თურჰან ჰატიჯე სულთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 37: ხაზი 37:
==დაპირისპირება მაჰფეიქერთან==
==დაპირისპირება მაჰფეიქერთან==
ოსმალეთის იმპერიის სათავეში აღმოჩნდა თურჰანის და იბრაჰიმის ერთადერთი შვილი - მეჰმედი. იმისთვის, რომ თურჰანს მეჰმედი ემართა უნდა მიეღო ტიტული ვალიდე. მაგრამ თავისი ახალგაზრდობის და გამოუცდელობის გამო თურჰანი ვერ გახდა ვალიდე სულთანი, ხოლო მისი ადგილი დაიკავა სულთნის ბებიამ - კიოსემ სულთანმა ცნობილი როგორც მაჰფეიქერი.
ოსმალეთის იმპერიის სათავეში აღმოჩნდა თურჰანის და იბრაჰიმის ერთადერთი შვილი - მეჰმედი. იმისთვის, რომ თურჰანს მეჰმედი ემართა უნდა მიეღო ტიტული ვალიდე. მაგრამ თავისი ახალგაზრდობის და გამოუცდელობის გამო თურჰანი ვერ გახდა ვალიდე სულთანი, ხოლო მისი ადგილი დაიკავა სულთნის ბებიამ - კიოსემ სულთანმა ცნობილი როგორც მაჰფეიქერი.

ვალიდეს ტიტულის აღდგენასთან ერთად კიოსემმა მიიღო პატარა სულთნის რეგენტის ტიტულიც. მაგრამ თურჰანი ძალიან პატივმოყვარე ქალი იყო, იმისთვის, რომ არ დაეკარგა ასეთი მაღალი ტიტული უბრძოლველად. ძალაუფლების მოსაპოვებლად კიოსემი გეგმავდა მეჰმედის ჩამოგდებას და მისი სხვა შვილიშვილით შეცვლას. თურჰანმა გაიგო კიოსემის გეგმების შესახებ. [[1651]] წელს კიოსემ სულთანი მოკლეს. მის სიკვდილს ხშირად აბრალებენ თურჰანს. მისი კონკურენტის გარდაცვალების შემდეგ თურჰან სულთანი გახდა ვალიდე სულთანი. ის ხელმძღვანელობდა უზარმაზარ ოსმალეთის იმპერიას სანამ მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდებოდა. სწორედ მისი ინიციატივით დიდი ვეზირი გახდა ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა, რითც დიდი ეპოქა დაიწყო .


==გარდაცვალება==
==გარდაცვალება==

07:14, 10 ივლისი 2014-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

თურჰან ჰატიჯე სულთანი
მშობლიური სახელი Turhan Hatice
დაბადების სახელი ნადია
დაბადების თარიღი 1627
რუტენია, უკრაინა
გარდაცვალების თარიღი 5 ივლისი 1683
ეროვნება ოსმალეთის იმპერია
საქმიანობა ვალიდე სულთანი
მეუღლე(ები) იბრაჰიმ I
შვილ(ებ)ი მეჰმედ IV
შეჰზადე აჰმედი
გევერჰან სულთანი

თურჰან ჰატიჯე სულთანი (თურქ. Turhan Hatice) (1627 - 5 ივლისი 1683) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის იბრაჰიმ I-ის ცოლი და მეჰმედ IV-ის დედა.

წარმოშობა

ჰატიჯე თურჰან სულთანი დაიბადა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. მისი ნამდვილი სახელი ნადია იყო. თათრების ერთ-ერთი შემოსევის დროს ნადია გაიტაცეს და მონად გაყიდეს. 12 წლის ასაკში ნადია ოსმალეთის იმპერიის სულთნის, იბრაჰიმ I-ის დედამ, კიოსემ სულთანმა შვილს აჩუქა, როგორც ჰარამხანას ხარჭა. 1642 წლის 2 იანვარს ნადიას 15 წლის ასაკში, როდესაც უკვე თურქული სახელი თურჰანი ერქვა შეეძინა ვაჟი, მომავალი სულთანი მეჰმედ IV. როდესაც მეჰმედი 6 წლის იყო იბრაჰიმ I გარდაიცვალა.

დაპირისპირება მაჰფეიქერთან

ოსმალეთის იმპერიის სათავეში აღმოჩნდა თურჰანის და იბრაჰიმის ერთადერთი შვილი - მეჰმედი. იმისთვის, რომ თურჰანს მეჰმედი ემართა უნდა მიეღო ტიტული ვალიდე. მაგრამ თავისი ახალგაზრდობის და გამოუცდელობის გამო თურჰანი ვერ გახდა ვალიდე სულთანი, ხოლო მისი ადგილი დაიკავა სულთნის ბებიამ - კიოსემ სულთანმა ცნობილი როგორც მაჰფეიქერი.

ვალიდეს ტიტულის აღდგენასთან ერთად კიოსემმა მიიღო პატარა სულთნის რეგენტის ტიტულიც. მაგრამ თურჰანი ძალიან პატივმოყვარე ქალი იყო, იმისთვის, რომ არ დაეკარგა ასეთი მაღალი ტიტული უბრძოლველად. ძალაუფლების მოსაპოვებლად კიოსემი გეგმავდა მეჰმედის ჩამოგდებას და მისი სხვა შვილიშვილით შეცვლას. თურჰანმა გაიგო კიოსემის გეგმების შესახებ. 1651 წელს კიოსემ სულთანი მოკლეს. მის სიკვდილს ხშირად აბრალებენ თურჰანს. მისი კონკურენტის გარდაცვალების შემდეგ თურჰან სულთანი გახდა ვალიდე სულთანი. ის ხელმძღვანელობდა უზარმაზარ ოსმალეთის იმპერიას სანამ მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდებოდა. სწორედ მისი ინიციატივით დიდი ვეზირი გახდა ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა, რითც დიდი ეპოქა დაიწყო .

გარდაცვალება

ვალიდე თურჰან ჰატიჯე სულთანი გარდაიცვალა 1683 წლის 5 ივლისს. ის დაკრძალეს საკუთარ მავზოლეუმში ახალ მეჩეთში.

საინტერესო ფაქტები

თურჰან ჰატიჯე სულთანი ქალთა სულთანატის უკანასკნელ წარმომადგენელად ითვლება.

ლიტერატურა

  • Leslie P. Peirce, The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire (Oxford: Oxford University Press 1993).
  • Lucienne Thys-Senocak, Ottoman Women Builders (Aldershot: Ashgate 2006).