ივანე კრამსკოი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
სწავლობდა [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] სამხატვრო აკადემიაში ([[1857]]-[[1863]]). რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეების გავლენით კრამსკოი იბრძოდა ხელოვნების იდეურობისა და ხალხურისათვის, რეალიზმის პრინციპრბისათვის. კრამსკოი მოძრავი მხატვრული გამოფენების ამხანაგობის "პერედვიჟნიკების" ერთ-ერთი მთავარი შემქმნელია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. შექმნა დიდი რუსი მწერლების, მეცნიერებისა და მხატვრების პორტრეტები ([[ტოლსტოი, ლევ|ლ. ტოლსტოი]], [[1873]]; [[შიშკინი, ივანე|ი.შიშკინი]], 1873; [[ტრეტიაკოვი, პავლე|პ. ტრეტიაკოვი]], [[1876]]; [[სალტიკოვ-შჩედრინი, მიხეილ|მ. სალტიკოვ-შჩედრინი]], [[1879]] - ყველა [[ტრეტიაკოვის გალერეა]]), რომლებიც გამოირჩევიან კომპოზიციის უბრალოებით, მკაფიო ნახატით, ფსიქოლოგიური სიღრმით. კრამსკოის პორტრეტები გამსჭვალულია მხატვრის ამაღლებული მორალურ-ეთიკური და ესთეტიკური იდეალებით, დემოკრატიული შეხედულებებით, რაც შერწყმულია მოდელის სახისა და შინაგანი სამყაროს ზუსტ და ოსტატურ გამოსახვასთან. ყოველივე ამან განსაკუთრებით იჩინა თავი რუსი გლეხების, უბრალო ადამიანების პორტრეტებში ("მინა მოისეევი", [[1882]], [[რუსული მუზეუმი]], [[სანქტ-პეტერბურგი]] და სხვა). კრამსკოის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია:"ქრისტე უდაბნოში", [[1872]]. კრამსკოიმ შექმნა აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც შერწყმულია პორტრეტისა და თემატური სურათის ნიშნები («ნეკრასოვი ""უკანასკნელი სიმღერების" პერიოდში», [[1877]]-[[1878]]; "უცნობი ქალი", [[1883]]; "უნუგეშო მწუხარება", [[1884]] - ყველა ტრეტიაკოვის გალერეა). ისინი გამოირჩევიან ადამიანის რთული სულიერი სამყაროს ხასიათისა და ბედის ამოკითხისადმი ინტერესით. კრამსკოის გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში თავი იჩინა სალონური სილამაზის ნიშნებმა.
 
{{DEFAULTSORT:კრამსკოი, ივანე}}
[[კატეგორია:რუსები]]
[[კატეგორია:რუსი მხატვრები]]

სანავიგაციო მენიუ