მაკედონია (საბერძნეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
fixing dead links
ხაზი 115: ხაზი 115:
| - || [[აიონ-ოროსი]] (ათონის მთა) || [[კარიესი (ათონი)|კარიესი]] || style="text-align:right"|336 კმ²|| style="text-align:right"|2,262
| - || [[აიონ-ოროსი]] (ათონის მთა) || [[კარიესი (ათონი)|კარიესი]] || style="text-align:right"|336 კმ²|| style="text-align:right"|2,262
|-
|-
| width="32px" bgcolor="#FFDB58" | '''სულ''' || width="32px" bgcolor="#FFDB58" | '''[[მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი)|მაკედონია]]''' || width="32px" bgcolor="#FFDB58" | '''[[თესალონიკი]]''' || style="text-align:right" width="32px" bgcolor="#FFDB58" | '''34,177&nbsp;კმ²''' || style="text-align:right" width="32px" bgcolor="#FFDB58" | {{nowrap|'''2,424,765'''<ref name=census>{{cite web |url=http://www.statistics.gr |title=National Statistical Service of Greece |work=NSSG |publisher=www.statistics.gr |year=2001 |accessdate=2007-12-26}} [http://www.statistics.gr/gr_tables/S1101_SAP_1_TB_DC_01_03_Y.pdf 2001 census]</ref>}}
| width="32px" bgcolor="#FFDB58" | '''სულ''' || width="32px" bgcolor="#FFDB58" | '''[[მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი)|მაკედონია]]''' || width="32px" bgcolor="#FFDB58" | '''[[თესალონიკი]]''' || style="text-align:right" width="32px" bgcolor="#FFDB58" | '''34,177&nbsp;კმ²''' || style="text-align:right" width="32px" bgcolor="#FFDB58" | {{nowrap|'''2,424,765'''<ref name=census>{{cite web |url=http://www.statistics.gr |title=National Statistical Service of Greece |work=NSSG |publisher=www.statistics.gr |year=2001 |accessdate=2007-12-26}} [http://web.archive.org/web/20090318065626/http://www.statistics.gr/gr_tables/S1101_SAP_1_TB_DC_01_03_Y.pdf 2001 census]</ref>}}
|}
|}



05:27, 8 სექტემბერი 2014-ის ვერსია

ტერმინს „მაკედონია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი).
რეგიონი
მაკედონია
Μακεδονία
დროშა გერბი

ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი სალონიკი
კოორდინატები 40°45′00″ ჩ. გ. 22°53′59″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 22.89972° ა. გ. / 40.75000; 22.89972
დაარსდა 1913
ფართობი 34,177 კმ² (1-ი) კმ²
მოსახლეობა 2,625,681 (მე-2) კაცი
სიმჭიდროვე 77/კმ² კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი mathra.gr

მაკედონია (ბერძ. Μακεδονία) — საბერძნეთის გეოგრაფიული და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. მაკედონია არის უდიდესი და მოსახლეობის რაოდენობით მეორე რეგიონი საბერძნეთში. მაკედონიას და დასავლეთ თრაკიას არაფორმალურად ხშირად ჩრდილოეთ საბერძნეთსაც უწოდებენ.

ეტიმოლოგია

არსებობს მაკედონია დასახელების წარმოშობის რამდენიმე თეორია:

  1. ჰეროდოტეს მიხედვით, დორიელები და მაკედონიელები ორივე წარმოიშვნენ მაკედნოის ტომისგან. სახელი სავარაუდოდ მოდის დორიული არსებითი სახელიდან (μᾶκος, იკითხება როგორც მაკოსი და ნიშნავს მანძილს, სიგრძეს), ხოლო მისგან ნაწარმოები ზედსართავი სახელი (μακεδνός-მაკედონოსი) ნიშნავს მაღალს წვრილს, რაც სავარაუდოდ მაკედონელების წინაპრების ფიზიკური მონაცემებიდან უნდა წარმოდგებოდეს. ამ ზედსართავ სახელს იყენებენ ჰომეროსმა ოდისეაში მაღალი ვერხვის ხის აღწერისას და არისტოფანე მის კომედიაში ჩიტი, წარმოსახვითი ქალაქის ირგვლივ აშენებული მაღალი კედლის აღწერისას.
  2. მაკედონიის მხარემ დასახელება იქ მოსახლე ხალხისგან მიიღო. მათ თავის მხრივ დასახელება მაკედონისგან მიიღეს, რომელიც ჰესიოდეს მიხედვით ზევსის და ფიას (დევკალიონის ქალიშვილი) ვაჟიშვილი იყო. ზევსის შვილი და დევკალიონის შვილიშვილი, ყველა ბერძენის მითოლოგიურ წინაპარი.

ისტორია

პრეისტორია

ვლადიმერ გეორგიევის მიხედვით, მაკედონია პროტო-ბერძნული ტერიტორიის ნაწილი იყო.

ადამიანების პირველი ნამოსახლარები თრიღდება პალეოლითური პერიოდით. გვიან ნეოლითური პერიოდისთვის (ძველი წელთაღრიცხვის: 4500-3500 წლები) რეგიონში ვაჭრობა განვითრდა, რამაც სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ცვლილებები გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანი სპილენძის წარმოების დაწყება იყო.

ანტიკური ისტორია

მაკედონიის გავრცობა ფილიპე II-ს გარდაცვალებამდე.

ჰეროდოტეს მიხხედვით, მაკედონიის ისტორია მაკედნოის ტომიდან იწყება. აქ ისინი ისეთ თრაკიულ ტომებთან ერთად ცხოვრობდნენ როგორებიც იყვნენ ბრიგები, რომლებმაც მოგვიანებით მაკედონია დატოვეს და მცირე აზიაში ანატოლიაში გადავიდნენ და გახდნენ ცნობილი როგორც ფრიგიელები. მაკედონიელების ნაწილი შეიჭრა სამხრეთ საბერძნეთში, როდესაც მათ მიაღწიეს პენეპოლისს უკვე ეწოდებოდათ დორიანელები. საუკუნეების განმავლობაში მაკედონიური ტომები დღევანდელი ცენტრალური მაკედონიის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, რომლებზეც ბერძნული პოლიტიკის გავლენა მინიმალური იყო. რეგიონის დანარჩენი ტერიტორიები ძირითადად ან თრაკიელი და ილირიული ტომებით იყო დასახლებული ან კიდევ წარმოადგენდნენ ბერძნული ქალაქების სანაპირო კოლონიებს. ჩრდილოეთით სახლობდა კიდევ ერთი ტომი რომელსაც პაეონიანები ეწოდებოდათ. ძველი წელთაღრიცხვის გვიანდელი VI და ადრეული V საუკუნის დროს, რეგიონი მოექცა სპარსელების მმართველობის ქვეშ. შემდგომ საუკუნეში მაკედონია იყო თრაკიელებისა და ილირიელების თავდასხმის ობიექტი. მაკედონის სამეფო ხელახლა ააღორძინა ფილიპე II-მ. მისი მკვლელობის შემდეგ მისმა ვაჟმა ალექსანდრემ მიიღო მისი ტახტი და შეიქმნა ერთერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ისტორიაში.

ადგილობრივი მთავრობა

მაკედონია დაყოფილია სამ პერიფერიად და მოიცავს 13 პრეფექტურას (ბერძ. νομοί). მათგან ორი პრეფექტურა დრამა და კავალა არიან დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი. პრეფექტურები თავის მხრივ იყოფიან მუნიციპალიტეტებად. (ბერძ. δήμοι, იკითხება როგორც: დემოი). ისინი ექვემდებარებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამვადროულად მაკედონია-თრაკიის სამინისტრო ახორციელებს რეგიონის ადმინისტრაციას..[1]

მაკედონია ესაზღვრება შემდეგ პერიფერიებს: თესალია, აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკია და ეპირუსი.

მაკედონიის სამი პერიფერია და ცამეტი პრეფაქტურაა:

მაკედონიის რუკა ნომერი პერიფერიები დედაქალაქი ფართობი მოსახლეობა
სულ დასავლეთ მაკედონია კოზანი 9,451 კმ² 301,522
1 კასტორიას პრეფექტურა კასტორია 1,720 კმ² 53,483
2 ფლორინას პრეფექტურა ფლორინა 1,924 კმ² 54,768
3 კოზანის პრფექტურა კოზანი 3,516 კმ² 155,324
4 გრენევას პრეფექტურა გრენევა 2,291 კმ² 37,947
სულ ცენტრალური მაკედონია თესალონიკი 18,811 კმ² 1,871,952
5 პელას პრეფექტურა ედესა 2,506 კმ² 145,797
6 იმატიას პრეფექტურა ვერია 1,701 კმ² 143,618
7 პიერიას პრეფექტურა კატერინი 1,516 კმ² 129,846
8 კილკისის პრეფექტურა კილკისი 2,519 კმ² 89,056
9 თესალონიკის პრეფექტურა თესალონიკი 3,683 კმ² 1,057,825
10 ხალკიდიკის პრეფექტურა პოლიგიროსი 2,918 კმ² 104,894
11 სერეს პრეფექტურა სერესი 3.968 კმ² 200,916
სულ აღმოსავლეთ მაკედონია (აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ნაწილი) კავალა 5,579 კმ² 249,029
12 დრამას პრეფექტურა (დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი) დრამა 3,468 კმ² 103,975
13 კავალას პრეფექტურა (დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი) კავალა 2,111 კმ² 145,054
- აიონ-ოროსი (ათონის მთა) კარიესი 336 კმ² 2,262
სულ მაკედონია თესალონიკი 34,177 კმ² 2,424,765[2]

მაკედონიის გეოგრეფიულლი ეგიონი ასევე მოიცავს აიონ-ოროსის (ათონის მთა), თუმცა იგი არ შედის მაკედონიის საზღვრებში. ის ექვემდარება კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიას და აქვს სპეციალური სტატუსი: იქ ქალებს ეკრძალებათ მისვლა (ბერძნული კანონი ამ წესის დამრღვევს 12 თვიან ციხეს უსჯის);[3] ტერიტორიას აქვს თვით მმართველობა საბერძნეთის შემადგენლობაში. ევროპის კავშირმა გაითვალისწინა ეს სპეციალური სტატუსი. კონკრეტულად გადასახადებისგან განთავისუფლება და უფლებების დაცვა.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

ოფიციალური გვერდები
ზოგადი ინფორმაცია

სქოლიო

  1. The Role of the Ministry Greek. Greek Ministry of Macedonia and Thrace. ციტირების თარიღი: 2009-05-08.
  2. National Statistical Service of Greece. NSSG. www.statistics.gr (2001). ციტირების თარიღი: 2007-12-26. 2001 census
  3. „European Parliament Adopts Report on Fundamental Rights in the EU – Mt Athos Status“. Embassy of Greece in the US. 5 September 2003. ციტირების თარიღი: 2009-05-08.
  4. Council of Europe, Structure and Operation of Local and Regional Democracy, 8.
  5. საბერძნეთის კონსტიტუცია, მუხლი 105 (1 იანვარი 1981).