ბანაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ბანაბის კუნძულის კულტურა და ენა ძირითადად ისეთია, როგორიც კირიბატელი ხალხის, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. შედეგად კუნძულ ბანაბას მოსახლეობა ითხოვს დამოუკიდებლობას.
 
=== დამოუკიდებლობა და ფოსფატების მოპოვების განახლება ===
კუნძულ ბანაბის მოსახლეობა თვლის, რომ კირიბატი არასდროს არ მიანიჭებს მათ დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ მათ იმედი აქვთ კუნძულზე ფოსფატების მოპოვების სამუშაოების განახლებისა, რაც წინა წლებში იყო რესპუბლიკის ძირითადი შემოსავალი. 1990 წელს ავსტრალიური სამთომომპოვებელი კომპანია გამოვიდა მოხსენებით კუნძულ ბანაბაზე ფოსფატების მოპოვების განახლების შესაძლებლობის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამი იყო [[კადმიუმი]]ს მაღალი დონის შესახებ (თანამეგობრობის ქვეყნების სტანდარტების შესაბამისად), რის გამოც მოპოვებული ნედლეულის ექსპორტირება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ «მესამე სამყაროს» ქვეყნებში. ამ ფაქტორთან და სამთომომპოვებელი მოწყობილობების მაღალ ცვეთასთან დაკავშირებით მოპოვების განახლება ეკონომიურად არახელსაყრელია.
 
2000 და 2001 წლებში კირიბატის რესპუბლიკის მთავრობამ კუნძულ ბანაბაზე განაახლა გამოკვლევა ფოსფატების მოპოვებაზე ახალზელანდიურ სამთომომპოვებელ კომპანიასთან ერთობლივად. კუნძულის ის მოსახლეობა, რომლეიც დღეისათვის კუნძულ რამბიზე ცხოვრობენ, კატეგორიულად უარს ამბობდა სამუშაოების განახლებაზე. სამწუხაროდ, კუნძულზე არსებული ფოსფატების რაოდენობის გამო მათი მოპოვების სამუშაოების განახლება საკმაოდ შესაძლებელია. მეორე საინტერესო ფაქტი რჩება ის, რომ კუნძულზე მიწების რეკულტივიზაციის შემთხვევაში ამოღებული უნდა იქნეს ფოსფატების ყველა დარჩენილი მარაგი. ანუ, არსებობს აზრი, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს არსებული მარაგები მიწების რეკულტივიზაციის ხარჯების დასაფარად და ქვეყნის ინფრასტრუქტურის პრობლემების გადასაწყვეტად.
 
სპეციალისტების აზრით კუნძულ ბანაბასთვის დამოუკიდებლობის არმიცემის მეორე მიზეზი ისაა, რომ ეს კუნძული — ერთადერთი მაღალი კუნძულია კირიბატის შემადგენლობაში, რომელიც არ არის [[ატოლი]]. [[გლობალური დათბობა|გლობალური დათბობისა]] და მსოფლიო ოკეანის დონის შესაძლო აწევის პირობებში ეს რესპუბლიკაში ერთადერთი ხმელეთის ნაწილია, რომელსაც არ ემუქრება ჩაძირვა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ოკეანის დონე აიწევს 18 მეტრზე, კუნძული მაინც არ ჩაიძირება: დარჩება კიდევ 30 მეტრი უმაღლეს წერტილამდე.
 
სკვირველი ფაქტია, რომ, მიუხედავად ეკოლოგიური კატასტროფისა, რომელიც მოხდა კუნძულ ბანაბაზე, აქ შესაძლებელია აგრიკულტურების მოყვანა [[ჰუმუსი|ჰუმუსზე]] (ნეშომპალა), რომელიც უკვე ჩამოყალიბდა კუნძულის ზოგიერთ ნაწილში.
 
კუნძულის პრობლემაა ხშირი გვალვები.
 
=== თანამედროვე სიტუაცია კუნძულზე ===
 
დღეისათვის კუნძულზე ლაპარაკობენ [[კირიბატული ენა|კირიბატულ ენაზე]], თუმცა აქვთ განსხვავებული დიალექტი, სადაც შეინიშნება კირიბატული ენისთვის უჩვეულო სიტყვები, რაც ლინგვისტთა აზრით იმითაა განპირობებული რომ, კუნძულზე გავრცელებული იყო დამოუკიდებელი ენა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩაანაცვლა კირიბატულმა.
 
== კულტურა ==
 
=== კუნძულ ბანაბას ცეკვები ===
[[ცეკვა|ცეკვები]] — ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასპექტია კუნძულ ბანაბას კულტურაში, რომელიც დიდიდ ასხავს დედამიწის ამ ნაწილის ისტორიულ წარსულს. ცეკვების ტრადიციები საკმაოდ მკაცრია, მაგალითად, კოსტუმები ისეთივეა, როგორიც იყო 100 წლის წინ. კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცეკვაა — ტე კარანგა. ცეკვების დროს მიღებულია კუნძულ ბანაბას ძველ ენაზე სიმღერების მღერა, რომლებიც დღეისათვის დაკარგულია. კუნძულის მაცხოვრებლები წყნარ ოკეანეში მუდამ ითვლებოდნენ საუკეთესო მოცეკვავეებად, მაგრამ ფინანსური სიძნელეების გამო ისინი იშვიათად გამოდიან თავისი პატარა სამშობლოს საზღვრებს გარეთ. თუმცა, მაგალითად, 1970-იან წლებში [[სიდნეი]]ს [[ოპერა|ოპერის]] გახსნის ცერემონიაზე მიწვეული იყო ზუსტად ამ კუნძულის მოცეკვავეები.
 
== რესურსები ინტერნეტში ==

სანავიგაციო მენიუ