ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
}}
}}
[[ფაილი:The Great Hall, Hogwarts.jpg|thumb|300px|გადასაღები მოედანი]]
[[ფაილი:The Great Hall, Hogwarts.jpg|thumb|300px|გადასაღები მოედანი]]
'''ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა''' — სკოლა, ნახსენები [[ჯოან როულინგი]]ს რომანების სერიაში "[[ჰარი პოტერი]]". ეს არის სკოლა, სადაც პატარა ნიჭიერი ჯადოქრები სწავლობენ მაგიას და მათი აქ მოსვლის შემდეგ ჰოგვორტსი მათი სახლი ხდება 7 წლის განმავლობაში. ჰოგვორტსი მეტად დაცული ადგილია თუ მას მაგლი (არაჯადოქარი) შეხედავს, დაინახავს ნახევრად დანგრეულ სახლს. სკოლა ასევე დაცულია უცხო ჯადოქრებისგანაც. ჰოგვორტსში არის 4 ფაკულტეტი: '''გრიფინდორი''', '''ჰაფლფაპი''', '''რეივენქლო''' და '''სლიზერინი'''.
'''ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა''' — სკოლა, ნახსენები [[ჯოან როულინგი]]ს რომანების სერიაში "[[ჰარი პოტერი]]". ეს არის სკოლა, სადაც პატარა ნიჭიერი ჯადოქრები სწავლობენ მაგიას და მათი აქ მოსვლის შემდეგ ჰოგვორტსი მათი სახლი ხდება 7 წლის განმავლობაში. ჰოგვორტსი მეტად დაცული ადგილია თუ მას მაგლი (არაჯადოქარი) შეხედავს, დაინახავს ნახევრად დანგრეულ სახლს. სკოლა ასევე დაცულია უცხო ჯადოქრებისგანაც. ჰოგვორტსში არის 4 ფაკულტეტი: '''გრიფინდორი''', '''ჰაფლფაპი</ref>{{refn|group=nb|ქართულ გამოცემებში ნათარგმნია, როგორც ''ჰაფლეპაფი'', რაც არ შეესაბამება ორიგინალს, რომელშიც ასო e იყლაპება<ref>http://www.youtube.com/watch?v=6WtHSsym4j4</ref>}}''', '''რეივენქლო''' და '''სლიზერინი'''.


ჰოგვორტსის სკოლა, 1000 წლის წინ ოთხმა ჯადოქარმა დააარსა. ამ სკოლაში ხვდებიან როგორც სუფთა სისხლის ჯადოქრები, ასევე მაგლური წარმოშობის ჯადოქრები. ჰოგვორტსის ამჟამინდელი დირექტორია პროფესორი მინერვა მაკგონაგელი. ამ პოსტს იკავებდნენ შემდეგი უდიდესი ჰადოქრები: ალბუს დამბლდორი, სევერუს სნეიპი, არმანდო დიპეტი და სხვა.
ჰოგვორტსის სკოლა, 1000 წლის წინ ოთხმა ჯადოქარმა დააარსა. ამ სკოლაში ხვდებიან როგორც სუფთა სისხლის ჯადოქრები, ასევე მაგლური წარმოშობის ჯადოქრები. ჰოგვორტსის ამჟამინდელი დირექტორია პროფესორი მინერვა მაკგონაგელი. ამ პოსტს იკავებდნენ შემდეგი უდიდესი ჰადოქრები: ალბუს დამბლდორი, სევერუს სნეიპი, არმანდო დიპეტი და სხვა.
ხაზი 48: ხაზი 48:
{{Commons category|Hogwarts}}
{{Commons category|Hogwarts}}
{{hpw|Hogwarts School of Witchcraft and Wizardry}}
{{hpw|Hogwarts School of Witchcraft and Wizardry}}

==სქოლიო==

{{Reflist|30em|group=nb}}


{{ესკიზი-ჰარი პოტერი}}
{{ესკიზი-ჰარი პოტერი}}

19:29, 17 სექტემბერი 2014-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ჰპ სკოლა

