ბანაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 71: ხაზი 71:
'''ბანაბა''' ან '''ოკეანის კუნძული''' ({{lang-en|Banaba}}) — [[კირიბატი]]ს მცირე კუნძული [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]], რომელიც [[გილბერტის კუნძულები]]ს დასავლეთით და აღმოსავლეთით [[ნაურუ]]ს ტერიტორიული წყლების საზღვარზე მდებარეობს, ასევე ესაზღვრება [[საფრანგეთის პოლინეზია]]ს (კუნძული [[მაკატეა]]). კუნძულის სიგრძე — 3,2 კმ-მდე, ფართობი — 6,39 კმ². კუნძულის ინგლისური დასახელებაა — «ოშენ» ({{lang-en|Ocean}}), [[კირიბატული ენა|კირიბატულ ენაზე]] — ბანაბა. კუნძული პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა [[ფოსფატები]]ს მოპოვების დროს. კუნძულის მოსახლეობაა — 295 ადამიანი (2010)<ref name=census>{{cite web|title=Kiribati Census Report 2010 Volume 1|url=http://www.mfed.gov.ki/wp-content/uploads/2011/05/Census-Report-2010-Volume-1.pdf|publisher=National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati}}</ref>, რომლებიც ცხოვრობენ იშვიათი მცენარეულობით დაფარულ იმ რაიონში, რომელიც არ დაზიანებულა ფოსფატების მოპოვების დროს. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლეს კუნძულ [[რამბი]]ზე ([[ფიჯი]]). ისინი, ვინც კუნძულზე დარჩნენ, დღემდე ინარჩუნებენ თავის ტრადიციებს და არ წყვეტენ კავშირებს რამბიზე გადასახლებულ ნათესავებთან. კუნძული ძალიან საინტერესოა ეკოლოგებისათვის, იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია სამთომომპოვებელი წარმოების საქმიანობის შედეგების ნახვა. კუნძულზე მოსახვედრად აუცილებელია კუნძულის საბჭოს ნებართვის მიღება.

== გეოგრაფია ==
=== მოსახლეობა და ენა ===
[[ფაილი:Banaba.png|thumb|left|300px|ბანაბა კოსმოსიდან]]
ბანაბის მოსახლეობა დაახლოებით 300 კაცია. [[1995]]-[[2005]] წლებში პოპულაცია შემცირდა, თუ [[1995]] წლის აღწერით კუნძულის მოსახლეობა 339 კაცი იყო [[2005]] წლის აღწერით 301 კაცამდე შემცირდა, ხოლო 2010 წლის აღწერით — 295 კაცამდე. ლაპარაკობენ [[კირიბატული ენა|კირიბატულ ენაზე]], თუმცა აქვთ განსხვავებული დიალექტი, სადაც შეინიშნება კირიბატული ენისთვის უჩვეულო სიტყვები, რაც ლინგვისტთა აზრით იმითაა განპირობებული რომ, კუნძულზე გავრცელებული იყო დამოუკიდებელი ენა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩაანაცვლა კირიბატულმა.
[[ფაილი:Banaba Island.svg|thumb|left|300px|]]
კუნძული ბანაბა მდებარეობს 600 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით ატოლ [[ტარავა (ატოლი)|ტარავადან]]. ეს საკმაოდ იზოლირებული კუნძულია, რომელიც დაშორებულია გილბერტის კუნძულებს ასობით კილომეტრით. ბანაბა — კირიბატის რესპუბლიკის ყველაზე მაღალი კუნძულია, მისი მაქსიმალური სიმაღლე — 81 მეტრია. წარმოშობით — [[ამოწეული ატოლი]]. ფოსფატების საბადოების ექსტენსიური დამუშავება აქ მიმდინარეობდა 1979 წლამდე. ეს საბადოები, რომლის დანიშნულებაც იყო მისი გადამუშავება მინერალური სასუქის მისაღებად, მიეყიდა [[ავსტრალია]]ს და [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიას]] დაბალ საბაზრო ფასად, რამაც ხელი შეუწყო მის სასოფლო სამეურნეო ეკონომიკის განვითარებას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზუსტად 1979 წელს კირიბატის უნდა მიეღო დამოუკიდებლობა.

საწყისი 6 კმ² ნაყოფიერი ტროპიკული მიწიდან დარჩა მხოლოდ 0,6 კმ² საბადოების გადამუშავების შედეგად ხელუხლებელი ფართი, სადაც დღეისათვის ცხოვრობს კუნძულ ბანაბას დარჩენილი მოსახლეობა. 1996 წლის ოქტომბერში კუნძულის მოსახლეობა გაიზარდა 500 კაცამდე, რამდენიმე ადგილობრივი სახელისუფლო პირისა და მათი ოჯახის წევრების ჩათვლით. ბოლო მონაცემებით 2001 წელს ძლიერი გვალვის გამო მოსახლეობის ნაწილი გადასახლდა კუნძულ რამბიზე (ფიჯი), ამიტომ დღეისათვის ბანაბას კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 300 ადამიანი.

