ცისი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
{{ინფოდაფა პიროვნება
{{ინფოდაფა პიროვნება
| სიგანე =
| სიგანე =
| სახელი = ცუ ჰსი
| სახელი = ცისი ჰსი


| ფოტო = The Ci-Xi Imperial Dowager Empress (9.2).PNG
| ფოტო = The Ci-Xi Imperial Dowager Empress (9.2).PNG

05:36, 17 აგვისტო 2014-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

ცისი ჰსი
მშობლიური სახელი 慈禧太后
დაბადების სახელი იუ მანჰულა
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი 1835
გარდაცვალების თარიღი 15 ნოემბერი 1908 (72 წლის)
პეკინი
მეუღლე(ები) სიენ ფენი
შვილ(ებ)ი ტუნ ჩინი
მშობლები დედა: ტუნ ცია

ცისი ჰსი (ჩინ.: 慈禧太后; დ. 29 ნოემბერი 1835 — გ. 15 ნოემბერი 1908, პეკინი) — ჩინეთის იმპერატორი ქალი.

ბიოგრაფია

მართალია, ცისი ჰსი თავდაპირველად, უბრალო ხარჭა იყო, მაგრამ საბოლოოდ, ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ შემდგომ 50 წელიწადზე მეტხანს მართავდა ჩინეთს. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თავისი სილამაზით იმპერატორი სიენ ფენი მოხიბლა, შემდეგ კი მას ერთადერთი მემკვიდრე — ტუნ ჩინი გაუჩინა. როცა სიენ ფენი გარდაიცვალა, ტუნ ჩინი მხოლოდ 6 წლის იყო, ამიტომ ცისი ჰსი რეგენტი გახდა. მან სასტიკად ჩაახშო ტაიპინის აჯანყება 1864 წელს და წიანის აჯანყება 1868 წელს.

ცისი ჰსიმ მაშინაც არ დათმო ძალაუფლება, როცა ტუნ ჩიმ 1873 წელს სრულწლოვანებას მიაღწია. ორი წლის შემდეგ კი მოულოდნელად გარდაიცვალა, სავარაუდოდ — დედამიმსა მოაკვლევინა. ტახტის მემკვიდრეობითობის ყველა კანონის დარღვევით, ცისი ჰსიმ ტუნ ჩის 3 წლის ბიძაშვილი — კუან სიუ გაამეფა, თავად კი კვლავ რეგენტად დარჩა. მისი სრული ტიტული იყო — „კეთილშობილი, სამართლიანი დედა, ჭეშმარიტი, ღვთივკურთხეული, მდიდარი, მზრუნველი, კაშკაშა, ნათელი, მშვიდი, გაწონასწორებული, სრულყოფილი, დღეგრძელი, პატივსაცემი, ღისეული, სათაყვანებელი, სახელოვანი, ამაღლებული ქვრივი იმპერატრიცა“ — მაგრამ ე.წ. „აკრძალულ ქალაქში“ მას „ბებერ ბუდას“ უწოდებდნენ.

1889 წელს კუან სიუს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ცისი ჰსი გადაბარგდა საზაფხულო სასახლეში, რომელიც ფლოტის განახლებისთვის განკუთვნილი სახსრებით აიშენა. მაგრამ როცა კუან სიმ რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყო, ცისი ჰსიმ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, იმპერატორი მისივე სასახლეში გამოკეტა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობა საკუთარ ხელში აიღო.

ლიტერატურა

  • ნ. ქოთორნი. ტირანები, თბილისი, „კლიო“, 2011
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცისი&oldid=2731317“-დან