გადასაღები მოედანი

ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა — სკოლა, ნახსენები ჯოან როულინგის რომანების სერიაში "ჰარი პოტერი". ეს არის სკოლა, სადაც პატარა ნიჭიერი ჯადოქრები სწავლობენ მაგიას და მათი აქ მოსვლის შემდეგ ჰოგვორტსი მათი სახლი ხდება 7 წლის განმავლობაში. ჰოგვორტსი მეტად დაცული ადგილია თუ მას მაგლი (არაჯადოქარი) შეხედავს, დაინახავს ნახევრად დანგრეულ სახლს. სკოლა ასევე დაცულია უცხო ჯადოქრებისგანაც. ჰოგვორტსში არის 4 ფაკულტეტი: გრიფინდორი, ჰაფლფაპი</ref>[nb 1], რეივენქლო და სლიზერინი.

ჰოგვორტსის სკოლა, 1000 წლის წინ ოთხმა ჯადოქარმა დააარსა. ამ სკოლაში ხვდებიან როგორც სუფთა სისხლის ჯადოქრები, ასევე მაგლური წარმოშობის ჯადოქრები. ჰოგვორტსის ამჟამინდელი დირექტორია პროფესორი მინერვა მაკგონაგელი. ამ პოსტს იკავებდნენ შემდეგი უდიდესი ჰადოქრები: ალბუს დამბლდორი, სევერუს სნეიპი, არმანდო დიპეტი და სხვა.

დამაარსებლები

როვენა რეივენქლო

როვენა რეივენქლო — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი სახელის საპატივსაცემულოდ, ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “რეივენქლო” ეწოდა. კლუბის სიმბოლოა არწივი ლურჯ და ბრინჯაოსფერ ფონზე. რეივენქლო ადამიანებში აფასებდა სიბრძნეს, აზროვნებას და იუმორის გრძნობას. ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. ლეგენდის თანახმად, როვენას ჰქონდა დიადემა, რომელიც მას სიბრძნეს მატებდა.

როვენა რეივენქლოს ჰყავდა ქალიშვილი ელენა, რომელმაც დედას დიადემა მოჰპარა, რადგან სურდა მასზე ბრძენი გამხდარიყო. როვენა ამ ამბავს გულდასმით მალავდა, მაგრამ სიკვდილის წინ თავის ქალიშვილს სთხოვა მისულიყო მასთან და ამით ყველაფერს აპატიებდა, თუმცა როვენა მალე გარდაიცვალა და სიკვდილის წინ შვილის ნახვას ვერ მოესწრო, დიადემა კი დაიკარგა.

ჰელგა ჰაფლპაფი

ჰელგა ჰაფლპაფი — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემულოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს ეწოდა “ჰაფლპაფი”. ამ ფაკულტეტის სიმბოლოა მაჩვი შავ და ყვითელ ფონზე. ჰელგა ჰაფლპაფი ხალხში აფასებდა ლოიალურობას, პატიოსნებასა და შეუპოვრობას. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. ჰელგა ჰაფლპაფი შესანიშნავად ფლობდა კულინარიას. მრავალი კერძი, რომელიც ჰოგვორტსში დღესასწაულებსა და ნადიმებზე მზადდება, სწორედ ჰელგა ჰაფლპაფის რეცეპტებითაა მომზადებული.