== თანამედროვე სიტუაცია კუნძულზე ==
ფიჯიზე კუნძულ რამბის ხელმძღვანელთა საბჭო ყოველთვიურად გამოყოფს კუნძულ ბანაბასათვის დახმარებას $12 000 რაოდენობით. კირიბატის რესპუბლიკის სამთავრობო ასამბლეაში არსებობს 2 წარმომადგენელი კუნძულ ბანაბიდან. კუნძულის მოსახლეობა ასევე არ კარგავს მომავალში დამოუკიდებლობის მიღების იმედს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის მოსახლეობას აქვს საზოგადოებრივი სტატუსი, მათ მაინც არანაირად არ შეუძლიათ აკონტროლონ თავისი მიწები და მომავალი. კუნძულის მეორე მთავარი საკითხია ჯანდაცვა და განათლება.

== მოსახლეობა ==
ბანაბის მოსახლეობა დაახლოებით 300 კაცია. [[1995]]-[[2005]] წლებში პოპულაცია შემცირდა, თუ [[1995]] წლის აღწერით კუნძულის მოსახლეობა 339 კაცი იყო [[2005]] წლის აღწერით 301 კაცამდე შემცირდა, ხოლო 2010 წლის აღწერით — 295 კაცამდე. მოსახლეობა ცხოვრობს სამ სოფელში, რომელთაგან 2010 წლისათვის ყველაზე დიდია უმვა და ცხოვრობს კუნძულის მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე ცოტათი მეტი — 155 ადამიანი. მეოთხე სოფელი ბუაკონიკაი მიტოვებულია.

{| border=1
{| border=1
ხაზი 87: ხაზი 97:
!style="background-color:#E9E9E9"|ბანაბა||Banaba||align=right|301||align=right|295
!style="background-color:#E9E9E9"|ბანაბა||Banaba||align=right|301||align=right|295
|}
|}

=== კუნძულ ბანაბას ენა ===
კუნძულ ბანაბას მოსახლეობა დამნაშავედ გრძნობს საკუთარ თავს იმაში, რომ დაივიწყეს საკუთარი მშობლიური ენა. კუნძულზე ფოსფატების საბადოების გახსნას მოჰყვა იქ პირველი მისიონერების ჩასვლა. 1890-იანი წლების ბოლოს კუნძულზე მოხვდა [[კაპიტანი]] ვოკაპი, რომელიც იყო ამერიკული მისიონერული საზოგადოების წარმომადგენელი. კუნძულის მითოლოგიაში არსებობს მონათხრობი ამ ადამიანის ან წინასწარმეტყველის მოსვლის შესახებ, ამიტომ მოსახლეობამ უცბათვე მიიღო ის სარწმუნოება, რომელსაც ის ქადაგებდა.

კაპიტანმა გადათარგმნა [[ბიბლია]] კირიბატულ ენაზე და ხელს უწყობდა ადგილობრივ მოსახლეობას ამ ენის შესწავლაში, რათა მათ შეძლებოდათ წაეკითხათ ღმერთის სიტყვები. შედეგად კუნძულის ახალგაზრდა მოსახლეობამ დაივიწყა მშობლიური ენა.

ძველი ბავშვთა დასაძინებელი სიმღერის სიტყვები კუნძულ ბანაბას ენაზე შეიძლება მოიძებნოს დელტონის საოჯახო კოლექციაში, რომელიც არსებობდა კუნძულზე 1921 წელს. ეს სიტყვები ღრმად შესწავლილია გილბერტული ენის სპეციალისტებისა და კუნძულის უფროსი ასაკის ადამიანების მიერ. ლინგვისტებმა ამ სიმღერაში შეავსეს აზრობრივი სიცარიელები, მაგრამ უფროსი ასაკის ადამიანები ამტკიცებენ, რომ ეს ბავშვთა დასაძინებელი სიმღერა დაწერილია მათ ძველ ენაზე. მაგრამ ამის არანაირი დამტკიცება არ არსებობს, რადგანაც კუნძულ ბანაბას ენას არ ჰქონდა წერითი ფორმა. მიუხედავად ამისა, კუნძულის ერთ-ერთ ცეკვაში — ტე კარანგე, ხალხი სიმღერას მღერის ენაზე, რომელიც მათ არ ესმით.

ბავშვთა დასაძინებელი სიმღერის სიტყვები ფონეტიკურად გამოსახულია დელტონის ოჯახის მიერ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ინგლისურად თარგმანისას ნამდვილი წარმოთქმა დამახინჯდა.

