ბასილი (ტრაპიზონი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = ბასილი დიდი კომნენოსი |ო...
 
ხაზი 48: ხაზი 48:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://fmg.ac/Projects/MedLands/TREBIZOND.htm Fondation for Medieval Genealogy : Императоры Трапезунда]{{ref-en}}
* [http://fmg.ac/Projects/MedLands/TREBIZOND.htm Fondation for Medieval Genealogy : Императоры Трапезунда]{{ref-en}}

{{ტრაპიზონის იმპერატორები}}

15:58, 22 აგვისტო 2014-ის ვერსია

ბასილი დიდი კომნენოსი
Βασίλειος Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის მე-12 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1332
მმართ. დასასრული: 1340
წინამორბედი: მანუელ II
მემკვიდრე: ირინა
გარდ. თარიღი: 6 აპრილი, 1340
მამა: ალექსი II
დედა: ჯიაჯაყ ჯაყელი

ბასილი დიდი კომნენოსი (ბერძ. Βασίλειος Μέγας Κομνηνός; გ. 6 აპრილი 1340) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1332-1340 წლებში. იმპერატორ ალექსი II-ისა და ჯიაჯაყ ჯაყელის უმცროსი შვილი. როდესაც მისმა უფროსმა ძმამ ანდრონიკე III-მ 1330 წელს დაიკავა ტახტი და მოკლა თავისი ორი ძმა მიხეილი და გიორგი, ბასილი იძულებული გახდა კონსტანტინოპოლში გაქცეულიყო.

ანდრონიკეს გარდაცვალების შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის მანუელ II-ის მმართველობისას, ტრაპიზონის პრობიზანტიურმა პარტიამ 1332 წლის აგვისტოში კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია ბასილი და ტახტზე აიყვანა. მანუელ II ბერად აღკვეცეს და მონასტერში გამოკეტეს.

თავისი მმართველობა ბასილმა დაიწყო იმ ქართველების რეპრესიით, რომელთაც ტრაპიზონის იმპერიაში მაღალი თანამდებობები ეკავათ. ტახტზე ასვლიდან ექვს თვეში მის წინააღმდეგ მანუელ II-ის ხელმძღვანელობით აჯანყება დაიწყო. აჯანყება ჩაახშეს და 21 თებერვალს, სავარაუდოდ ბასილის ბრძანებით მანუელი სიკვდილით დასაჯეს.

ბასილის მმართველობა მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა. უკმაყოფილება ისეთი დიდი იყო, რომ 1337 წლის 3 მარტს, მზის დაბნელების დროს მოსახლეობამ ქვები დაუშინა, ბასილი იძულებული გახდა დამალულიყო.

1335 წელს ბასილმა დაამყარა დინასტიური კავშირი ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე III-სთან და შეირთო მისი ასული ირინა პალეოლოგოსი. თუმცა მალევე მათ შორის ურთიერთობა გამწვავდა და ბასილმა ურთიერთობა დაამყარა ირინა ტრაპიზონელთან, რომელთანაც იქორწინა კიდეც 1339 წელს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოანე XIV-მ ირინა ტრაპიზონელი ეკლესიიდან განკვეთა, ხოლო ტრაპიზონის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ბასილისა და ირინა ტრაპიზონელის ქორწინება დაგმო.

ბასილი გარდაიცვალა 1340 წლის 6 აპრილს, სავარაუდოდ მოწამლა მისმა კანონიერმა ცოლმა ირინამ, რომელმაც დაიკავა იმპერატორის ტახტი.

რესურსები ინტერნეტში