სალაზარ სლიზერინი

სალაზარ სლიზერინი — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემულოდ "სლიზერინი" ეწოდა ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს. სალაზარ სლიზერინის სიმბოლო გველი იყო, რადგან ეს სალაზარი პარსელი იყო, შეეძლო გველების ენაზე საუბარი. სალაზარ სლიზერინი ცნობილი იყო ლეგილემენციის ბრწყინვალე ცოდნით. ხალხში აფასებდა ცბიერებას და ძალაუფლებისადმი სიყვარულს. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. სალაზარ სლიზერინი ფიქრობდა, რომ ჰოგვორტსში მხოლოდ წმინდასისხლიანებს უნდა ესწავლათ, რის გამოც უთანხმოება მოუვიდა გოდრიკ გრიფინდორთან, როვენა რეივენქლოსთან და ჰელგა ჰაფლპაფთან. განრისხებულმა და გულდაწყვეტილმა სლიზერინმა სკოლა დატოვა, თუმცა წასვლამდე ჰოგვორტში საიდუმლო ოთახი შექმნა, სადაც საზარელი მონსტრი, ბასილისკო დამალა. ბასილისკოს მოვალეობა მუქსისხლიანი (მაგლური წარმოშობის ჯადოქრების) ჯადოქრების დახოცვა იყო. ოთახის პოვნა ბევრმა ჯადოქარმა სცადა, მაგრამ ეს მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრეს, გველის ენის მცოდნეს შეეძლო. საბოლოოდ ოთახი ჰარი პოტერმა იპოვა და ბასილისკო მოკლა.

გოდრიკ გრიფინდორი

გოდრიკ გრიფინდორი — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ცხოვრობდა დაახლ. 1000 წლის წინათ. მის საპატივსაცემულოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “გრიფინდორი” ეწოდა. მის სახელს ატარებს ასევე სოფელი "გოდრიკ ჰოლოუ", სადაც ის დაიბადა. გრიფინდორის სიმბოლო იყო ოქროსფერი ლომი წითელ ფონზე. გოდრიკ გრიფინდორი ხალხში ყველაზე მეტად აფასებდა სიმამაცესა და თავდადებას; სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. ჰოგვორტსის სხვა დამაარსებლებსაც თავისი ხედვა ჰქონდათ და სტუდენტებს თავისი გემოვნების მიხედვით ირჩევდნენ. დაისვა კითხვა, თუ ვინ გაანაწილებდა სტუდენტებს გოდრიკ გრიფინდორის, სალაზარ სლიზერინის, როვენა რეივენქლოს და ჰელგა ჰაფლპაფის სიკვდილის შემდეგ. ეს პრობლემა გრიფინდორმა გადაწყვიტა. მან მოაჯადოვა თავისი ძველი ქუდი ისე, რომ ის ჰოგვორტსის დამაარსებლებივით საზღვრავდა თუ რომელ კლუბში უნდა გაემწესებინა მოსწავლე. ჰარი პოტერის მეორე წიგნში ბასილისკოსთან ბრძოლაში ჰარის სწორედ გრიფინდორის ხმალი და ძველი ქუდი გამოადგება. ის ხმალს ქუდიდან ამოიღებს, რაც დამბლდორის სიტყვით იმას ნიშნავდა, რომ ჰარი ნამდვილი გრიფინდორელი იყო.

ფაკულტეტები

გრიფინდორი

გრიფინდორის გერბი

გრიფინდორი — ოთხ კლუბთაგან ერთ-ერთი.

ჰოგვორტსის დამაარსებლებმა - გოდრიკ გრიფინდორმა, როვენა რეივენქლომ, ჰელგა ჰაფლპაფმა და სალაზარ სლიზერინმა შექმნეს კლუბები, რომლებშიც ანაწილებდნენ მოსწავლეებს მათი უნარების მიხედვით. თითოეულ კლუბს სათავეში ერთ-ერთი დამაარსებელი ედგა. გრიფინდორი გოდრიკ გრიფინდორმა დააარსა. იგი ირჩევდა მამაც და კეთილშობილ მოსწავლეებს, ამიტომაც ეს კლუბი სიმამაცესთან და გამბედაობასთან ასოცირდება. კლუბის სიმბოლოა ლომი, ფერები-წითელი და ოქროსფერი. გრიფინდორის მოჩვენებაა სერ ნიკოლას დე მიმსი-პორპინგტონი.

რეივენქლო

ჰაფლპაფი

სლიზერინი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ქართულ გამოცემებში ნათარგმნია, როგორც ჰაფლეპაფი, რაც არ შეესაბამება ორიგინალს, რომელშიც ასო e იყლაპება[1]


თარგი:Link GA

  1. http://www.youtube.com/watch?v=6WtHSsym4j4