დღეისათვის კუნძულზე ლაპარაკობენ [[კირიბატული ენა|კირიბატულ ენაზე]], თუმცა აქვთ განსხვავებული დიალექტი, სადაც შეინიშნება კირიბატული ენისთვის უჩვეულო სიტყვები, რაც ლინგვისტთა აზრით იმითაა განპირობებული რომ, კუნძულზე გავრცელებული იყო დამოუკიდებელი ენა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩაანაცვლა კირიბატულმა.

== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

12:43, 27 სექტემბერი 2014-ის ვერსია

ბანაბა
მშობ. სახელი: ინგლ. Banaba
მეტსახელი: ოკეანის კუნძული

ბანაბა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 0°51′34″ ს. გ. 169°32′13″ ა. გ. / 0.85944° ს. გ. 169.53694° ა. გ. / -0.85944; 169.53694
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 6,39 კმ²
უმაღლესი წერტილი 81 მ
კირიბატის დროშა კირიბატი
დემოგრაფია
მოსახლეობა 295 (2010)
სიმჭიდროვე 46,17 ად. /კმ²

ბანაბა ან ოკეანის კუნძული (ინგლ. Banaba) — კირიბატის მცირე კუნძული წყნარ ოკეანეში, რომელიც გილბერტის კუნძულების დასავლეთით და აღმოსავლეთით ნაურუს ტერიტორიული წყლების საზღვარზე მდებარეობს, ასევე ესაზღვრება საფრანგეთის პოლინეზიას (კუნძული მაკატეა). კუნძულის სიგრძე — 3,2 კმ-მდე, ფართობი — 6,39 კმ². კუნძულის ინგლისური დასახელებაა — «ოშენ» (ინგლ. Ocean), კირიბატულ ენაზე — ბანაბა. კუნძული პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ფოსფატების მოპოვების დროს. კუნძულის მოსახლეობაა — 295 ადამიანი (2010)[1], რომლებიც ცხოვრობენ იშვიათი მცენარეულობით დაფარულ იმ რაიონში, რომელიც არ დაზიანებულა ფოსფატების მოპოვების დროს. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლეს კუნძულ რამბიზე (ფიჯი). ისინი, ვინც კუნძულზე დარჩნენ, დღემდე ინარჩუნებენ თავის ტრადიციებს და არ წყვეტენ კავშირებს რამბიზე გადასახლებულ ნათესავებთან. კუნძული ძალიან საინტერესოა ეკოლოგებისათვის, იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია სამთომომპოვებელი წარმოების საქმიანობის შედეგების ნახვა. კუნძულზე მოსახვედრად აუცილებელია კუნძულის საბჭოს ნებართვის მიღება.

გეოგრაფია

ბანაბა კოსმოსიდან

კუნძული ბანაბა მდებარეობს 600 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით ატოლ ტარავადან. ეს საკმაოდ იზოლირებული კუნძულია, რომელიც დაშორებულია გილბერტის კუნძულებს ასობით კილომეტრით. ბანაბა — კირიბატის რესპუბლიკის ყველაზე მაღალი კუნძულია, მისი მაქსიმალური სიმაღლე — 81 მეტრია. წარმოშობით — ამოწეული ატოლი. ფოსფატების საბადოების ექსტენსიური დამუშავება აქ მიმდინარეობდა 1979 წლამდე. ეს საბადოები, რომლის დანიშნულებაც იყო მისი გადამუშავება მინერალური სასუქის მისაღებად, მიეყიდა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას დაბალ საბაზრო ფასად, რამაც ხელი შეუწყო მის სასოფლო სამეურნეო ეკონომიკის განვითარებას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზუსტად 1979 წელს კირიბატის უნდა მიეღო დამოუკიდებლობა.

საწყისი 6 კმ² ნაყოფიერი ტროპიკული მიწიდან დარჩა მხოლოდ 0,6 კმ² საბადოების გადამუშავების შედეგად ხელუხლებელი ფართი, სადაც დღეისათვის ცხოვრობს კუნძულ ბანაბას დარჩენილი მოსახლეობა. 1996 წლის ოქტომბერში კუნძულის მოსახლეობა გაიზარდა 500 კაცამდე, რამდენიმე ადგილობრივი სახელისუფლო პირისა და მათი ოჯახის წევრების ჩათვლით. ბოლო მონაცემებით 2001 წელს ძლიერი გვალვის გამო მოსახლეობის ნაწილი გადასახლდა კუნძულ რამბიზე (ფიჯი), ამიტომ დღეისათვის ბანაბას კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 300 ადამიანი.

