რეალაქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}


[[კატეგორია:სამართალი]]
[[კატეგორია:ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი]]

09:41, 14 სექტემბერი 2014-ის ვერსია

რეალაქტიადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ.

რეალაქტსა და ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივ ფორმებს შორის განსხვავება ის არის, რომ რეალაქტი წარმოადგენს ფაქტობრივ, რეალურ მოქმედებას, ხოლო დანარჩენი კი — წერილობით აქტებს, დოკუმენტებს[1]. რეალაქტის ცნების ქვეშ იგულისხმება ყველა ის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი (წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ), არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. სწორედ ეს ნიშანია მთავარი განმასხვავებელი ამ ინსტიტუტისა და ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმების შორის[2]. მაგალითად, საპატრულო პოლიციის (ადმინისტრაციული ორგანოს) მიერ პატრულირება წარმოადგენს რეალაქტს. მართალია, ეს არის პოლიციის მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება, თუმცა იგი ფაქტობრივი მოქმედებაა, რომელიც არ არის მიმართული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ (უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ). მაგრამ თუკი საპატრულო პოლიცია მოაწესრიგებს საგზაო მოძრაობას, ეს უკვე აღარ იქნება რეალაქტი, რადგან საგზაო მოძრაობის მონაწილეს წარმოეშობა ვალდებულება, შეასრულოს პოლიციის მიერ მისთვის მითითებული კანონიერი მოთხოვნა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • პაატა ტურავა; ნათია წკეპლაძე (2010). ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო. თბილისი. 
  • ზ. ადეიშვილი; ქ. ვარდიაშვილი; ლ. იზორია; ნ. კალანდაძე; მ. კოპალეიშვილი; ნ. სხირტლაძე; პ. ტურავა; დ. ქიტოშვილი (2005). ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო. თბილისი. 

სქოლიო