვენტისტები]] — 5,3 % (1046 ად.) და ადგილობრივი რელიგია [[მოდეკნგეი]]ს (Modekngei) მიმდევრები — 8,7 % (1733 ად.). სხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები — ([[მორმონები]], [[იეჰოვას მოწმეები]]) მცირერიცხოვანია (2005 წლის აღწერით).<ref name="census-2005" />

== სახელმწიფო წყობა ==
პალაუ — რესპუბლიკაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — [[პალაუს პრეზიდენტი|პრეზიდენტი]], რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ ოთხ წლიანი ვადით (დასაშვებია ზედიზედ ხელმეორედ არჩევა).

[[პარლამენტი]] — ორპალატიანი სახელმწიფო კონგრესია, რომელიც შედგება სენატისგან (9 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით) და დელეგატთა პალატისაგან (16 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით).

პოლიტიკური პარტიები არ არსებობს.

[[ჯარი|შეიარაღებული ძალები]] არ არსებობს.

== საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ==
წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო პალაუს, რომელიც იმყოფება აშშ-თან თავისუფალი ასოციაციის მდგომარეობაში აქვს საკმაოდ მცირე დიპლომატიური წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ქვეყნებში, რომლებიც თავმოყრილია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში. პალაუს გააჩნია საელჩოები [[აშშ]]-ში, [[ტაივანი|ტაივანში]], [[იაპონია]]ში და [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. ასევე საკონსულოები [[გუამი|გუამში]], [[ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები|ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე]] და [[მალაიზია]]ში. პალაუს [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]ში აქვს საკუთარი წარმომადგენლობა.

== ეკონომიკა ==
პალაუს ეკონომიკის საფუძველია — [[ტურიზმი]] (85 ათასი ტურისტი 2007 წელს), [[თევზჭერა]], მხატვრული ხელნაკეთობები. [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობაში]] კულტივირებულია [[ქოქოსის პალმა]] და [[ტაპიოკა]].

[[მთლიანი შიდა პროდუქტი|მშპ]]-ს მოცულობაა — 164 მილიონი აშშ დოლარი (2008 წელს), ძირითადად უზრუნველყოფილია აშშ-ის სუბსიდიებით. მშპ ერთ სულ მოსახლეზე — 8,1 ათასი აშშ დოლარი (119-ე ადგილი მსოფლიოში).

2004 წელს იმპორტის მოცულობამ (107,3 მილიონი აშშ დოლარი) თითქმის 20-ჯერ გადააჭარბა ექსპორტის მოცულობას (5,9 მილიონი აშშ დოლარი).

საექსპორტო საქონელი — მოლუსკები, [[თევზი]], [[კოპრა]].

ძირითადი პარტნიორები საგარეო ვაჭრობაში — [[აშშ]], [[სინგაპური]], [[იაპონია]].

ფულადი ერთეული — [[ამერიკული დოლარი]].

შედის [[აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები]]ს საერთაშორისო ორგანიზაციაში.


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
ხაზი 156: ხაზი 196:
* [http://www.palauconsulate.org.uk Official Site of the Consulate of the Republic of Palau to United Kingdom]
* [http://www.palauconsulate.org.uk Official Site of the Consulate of the Republic of Palau to United Kingdom]
* [https://www.cia.gov/library/publications/world-leaders-1/world-leaders-p/palau.html Chief of State and Cabinet Members]
* [https://www.cia.gov/library/publications/world-leaders-1/world-leaders-p/palau.html Chief of State and Cabinet Members]

==სქოლიო==
{{სქოლიო}}


{{ესკიზი-პალაუ}}
{{ესკიზი-პალაუ}}

22:12, 20 ოქტომბერი 2014-ის ვერსია

პალაუს რესპუბლიკა
Belu'uera Belau
პალაუ
პალაუს
ჰიმნი: Belau loba klisiich er a kelulul
პალაუს მდებარეობა
დედაქალაქინგერულმუდი1
7°21′ ჩ. გ. 134°28′ ა. გ. / 7.350° ჩ. გ. 134.467° ა. გ. / 7.350; 134.467
უდიდესი ქალაქი კორორი
ოფიციალური ენა ინგლისური, პალაუ
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ტომას რემენგესაუ
ფართობი
 -  სულ 458 კმ2 (177-ე)
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 20 842 (217-ე)
 -   აღწერა 19 907 (2005) 
 -  სიმჭიდროვე 43 კაცი/კმ2 (155-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $157.7 მილიონი
 