თანამედროვე სიტუაცია კუნძულზე

ფიჯიზე კუნძულ რამბის ხელმძღვანელთა საბჭო ყოველთვიურად გამოყოფს კუნძულ ბანაბასათვის დახმარებას $12 000 რაოდენობით. კირიბატის რესპუბლიკის სამთავრობო ასამბლეაში არსებობს 2 წარმომადგენელი კუნძულ ბანაბიდან. კუნძულის მოსახლეობა ასევე არ კარგავს მომავალში დამოუკიდებლობის მიღების იმედს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის მოსახლეობას აქვს საზოგადოებრივი სტატუსი, მათ მაინც არანაირად არ შეუძლიათ აკონტროლონ თავისი მიწები და მომავალი. კუნძულის მეორე მთავარი საკითხია ჯანდაცვა და განათლება.

მოსახლეობა

ბანაბის მოსახლეობა დაახლოებით 300 კაცია. 1995-2005 წლებში პოპულაცია შემცირდა, თუ 1995 წლის აღწერით კუნძულის მოსახლეობა 339 კაცი იყო 2005 წლის აღწერით 301 კაცამდე შემცირდა, ხოლო 2010 წლის აღწერით — 295 კაცამდე. მოსახლეობა ცხოვრობს სამ სოფელში, რომელთაგან 2010 წლისათვის ყველაზე დიდია უმვა და ცხოვრობს კუნძულის მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე ცოტათი მეტი — 155 ადამიანი. მეოთხე სოფელი ბუაკონიკაი მიტოვებულია.

დასახლება (ქართ.) დასახლება (ინგლ.) მოსახლეობის რაოდენობა,
ად. (2005)
მოსახლეობის რაოდენობა,
ად. (2010)
ანტერეენი (ტაბიანგი) Antereen (Tabiang) 108 83
უმვა (ოომა, უმა) Umwa (Ooma, Uma) 135 155
ტაბევა (ტაპივა, ტაბვევა) Tabewa (Tapiwa, Tabwewa) 58 57
ბუაკონიკაი Buakonikai - -
ბანაბა Banaba 301 295

კუნძულ ბანაბას ენა

კუნძულ ბანაბას მოსახლეობა დამნაშავედ გრძნობს საკუთარ თავს იმაში, რომ დაივიწყეს საკუთარი მშობლიური ენა. კუნძულზე ფოსფატების საბადოების გახსნას მოჰყვა იქ პირველი მისიონერების ჩასვლა. 1890-იანი წლების ბოლოს კუნძულზე მოხვდა კაპიტანი ვოკაპი, რომელიც იყო ამერიკული მისიონერული საზოგადოების წარმომადგენელი. კუნძულის მითოლოგიაში არსებობს მონათხრობი ამ ადამიანის ან წინასწარმეტყველის მოსვლის შესახებ, ამიტომ მოსახლეობამ უცბათვე მიიღო ის სარწმუნოება, რომელსაც ის ქადაგებდა.

კაპიტანმა გადათარგმნა ბიბლია კირიბატულ ენაზე და ხელს უწყობდა ადგილობრივ მოსახლეობას ამ ენის შესწავლაში, რათა მათ შეძლებოდათ წაეკითხათ ღმერთის სიტყვები. შედეგად კუნძულის ახალგაზრდა მოსახლეობამ დაივიწყა მშობლიური ენა.

ძველი ბავშვთა დასაძინებელი სიმღერის სიტყვები კუნძულ ბანაბას ენაზე შეიძლება მოიძებნოს დელტონის საოჯახო კოლექციაში, რომელიც არსებობდა კუნძულზე 1921 წელს. ეს სიტყვები ღრმად შესწავლილია გილბერტული ენის სპეციალისტებისა და კუნძულის უფროსი ასაკის ადამიანების მიერ. ლინგვისტებმა ამ სიმღერაში შეავსეს აზრობრივი სიცარიელები, მაგრამ უფროსი ასაკის ადამიანები ამტკიცებენ, რომ ეს ბავშვთა დასაძინებელი სიმღერა დაწერილია მათ ძველ ენაზე. მაგრამ ამის არანაირი დამტკიცება არ არსებობს, რადგანაც კუნძულ ბანაბას ენას არ ჰქონდა წერითი ფორმა. მიუხედავად ამისა, კუნძულის ერთ-ერთ ცეკვაში — ტე კარანგე, ხალხი სიმღერას მღერის ენაზე, რომელიც მათ არ ესმით.

ბავშვთა დასაძინებელი სიმღერის სიტყვები ფონეტიკურად გამოსახულია დელტონის ოჯახის მიერ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ინგლისურად თარგმანისას ნამდვილი წარმოთქმა დამახინჯდა.

დღეისათვის კუნძულზე ლაპარაკობენ კირიბატულ ენაზე, თუმცა აქვთ განსხვავებული დიალექტი, სადაც შეინიშნება კირიბატული ენისთვის უჩვეულო სიტყვები, რაც ლინგვისტთა აზრით იმითაა განპირობებული რომ, კუნძულზე გავრცელებული იყო დამოუკიდებელი ენა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩაანაცვლა კირიბატულმა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati.