ცხენისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ინფოდაფა მდინარე განახლდა
No edit summary
ხაზი 54: ხაზი 54:
მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.
მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.


ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: [[ზესხო (მდინარე)|ზესხო]], [[ხელედულა]], [[ჯონოულა]] (მარჯვ.), [[ღობიშური]], [[ლეუშერისწყალი]], [[ხოფური]] (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში — სარწყავად.
ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: [[ზესხო (მდინარე)|ზესხო]], [[ხელედულა]], [[ჯონოულა]] (მარჯვ.), [[ღობიშური]], [[ლეუშერისწყალი]], [[ხოფური]] (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში — სარწყავად. ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთვისაც ქალაქ [[ცაგერი|ცაგერთან]] კაშხალია აგებული.
ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთვისაც ქალაქ [[ცაგერი|ცაგერთან]] კაშხალია აგებული.


ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი [[ცაგერი]].
ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი [[ცაგერი]].

15:46, 29 აგვისტო 2014-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხენისწყალი (მრავალმნიშვნელოვანი).
ცხენისწყალი

ცხენისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქები ცაგერი
მარჯვენა შენაკადები ზესხო
ხელედულა
ჯონოულა
მარცხენა შენაკადები ღობიშური
ლეუშერისწყალი
ხოფური
სათავე სვანეთის კავკასიონი
42°54′03″ ჩ. გ. 43°18′43″ ა. გ. / 42.90083° ჩ. გ. 43.31194° ა. გ. / 42.90083; 43.31194
შესართავი რიონი
42°07′31″ ჩ. გ. 42°17′58″ ა. გ. / 42.12528° ჩ. გ. 42.29944° ა. გ. / 42.12528; 42.29944
სიგრძე 176 კმ
აუზის ფართობი 2120 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 90,4 მ³/წმ
ცხენისწყალი — საქართველო
ცხენისწყალი
ცხენისწყალი
— სათავე, — შესართავი
ცხენისწყალი ვიკისაწყობში

ცხენისწყალიმდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით, 2710 მ სიმაღლეზე, ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კვ.კმ. ცხენისწყლის შუა და ზემო დინება კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო — კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70%), ზამთარში — წყალმცირობა (10%), შემოდგომაზე — წყალმოვარდნა (20%).

წყალდიდობა ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში — აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად რიონს უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები — ყინულნაპირისი და თოში — იცის ზემო და შუა დინებაში. მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.

ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: ზესხო, ხელედულა, ჯონოულა (მარჯვ.), ღობიშური, ლეუშერისწყალი, ხოფური (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში — სარწყავად. ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთვისაც ქალაქ ცაგერთან კაშხალია აგებული.

ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.

ლიტერატურა