 -  ერთ მოსახლეზე $10 000 
ვალუტა ამერიკული დოლარი (USD)
დროის სარტყელი UTC+9
ქვეყნის კოდი PW
Internet TLD .pw
სატელეფონო კოდი 680

შენიშვნა1 2006 წლის 7 ოქტომბერს დედაქალაქი ოფიციალურად გადატანილი იქნა კორორიდან მელეკეოკში

პალაუ (ინგლ. Republic of Palau, პალ. Belu'uera Belau) — აშშ-თან ასოცირებული კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, ფილიპინის ზღვაში. მდებარეობს ფილიპინებიდან აღმოსავლეთით 800 კილომეტრის დაშორებით და ინდონეზიიდან ჩრდილოეთით. შედგება 328 კუნძულისაგან. საერთო ფართობია 458 კმ². ქვეყნის დედაქალაქი — ნგერულმუდი (შტატი მელეკეოკი)[1]. ქვეყანა შედგება 16 შტატისაგან.

2005 წლის აღწერის მონაცემებით, პალაუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 19 907 ადამიანს[2][3]. 2008 წლის შეფასებით კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 20 900 ადამიანს.

ძირითადი რელიგიაა ქრისტიანობა (კათოლიკეები და პროტესტანტები). მოსახლეობის დაახლოებით 10 % ადგილობრივი რელიგიის, სინკრეტული კულტ მოდეკნგეის მიმდევარია.

აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია — პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი ეროვნული საკანონმდებლო კრება (სენატი და დელეგატების პალატა).

ბუნება

პალაუს რუკა

პალაუს არქიპელაგი შედგება ბევრი მცირე ატოლისაგან, რომლებიც წარმოშობილია წყალქვეშა ვულკანების მწვერვალებზე. კლიმატი ტროპიკულია, წვიმის სეზონია მაისიდან ნოემბრის ჩათვლით. კუნძულებზე საშუალო ტემპერატურაა — +24...28 °C.

სანაპირო წყლებში დაცურავს ტროპიკული თევზების 1500 სახეობა და ბევრია იშვიათი ძუძუმწოვარი. ასევე, ეკოლოგების მონაცემებით, პალაუს ნაპირებთან დაცურავს ზვიგენების ისეთი 130 სახეობა, რომელთაც ემუქრებათ გადაშენება. 1995 წელს ზღვის ბიოლოგების საერთაშორისო კომიტეტმა და ბუნების დაცვის სპეციალისტებმა გამოაცხადეს პალაუ მსოფლიოს წყალქვეშა სასწაულად. პალაუს ტროპიკულ ბაღებში და ტყეებში იზრდებიან ორქიდეები (ლათ. Orchidaceae) და ბევრი ეგზოტიკური ყვავილები, ასევე ბუდობს ფრინველთა დაახლოებით 50 სახეობა. კუნძულებზე არსებობს მედუზის ტბა, რომელშიც დაცურავს მილიონობით მედუზა და რომლებსაც არ შეუძლიათ ზიანის მოტანა.

ისტორია

პალაუს არქიპელაგიკაროლინის კუნძულების დასავლეთი ნაწილია.

პალაუს კუნძულებზე ადამიანები დასახლდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულში, სავარაუდოდ, ფილიპინებიდან წამოსული ხალხით. XII საუკუნემდე აქ ცხოვრობდა მოსახლეობა, რომლებიც ახლო იყვნენ ნეგრიტოსებთან, მაგრამ ისინი განდევნეს ზონდის კუნძულებიდან წამოსულმა ხალხმა.

პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა პალაუს კუნძულები, სავარაუდოდ იყო, ესპანელი რუი ლოპეს დე ვილიალობოსი 1543 წელს. 1686 წელს ესპანეთმა კუნძულები გამოაცხადა თავის საკუთრებად, მაგრამ არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ განეხორციელებინა მათი კოლონიზაცია.

კავშირი კუნძულელებსა და ევროპელებს შორის დამყარდა მხოლოდ 1783 წელს, როდესაც კუნძულ ულონგთან ახლო მდებარე რიფებზე დაზიანდა ინგლისელი კაპიტანის ჰენრი უილსონის გემი «ანტილოპა». კუნძულ კორორის უზენაესმა ბელადმა იბედულმა განკარგულება გასცა თავის თვისტომელებს დახმარებოდნენ ევროპელებს გემის რემონტში და გაგზავნა საკუთარი შვილი ლებუუ სასწავლებლად ინგლისში. ლებუუ გარდაიცვალა დაავადებისაგან ლონდონში ჩასვლისთანავე. კუნძულ კორორზე გაიგზავნა ახალი გემი საჩუქრებით და საქონლით. მის კვალს გაყვნენ სხვა ევროპელი ვაჭრები. დიდი ბრიტანეთი გახდა პალაუს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ეს პარტნიორობა გრძელდებოდა პალაუს ესპანელების მიერ დაპყრობამდე.

1885 წელს პაპმა ლეო XIII-მ ოფიციალურად აღიარა კაროლინის კუნძულებზე ესპანეთის საკუთრება, პალაუს ჩათვლით. აშენდა 2 ეკლესია და იქ გაგზავნილმა სასულიერო პირებმა მიაღწიეს ცალკეულ სოფლებს შორის არსებული დაპირისპირების შეწყვეტას და გაავრცელეს დამწერლობა.

1899 წელს, ესპანეთ-ამერიკის ომის და ფილიპინების დაკარგვის შემდეგ, ესპანეთმა მიჰყიდა კაროლინის კუნძულები გერმანიას, რომელმაც აქტიურად დაიწყო კუნძულების ათვისება და ბუნებრივი და ადამიანების რესურსების ექსპლოატაცია. იმასთან დაკავშირებით, რომ პალაუს მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ იმუნიტეტი უცხოელების მიერ შემოტანილ დაავადებებზე, კუნძულელები იხოცებოდნენ. პალაუს მოსახლეობა იტანჯებოდა არა მარტო შემოტანილი ავადმყოფობებით, არამედ მათ ეროვნულ ჩვევებში, ტრადიციებში და რელიგიაში ჩარევისგანაც.

1914 წლის ბოლოს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ დაიპყრო კუნძულები და 1920 წელს ერთა ლიგისგან მიიღო მისი მართვის მანდატი.

მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულები ოკუპირებული იქნა აშშ-ის ჯარის მიერ მარიან-პალაუს ოპერაციის დროს.

1947 წლიდან პალაუ მიკრონეზიის შემადგენლობაშია — აშშ-ის მართვის ქვეშ, როგორც წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორია. 70-იან და 80-იან წლებში იყო ცდები კონსტიტუციაში ასახულიყო პალაუს უბირთვო სტატუსი, რასაც მხარი არ დაუჭირა აშშ-მა.

1993 წლის ნოემბერში პალაუში ჩატარებული რეფერენდუმით პალაუმ მიიღო აშშ-თან «თავისუფლად ასოცირებული სახელმწიფოს» სტატუსი. 1994 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა პალაუს დამოუკიდებლობა.

აშშ-თან «თავისუფალ ასოციაციაზე შეთანხმებას» ვადა გაუვიდა 2009 წელს. ორივე სახელმწიფოს მთავრობებმა გადაწყვიტეს არ გააგრძელონ იგი.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წყობა

პალაუ იყოფა 16 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად — შტატებად.

16 states of Palau
შტატი ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2005)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კუნძულ ბაბელდაობის ჩრდილოეთით
1 კაიანგელი კაიანგელი 3 188 62,67
კუნძული ბაბელდაობი
2 აიმელიიკი მონგამი 52 270 5,19
3 აირაი ნგეტკიბი 44 2 723 61,89
4 მელეკეოკი მელეკეოკი 28 391 13,96
5 ნგარაარდი ულიმანგი 36 581 16,14
6 ნგარდმაუ ურდმანგი 47 166 3,53
7 ნგარემლენგუი იმეონგი 65 317 4,88
8 ნგარჰელონგი მენგელანგი 10 488 48,80
9 ნგატპანგი ნგერეკლმადელი 47 464 9,87
10 ნგივალი ნგერკეაი 26 223 8,58
11 ნგჰესარი ნგერსუული 41 254 6,20
კუნძულ ბაბელდაობის სამხრეთ-დასავლეთით
12 ანგაური ნგარამაში 8 320 40,00
13 კორორი კორორი 18 12 676 704,22
14 პელელიუ კლოულკლაბედი 13 702 54,00
კლდოვანი კუნძულები1  — 47
სამხრეთ-დასავლეთი კუნძულები
15 სონსოროლი დონგოსარუ 3 100 33,33
16 ჰატოჰობეი ჰატოჰობეი 3 44 14,67
პალაუ ნგერულმუდი2 488 19 907 40,79
  1. 1კლდოვანი კუნძულები არ არის შტატი და არ შედის რომელიმე შტატის შემადგენლობაში. ხმელეთის ფართობია — 17 კმ².
  2. 2პალაუს დედაქალაქი 2006 წლის 7 ოქტომბერს გადატანილია ქალაქ კორორიდან მელეკეოკის შტატის ქალაქ ნგერულმუდში.

მოსახლეობა

მოსახლეობის რაოდენობა — 20 900 ადამიანი (2010 წლის ივლისის შეფასება).

წლიური მატება — 0,4 % (ფერტილობა — 1,73 დაბადებული ერთ ქალზე).

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 68 წელი მამაკაცებისათვის, 75 წელი ქალებისათვის.

განათლება — 92 %.

ეთნიკური შემადგენლობა: პალაუ — 72,5 % (14 438 ად.), ფილიპინელები — 16,3 % (3253 ად.), ვიეტნამელები — 1,6 % (321 ად.), ჩინელები — 1,6 % (317 ად.), სხვა აზიელები — 3,4 % (675 ად.), თეთრკანიანები — 0,9 % (186 ად.), კაროლინელები — 1,0 % (197 ად.), სხვა მიკრონეზიელები — 2,4 % (470 ად.), სხვები — 0,3 % (50 ად.) (2005 წლის აღწერით).[2]

ენები: პალაუ (ოფიციალური) — 62,1 % (12 354 ად.), ინგლისური — 14,4 % (2871 ად.), ფილიპინური ენები — 10,0 % (2000 ად.), ჩინური— 1,7 % (331 ად.), სხვა ენები (2005 წლის აღწერით).[2]

რელიგიური შემადგენლობა

2005 წლის აღწერის მონაცემებით მორწმუნეთა უმრავლესობა — კათოლიკეა 49,4 % (9825 ად.), პროტესტანტი (Protestant (General)) — 23,2 % (4610 ად.), მეშვიდე დღის ადვენტისტები — 5,3 % (1046 ად.) და ადგილობრივი რელიგია მოდეკნგეის (Modekngei) მიმდევრები — 8,7 % (1733 ად.). სხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები — (მორმონები, იეჰოვას მოწმეები) მცირერიცხოვანია (2005 წლის აღწერით).[2]

სახელმწიფო წყობა

პალაუ — რესპუბლიკაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ ოთხ წლიანი ვადით (დასაშვებია ზედიზედ ხელმეორედ არჩევა).

პარლამენტი — ორპალატიანი სახელმწიფო კონგრესია, რომელიც შედგება სენატისგან (9 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით) და დელეგატთა პალატისაგან (16 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით).

პოლიტიკური პარტიები არ არსებობს.

შეიარაღებული ძალები არ არსებობს.

საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები

წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო პალაუს, რომელიც იმყოფება აშშ-თან თავისუფალი ასოციაციის მდგომარეობაში აქვს საკმაოდ მცირე დიპლომატიური წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ქვეყნებში, რომლებიც თავმოყრილია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში. პალაუს გააჩნია საელჩოები აშშ-ში, ტაივანში, იაპონიაში და ფილიპინებზე. ასევე საკონსულოები გუამში, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე და მალაიზიაში. პალაუს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აქვს საკუთარი წარმომადგენლობა.

ეკონომიკა

პალაუს ეკონომიკის საფუძველია — ტურიზმი (85 ათასი ტურისტი 2007 წელს), თევზჭერა, მხატვრული ხელნაკეთობები. სოფლის მეურნეობაში კულტივირებულია ქოქოსის პალმა და ტაპიოკა.

მშპ-ს მოცულობაა — 164 მილიონი აშშ დოლარი (2008 წელს), ძირითადად უზრუნველყოფილია აშშ-ის სუბსიდიებით. მშპ ერთ სულ მოსახლეზე — 8,1 ათასი აშშ დოლარი (119-ე ადგილი მსოფლიოში).

2004 წელს იმპორტის მოცულობამ (107,3 მილიონი აშშ დოლარი) თითქმის 20-ჯერ გადააჭარბა ექსპორტის მოცულობას (5,9 მილიონი აშშ დოლარი).

საექსპორტო საქონელი — მოლუსკები, თევზი, კოპრა.

ძირითადი პარტნიორები საგარეო ვაჭრობაში — აშშ, სინგაპური, იაპონია.

ფულადი ერთეული — ამერიკული დოლარი.

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო