თურჰან ჰატიჯე სულთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ (3) using AWB
(clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ (3) using AWB)
 
==აღმშენებლობა==
თურჰანი იყო იმპერიის დიდი «აღმაშენებელი». მისი პირველი პროექტი დაიწყო [[1658]] წელს. ვენეციელების მუქარის საპასუხოთ თურჰანმა დარდანელის სიახლოვეს ააშენა ორი ციხესიმაგრე. ერთი - ევროპის მხარეს, ხოლო მეორე აზიის მხარეს (რომლებიც დღემდეა შემორჩენილი). ამ პროექტმა თურჰანი იმავე საფეხურზე დააყენა, როგორც [[მეჰმედ IV|მეჰმედი]] და სხვა სულთნები, რომლებმაც იმავე რაიონში ააშენეს ციხესიმაგრეები. თუმცა თურჰანმა ყველაზე დიდი აღიარება იმით მოიპოვა, რომ დაასრულა [[სტამბულისტამბოლი|სტამბულშისტამბოლში]] ახალი მეჩეთის მშენებლობა. ამ მეჩეთის მშენებლობა დაიწყო [[საფიე სულთანი|საფიე სულთანმა]], რომელმაც მშენებლობისთვის აირჩია სტამბულისსტამბოლის ის უბანი, სადაც ყველაზე ნაკლები მუსლიმი ცხოვრობდა, ამით მას სურდა გაევრცელებინა [[ისლამი]] ქალაქის ამ ნაწილში. მეჩეთის მშენებლობა განახლდა [[1657]] წელს. თუმცა საფიე სულთნის ვაჟის, [[მეჰმედ III]]-ის გარდაცვალების შემდეგ მეჩეთის მშენებლობა შეწყდა. მეჩეთმა მიიღო მეორე შანსი, მას შემდეგ რაც თურჰანმა გადაწყვიტა დაესრულებინა ის რაც დაიწყო საფიემ. [[1665]] წელს კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. მასში არა მხოლოდ მეჩეთი, არამედ სკოლა, საზოგადოებრივი აბანოები, ბაზარი და საწყობი შედიოდა. ამ მეჩეთმა მიიღო იმპერიის პირველი მეჩეთის სახელი, რომელიც ქალმა ააშენა.
 
==გარდაცვალება==
ვალიდე თურჰან ჰატიჯე სულთანი გარდაიცვალა [[1683]] წლის [[5 ივლისი|5 ივლისს]]. ის დაკრძალეს საკუთარ მავზოლეუმში [[ახალი მეჩეთი|ახალ მეჩეთში]].
 
==საინტერესო ფაქტები==
49 737

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