ბანაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
1868 წელს კუნძულზე დასახლდა თეთრკანიანი მისიონერი. ის იყო ამერიკელი ღვთისმსახური-მეთოდისტი, რომელსაც ერქვა კაპიტანი ვოლკაპი. კუნძულის უხუცესები მის გამოჩენას არც თუ კარგად შეხვდნენ, ამიტომ ვოლკაპის საგანმანათლებლო მოღვაწეობა თავიდან ნაკლებ პროდუქტიანი იყო, თუმცა, ამ დროს გამოჩნდა კუნძულზე პირველი ბიბლია გილბერტულ ენაზე, იმ დიალექტზე, რომელიც ახლოა კუნძულ ბანაბას მოსახლეობის ენასთან. [[ქრისტიანობა]] მიიღო მოსახლეობის მხოლოდ მესამედმა, დანარჩენი ნაწილი დარჩა კუნძულის ტრადიციული აღმსარებლობის მომხრედ. მათ, ვინც მიიღო ახალი რწმენა, აეკრძალათ ემღერათ და შეესრულებინათ ტრადიციული ცეკვები. 1892 წელს გილბერტის კუნძულებზე მოცურდა [[გემი]] «როიალისტი», ბრიტანეთის გვირგვინის მიერ კუნძულების ანექსიის გამოსაცხადებლად. საზღვარი [[ბრიტანეთის იმპერია]]სა და [[გერმანია|გერმანიის]] კოლონიებს შორის გაივლო 1880 წლის შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ხელი მოაწერა ამ ორმა ქვეყანამ. გერმანიის კოლონიები მდებარეობდნენ გილბერტის კუნძულების დასავლეთით, ხოლო ბრიტანეთის — აღმოსავლეთით. საზღვარი გადიოდა კუნძულ [[ნაურუ]]სა (გერმანია) და კუნძულ ბანაბას (დიდი ბრიტანეთი) შორის. წყნარი ოკეანის კუნძულებზე ძირითადად მუშაობდნენ ბრიტანელი და ფრანგი ვაჭრები, რომლებიც ყიდდნენ [[გუანო]]ს. მისი შერევით მარილთან ან ქვიშასთან მიიღება ძალიან კარგი სასუქი. 1900 წლისთვის წყნარი ოკეანის ყველა კუნძულზე უკვე მუშაობდა გუანოს მძებნელი სამეცნიერო თანამშრომლები, რომლებიც მთელ მსოფლიოს ესაჭიროებოდა. ასე რომ [[მელბურნი|მელბურნში]] ([[ავსტრალია]]) დაფუძნდა ავსტრალიურ-ბრიტანული კომპანია, ცნობილი როგორც წყნარი ოკეანის კუნძულების კომპანია (The Pacific Island Company), რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯონ არანდელი (Arundel). მათ ჰქონდათ პატარა გემი «არჩერი», რომელსაც ყოველწლიურად გადაჰქონდა 100 000 ტონა გუანო. ამ კომპანიაში მუშაობდა ალბერტ ელისიც. იცოდა რა, რომ გუანოს მარაგი მუდმივად მცირდებოდა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომპანიას, მან დაიწყო გამოკვლევების ჩატარება. გამოკვლევების შედეგად მან შეისწავლა ერთ-ერთ კუნძულზე ნაპოვნი ქვა და მასში იპოვა ფოსფატების შემადგენლობა. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს ქვა ნაპოვნი იყო კუნძულ ნაურუზე, რომელიც იმ დროს გერმანიას ეკუთვნოდა. თვითონ ელისი არასოდეს არ იყო ნამყოფი არც ნაურუზე და არც ბანაბაზე, მაგრამ მან ივარაუდა, რომ რადგან ეს ორი კუნძული ერთმანეთისგან დაშორებული იყო 241 კმ-ით, მათ ექნებოდათ ერთი და იგივე სტრუქტურა. ისიც აღსანიშნავია, რომ თუ კუნძულ ბანაბაზე აღმოჩნდებოდა ფოსფატების საბადოები, მაშინ ის დაუყოვნებლივ ბრიტანეთის მიერ იქნებოდა ანექსირებული. 1900 წლის 3 მაისს გემი «არჩერი» მიცურდა კუნძულ ბანაბასთან. მოკლე დროში კუნძულზე აღმოაჩინეს ფოსფატების მსხვილი საბადოები საერთო ფართობით 0,6 კმ². სავარაუდოდ, აქ შეიძლებოდა მინიმუმ 10 მილიონი ტონა ფოსფატის მოპოვება, იქნებ 3-ჯერ მეტიც კი. ამის შემდეგ კომპანიის მთავარი მიზანი გახდა საკუთარი ინტერესების დაცვა და ამ დიდი რაოდენობის ფოსფატების სხვა ქვეყნებისათვის დამალვა. გემ «არჩერზე» მოიწვიეს კუნძულის ყველა უხუცესი, რის შედეგადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევდა კუნძულ ბანაბაზე მოეპოვებინა ფოსფატი და გაეკეთებინა მისი ექსპორტი 999 წლის განმავლობაში. ამაში კომპანია იხდიდა £50 წელიწადში ან კუნძულის მოსახლეობისთვის იძლეოდა ამავე რაოდენობის თანხის კომპანიის კუთვნილ სხვადასხვა საქონელს. კომპანიის სახელით დოკუმენტზე ხელი მოაწერა ალბერტ ელისმა. მაგრამ მომავალში ცნობილი გახდა, რომ ეს დოკუმენტი არაფერს არ ნიშნავდა, რადგან ისინი, ვინც მასზე ხელი მოაწერა, არ ფლობდნენ კუნძულის მთლიან მიწას. კუნძულ ბანაბას ყოველი ოჯახი ფლობდა მხოლოდ საკუთარ ნაკვეთს. 1900 წლის 10 მაისს შეძენილი იქნა კუნძულის ნაწილი ფოსფატების საბადოების დასამუშავებლად იმ პირობით, რომ არ განადგურდებოდა პალმის ნარგავები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა ბინების მშენებლობას ფოსფატების ვაჭრობისათვის და [[ტრამვაი]]ს ხაზის გაყვანას. ადგილობრივი მოსახლეობისთვის გათვალისწინებული იყო თანხის გადახდა 8 შილინგის რაოდენობით ერთი ტონა ფოსფატის მოპოვებაზე, ამასთან ისინი ასევე ვალდებულები იყვნენ ტვირთი გაეგზავნათ გემებით. კუნძულზე არ არსებობდა საკვები პროდუქტების დეფიციტი. ხელუხლებელ მიწაზე მოჰყავდათ [[ქოქოსის პალმა]], [[პურის ხე]], [[პანდანუსი]], [[შაქრის ლერწამი]], [[ინდური მანგო]] და [[გოგრა]].
 
თვითონ ელისი არწმუნებდა ადგილობრივ მოსახლეობას და უხუცესებს, რომ აშენდებოდა მტკნარი წყლის საცავები მათი უკმარისობის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში, მათ შეეძლოთ მტკნარი წყლის მიღება ზღვის წყლიდან კონდენსატორების დახმარებით. კომპანიის ინტერესების დასაცავად ელისმა ჩათვალა აუცილებლად აღემართა ბრიტანეთის დროშა ბანაბას კუნძულზე, რაც ხაზს გაუსვავდა, რომ ეს ტერიტორია იყო ბრიტანეთის იმპერიის სამფლობელო, თუმცა თვითონ ელისს ეს უფლებამოსილება არ გააჩნდა. 1900 წლის 28 აგვისტოსათვის კუნძულის მოსახლეობას უკვე მოპოვებული ჰქონდა რამდენიმე ტონა ფოსფატი. საბადოებზე სამუშაოდ მუშები ჩაიყვანეს ჰავაის კუნძულებიდან. თვითონ ბრიტანეთის მთავრობა ჩქარობდა ოფიციალურად მოეხდინა კუნძულის ანექსია. ამ საქმეში კომისიის მეთაურად დაინიშნა [[ადმირალი]] ტაპერი, რომელმაც აღმართა დიდი ბრიტანეთის დროშა კუნძულზე 1901 წლის 28 სექტემბერს. 1902 წელს წყნარი ოკეანის კუნძულების კომპანიას ეწოდა წყნარი ოკეანის ფოსფატების კომპანია (The Pacific Phosphate Company), რომლის კაპიტალმა მიაღწია £250 000, ხოლო დივიდენდება 1903 წლიდან 1907 წლამდე — 27 %-ს. კუნძულზე ყოველწლიურად მოდიოდნენ უფრო და უფრო მეტი უცხოელები, შედეგად კუნძულზე დაარსდა საკუთარი [[პოლიცია]]. ფოსფატის მოპოვების ოპერაციებისათვის კუნძულზე სპეციალურად აიგო გემი «პასიფიკ ქუინი». ფოსფატის მოპოვების ზრდასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიისთვის ხელის შემშლელი გახდა, რადგანაც ის უარს ამბობდა ხელი მოეწერა კონტრაქტზე, რომელიც ეხებოდა ფოსფატების შემდგომ მოპოვებას. მოსახლეობა ასევე ხშირად ეკითხებოდა კომპანიის ხელმძღვანელობას, როდის აღდგებოდა ნარგავები, რომლებიც განადგურდა ფოსფატების მოპოვების შედეგად. 1909 წლისთვის უკვე მიწის 240 აკრი დაიფარა ზოლებით ფოსფატების შახტებისაგან. კუნძულზე ხელუხლებელი დაეჩა მხოლოდ 0,98 კმ² მიწა, რომელზეც ცხოვრობდა კუნძულის მოსახლეობა და სადაც მოჰყავდათ სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები. მოსახლეობას კიდევ აღარ უნდოდა კომპანიისთვის მიეცა კუნძულის არც ერთი სანტიმეტრი. საქმე მიდიოდა კონფლიქტისაკენ, რომელიც არ დარჩა შეუმჩნეველი [[ლონდონი]]სათვის. შედეგად 1913 წელს კუნძულზე დასახელდა ახალი კომისიონერი — კ. ელიოტი.
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყებისთანავე კუნძულ ბანაბას მამაკაცების უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღოთ საბრძოლო მოქმედებებში ბრიტანეთის მხარეზე, მაგრამ კომპანიამ მათ უარი უთხრა. ომის დროს ფოსფატების მოპოვება გრძელდებოდა. მაგრამ 1920 წლის ივლისში გაზეთმა «ლონდონ ტაიმსმა» დაბეჭდა, რომ წყნარი ოკეანის ფოსფატების კომპანიას ელოდებოდა გაკოტრება. ელოდებოდნენ კომისიონერთა საბჭოს და ბრიტანეთის ფოსფატების კომისიის, რომელმაც გაყიდა კომპანია შეკრებას. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის ფოსფატების კომისიამ ალბერტ ელისის მონაწილეობით ახალზელანდიური კომისიონერის დარგში გადაწყვიტა მიეცა ბანაბას კუნძულების გუანო დაბალ ფასებში ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ფერმერებისთვის. ფოსფატების ნედლეულის ფართემასშტაბიანი მოპოვება კუნძულ ბანაბაზე გრძელდებოდა 1940 წლამდე.
 
== თანამედროვე სიტუაცია კუნძულზე ==

სანავიგაციო მენიუ