ცისი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
60 ბაიტი წაიშალა ,  6 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებელმა Otogi გვერდი „ცისი ჰსი“ გადაიტანა გვერდზე „ცისი“: წყაროს თანახმად)
{{ინფოდაფა პიროვნება
| სიგანე =
| სახელი = ცისი ჰსი
 
| ფოტო = The Ci-Xi Imperial Dowager Empress (9.2).PNG
| შენიშვნები =
}}
'''ცისი ჰსი''' ({{lang-zh|慈禧太后|Cíxǐ Tàihòu}}; დ. [[29 ნოემბერი]] [[1835]] — გ. [[15 ნოემბერი]] [[1908]], [[პეკინი]]) — [[ჩინეთი]]ს [[იმპერატორი|იმპერატორი ქალი]].
 
==ბიოგრაფია==
მართალია, ცისი ჰსი თავდაპირველად, უბრალო ხარჭა იყო, მაგრამ საბოლოოდ, ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ შემდგომ 50 წელიწადზე მეტხანს მართავდა ჩინეთს. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თავისი სილამაზით [[იმპერატორი]] [[სიენ ფენი]] მოხიბლა, შემდეგ კი მას ერთადერთი მემკვიდრე — [[ტუნ ჩინი]] გაუჩინა. როცა სიენ ფენი გარდაიცვალა, [[ტუნ ჩინი]] მხოლოდ 6 წლის იყო, ამიტომ ცისი ჰსი [[რეგენტი]] გახდა. მან სასტიკად ჩაახშო [[ტაიპინი]]ს აჯანყება [[1864]] წელს და [[წიანი]]ს აჯანყება [[1868]] წელს.
 
ცისი ჰსიმცისიმ მაშინაც არ დათმო ძალაუფლება, როცა ტუნ ჩიმ [[1873]] წელს სრულწლოვანებას მიაღწია. ორი წლის შემდეგ კი მოულოდნელად გარდაიცვალა, სავარაუდოდ — დედამიმსა მოაკვლევინა. ტახტის მემკვიდრეობითობის ყველა კანონის დარღვევით, ცისი ჰსიმ ტუნ ჩის 3 წლის ბიძაშვილი — [[კუან სიუ]] გაამეფა, თავად კი კვლავ რეგენტად დარჩა. მისი სრული ტიტული იყო — „კეთილშობილი, სამართლიანი დედა, ჭეშმარიტი, ღვთივკურთხეული, მდიდარი, მზრუნველი, კაშკაშა, ნათელი, მშვიდი, გაწონასწორებული, სრულყოფილი, დღეგრძელი, პატივსაცემი, ღისეული, სათაყვანებელი, სახელოვანი, ამაღლებული ქვრივი იმპერატრიცა“ — მაგრამ ე.წ. „აკრძალულ ქალაქში“ მას „ბებერ ბუდას“ უწოდებდნენ.
 
[[1889]] წელს კუან სიუს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ცისი ჰსი გადაბარგდა საზაფხულო სასახლეში, რომელიც ფლოტის განახლებისთვის განკუთვნილი სახსრებით აიშენა. მაგრამ როცა კუან სიმ რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყო, ცისი ჰსიმცისიმ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, იმპერატორი მისივე სასახლეში გამოკეტა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობა საკუთარ ხელში აიღო.
 
[[1900]] წელს ხელი შეწყო ბოქსერთა (''ნაციონალისტური მოძრაობა'') ამბოხებას, რომელიც ჩინეთიდან ყველა უცხოელის გაძევებას ისახავდა მიზნად. როცა ევროპულმა ჯარებმა ეს მოძრაობა სასტიკად დაამარცხეს, ცისი ჰსი პეკინში გაიქცა, [[1902]] წელს კი იჩულებული გახდა, დამამცირებელი სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. ცისი ჰსისცისის გარდაცვალების წინა დღეს, [[1908]] წლის [[15 ნოემბერი|15 ნოემბერს]] მისი დავალებით, კუან სიუ მოკლეს.
 
==ლიტერატურა==

სანავიგაციო მენიუ