არისტოტელიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: de:Aristotelismus
რობოტი დამატება: it:Aristotelismo
ხაზი 14: ხაზი 14:
[[de:Aristotelismus]]
[[de:Aristotelismus]]
[[fi:Aristotelismi]]
[[fi:Aristotelismi]]
[[it:Aristotelismo]]
[[sk:Aristotelizmus]]
[[sk:Aristotelizmus]]
[[sv:Aristotelism]]
[[sv:Aristotelism]]

14:40, 30 ივლისი 2007-ის ვერსია

არისტოტელიზმი, ამა თუ იმ სახით არისტოტელეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპების აღიარება. არისტოტელეს მერყეობა მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის საშუალებას იძლეოდა, რომ მისი მოძღვრება ერთმანეთისაგან განსხვავებულ მიმართულებებს გამოეყენებინათ.

არისტოტელეს გაცლენა განიცადა ჰერიპატეტიკოსთა სკოლამ, არაბულმა (ალკინდი, იბნ რუშდი და სხვა) და ებრაულმა (მაიმონიდი და სხვა) ფილოსოფიამ. აღმოსავლეთ სქოლასტიკაში არისტოტელიზმი ნეოპლატონზმსა და არეოპაგიტიკასთან ერთად გავრცელდა, დასავლეთში კი ერთპიროვნულად გაბატონდა XIII საუკუნიდან, რასაც დიდად შეუწყვეს ხელი ალბერტ დიდმა და თომა აკვინელმა.

საქართველოში არისტოტელიზმის გავლენა III საუკუნიდან (კოლხეთის სკოლა) დასტურდება და აპოგეას აღწევს XI-XII საუკუნეებში. ითარგმნება არისტოტელე და მისი განმმარტებლები (პორფირიოსი, ამონიოს ჰერმია), კრიტიკულად განიხილავენ და სწავლობენ არისტოტელეს მოძღვრებას (იოანე პეტრიწი). არისტოტელიზმი აისახა ლიტერატურაშიც (ჩახრუხაძე).

ახალი ფილისოფიის მესიტყვეები (ფ. ბეკონი, პ. გასენდი და სხვა) იცნობდნენ სქოლასტიზებულ არისტოტელიზმს და იბრძოდნენ მის წინააღმდეგ. შემდგომ კვლავ იზრდება არისტოტელიზმის გავლენა. ნეოსქოლასტიკისა და ნეოთომიზმის გარდა, რომელთა ფილოსოფიის საფუძველი გაყალბებული არისტოტელეა, მის გავლენას განიცდიდნენ ფ. მელანქთონი, ჰეგელი, ფ. ტრენდელენბურგი, ვ. ვინდელბანდი, ჰ. რიკერტი, ე. ლასკი, ნ. ჰარტმანი და სხვა.