ვალერი გაზაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 151: ხაზი 151:
[[კატეგორია:ვლადიკავკაზის ალანიას მწვრთნელები]]
[[კატეგორია:ვლადიკავკაზის ალანიას მწვრთნელები]]
[[კატეგორია:მოსკოვის დინამოს ფეხბურთელები]]
[[კატეგორია:მოსკოვის დინამოს ფეხბურთელები]]
[[კატეგორია:მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელები]]

11:45, 2 ივლისი 2014-ის ვერსია

ვალერი გაზაევი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვალერი გაზაევი
დაბადების
თარიღი
7 აგვისტო, 1954 (1954-08-07) (69 წლის)
დაბადების
ადგილი
ორჯონიკიძე, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ალანია ვლადიკავკაზი (პრეზიდენტი)
ახალგაზრდული კარიერა
1966–1969 სპარტაკი ორჯონიკიძე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1970–1973 სპარტაკი ორჯონიკიძე 53 (9)
1974 სკა დონის როსტოვი 12 (1)
1975 სპარტაკი ორჯონიკიძე 33 (14)
1976–1978 ლოკომოტივი მოსკოვი 72 (14)
1979–1985 დინამო მოსკოვი 197 (70)
1986 დინამო თბილისი 14 (5)
სულ 381 (113)
ეროვნული ნაკრები
1978–1980 სსრკ 8 (4)
1980–1983 სსრკ (ოლიმპიური) 11 (2)
სამწვრთნელო კარიერა
1989–1991 სპარტაკი ორჯონიკიძე
1991–1993 დინამო მოსკოვი
1994–1999 ალანია ვლადიკავკაზი
1999–2001 დინამო მოსკოვი
2001–2003 ცსკა მოსკოვი
2001–2002 რუსეთი 21 წლ.
2002–2003 რუსეთი
2004–2008 ცსკა მოსკოვი
2009–2010 დინამო კიევი
2011– ალანია ვლადიკავკაზი (პრეზიდენტი)
2012–2013 ალანია ვლადიკავკაზი (პრეზიდენტი და მწვრთნელი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვალერი გაზაევი (რუს. Вале́рий Гео́ргиевич Газза́ев, Valeriy Georgyevich Gazzayev; ოს. Гæззаты Георгийы фырт Валери, Gæzzaty Georgijy fyrt Valeri; დ.7 აგვისტო, 1954, ორჯონიკიძე (ახლანდელი ვლადიკავკაზი)) — ოსური წარმოშობის რუსი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ვლადიკავკაზის „ალანიას“ პრეზიდენტი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. დიდ წარმატებას მიაღწია მოსკოვის „დინამოსთან„ ერთად, ისევე როგორც სსრკ–ს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე.

ვალერი გაზაევი მწვრთნელი გახდა 1989 წელს. მას ყველაზე წარმატებული წლები ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩაიბარა მოსკოვის „ცსკა“ 2004 დან 2008 წლამდე. „ცსკასთან“ ერთად გაზაევმა მოიგო ყველა რუსული ტიტული, თითოეული სამჯერ, ასევე უეფა-ს თასი 2005 წელს. ამ მიღწევების გამო იგი ითვლლება ერთ–ერთ საუკეთესო მწვრთნელად ყოფილ საბჭოთა კავშირში დაბადბულთა შორის.

სათამაშო კარიერა

საბჭოთა პირველი ლიგა

მან კარიერა დაიწყო ფორვარდის პოზიციაზე მის მშობლიური მხარის, ორჯონიკიძის (შემდეგში ვლადიკავკაზის) გუნდ „სპარტაკში“, რომელიც საბჭოთა პირველ ლიგაში ასპარეზობდა. 1974 წელს იგი შეუერთდა დონის როსტოვის „სკას“, რომელიც საბჭოთა პირველი ლიგიდან მე–2 ადგილის დაკავების გამო აღზევდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში. ვინაიდან „სკას“ მთავარ ადგილი ვერ დაიმკვირდა, იგი დაბრუნდა „სპარტაკში“.

საბჭოთა უმაღლესი ლიგა

საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის გუნდებიდან გაზაევმა ითამაშა: მოსკოვის „ლოკომოტივში“, მოსკოვის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოში“.

1984 წელს გაზაევმა მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად გახდა საბჭოთა კავშირის თასის გმარჯვებული. მისი კარიერის მანძილძე საბჭოთა უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 283 მატჩი და შეძლო 89 გოლის გატანა, ასევე იყო უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ბომბარდირი 1984–85 წლების სეზონში.[1]

სანაკრებო კარიერა

გაზაევი გახდა უეფა–ს 23 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის გამარჯვებული სსრკ–ს ნაკრებთან ერთად 1976 წელს და 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონი 1980 წელს. მან ასევე მოიგო ბრინჯაოს მედალი 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადზე მოსკოვში.

სამწვრთნელო კარიერა

1986 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, სანამ პროფესიონალურ გუნდში გადავიდოდა გაზაევი წვრთნიდა მოსკოვის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდს. მისი სერიოზული წარმატება მწვრთნელის რანგში იყო 1995 წელს მოგებული რუსეთის პრემიერ ლიგა ვლადიკავკაზის „სპარტაკი–ალანიასთან“ ერთად.

მეტი ტიტულის მოპოვება შეძლო მას შემდეგ, რაც მოსკოვის „ცსკა–ს“ შეუერთდა. მასთან ერთად 2004-05 წლებში შეძლო უეფა-ს თასის მოგება, ისევე როგორც რუსეთის პრემიერ ლიგის: 2003, 2005, 2006 წლებში და რუსეთის თასის: 2002, 2005, 2006 წლებში. 2008 წლის 5 დეკემბერს დატოვა ცსკა“.[2] გაზაევის გაწვრთნილი „ცსკა“ იყო პირველი გუნდი რუსეთის ფედერაციიდან, რომელმაც მოახერხა ევროპული პრიზის აღება საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ.

2009 წლის 26 მაისს მოსკოვის „ცსკა–ს“ ყოფილმა მწვრთნელმა 3 წლიანი კონტრააქტი გააფორმა კიევის „დინამოსთან“, 2012 წლამდე.[3]

2011 წლიდან დაბრუნდა ვლადიკავკაზში და დაიკავა „ალანიას“ პრეზიდენტის პოსტი. 2012 წლის ნოემბრიდან კი პრეზიდენტთან ერთად ვლადიკავკაზის „ალანიას“ მწვრთნელიცაა.

პირადი

იგი არის იური გაზაევის ბიძაშვილი და ვლადიმერ გაზაევის მამა.

ტიტულები

იგი არის მეგობრობის ორდენისა და რუსული ღირსების ორდენის კავალერი.

მოთამაშე

საბჭოთა კავშირის დროშა სკა დონის როსტოვი

საბჭოთა კავშირის დროშა დინამო მოსკოვი

მწვრთნელი

რუსეთის დროშა სპარტაკი–ალანია ვლადიკავკაზი

რუსეთის დროშა ცსკა მოსკოვი

უკრაინის დროშა დინამო კიევი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. სტატისტკა RSSF–ზე. Rsssf.com (18 დეკემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2011.
  2. ვალერი გაზაევმა ცსკა დატოვა (რუსული). Pfc-cska.com. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2011.
  3. Gazzaev trainiert Dynamo. Transfermarkt.de. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2011.
  4. ინფორმაცია. Klisf.info. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2011.