უეინ რუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
M.-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ასლამაზიშვილი-ის მიერ რედაქტირ...
ხაზი 108: ხაზი 108:
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}


{{ინგლისის შემადგენლობა 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე}}
{{მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა}}
{{მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა}}
{{ინგლისის შემადგენლობა 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე}}
{{ინგლისის შემადგენლობა 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე}}

15:27, 21 ივნისი 2014-ის ვერსია

უეინ რუნი
რუნი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2009 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
უეინ მარკ რუნი
დაბადების
თარიღი
24 ოქტომბერი, 1985 (1985-10-24) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
ლივერპული
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
1996–2002 ევერტონი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2004 ევერტონი 67 (15)
2004– მანჩესტერ იუნაიტედი 278 (141)
ეროვნული ნაკრები
2003- ინგლისი 93 (39)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ივნისი, 2014

უეინ მარკ რუნი (ინგლ. Wayne Rooney; დ. 24 ოქტომბერი, 1985, ლივერპული, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

საკლუბო კარიერა

დებიუტი

უეინ რუნი პირველად მოედანზე 2002-2003 წლის სეზონის დასაწყისში გავიდა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გუდისონ პარკზე. ათი მატჩის შემდეგ, როდესაც უეინი ჯერ კიდევ 16 წლის იყო, მან პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა „არსენალის“ კარში. ეს მოხდა თამაშის დასასრულს და გუნდს დრამატულ მატჩში 2-1 გაამარჯვებინა.

უეინ რუნი გახდა ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი, როდესაც მან მოაწერა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს ხელი, რომელიც კლუბს საბოლოო ჯამში 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა. „ევერტონის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ახალ გუნდთან კონტრაქტს ზაფხულის ტრანსფერის დასრულებამდე რამდენიმე საათრით ადრე მოაწერა ხელი 2004 წლის 31 აგვისტოს.

მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერში რუნის დებიუტი 2004 წლის 28 სექტემბერს შედგა. მან პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ, რომელიც კლუბმა მოიგო, ანგარიშით 6-2. მატჩში რუნის ჰეთ-თრიკი შეასრულა.

2004-2005 წლის სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ თასის გარეშე დარჩა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ უეინ რუნისთვის გადაეცათ ჯილდო სეზონის საუკეთესო გოლისათვის. მეორე ადგილიც ასევე რუნის გოლმა დაიკავა. ფეხბურთელმა ეს სეზონი საუკეთესოდ დაასრულა. ის 17 გატანილი გოლით კლუბის ბომბარდირი გახდა და ინგლისის თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ფინალში „არსენალთან“ დამარცხდა.

2005-2006 წლების სეზონში უინი განაგრძობდა წინსწვლას და ნელ-ნელა ამტკიცებდა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთეს იყო კლუბის რიგებში. მთელი სეზონის განმავლობაში მან 19 გოლის გატანა შეძლო. ამ შედეგით კლუბის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იკავებდა. ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა „ნიუკასლისა“ და „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. ასევე შეძლო და გოლი გაიტანა „არსენალისა“ და მისი ყოფილი გუნდის, „ევერტონის“ კარშიც. ამ სეზონში კლუბმა „უიგანის“ დამარცხება შეძლო და ლიგის თასი მოიგო. ამ თამაშში რუნიმ დუბლი გაიფორმა და პირველი ფროფესიონალური მედალიც მოიპოვა.

რუნი ასევე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სეზონის ბოლოს კი PFA-ის მეორეჯერ ზედიზედ დაასახელა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ, რომლითაც მან შეძლო გაემეორებინა ის გზა, რომლითაც რაიან გიგზმა დაიწყო. რუნის თამაში არ გამოპარვიათ ასევე კლუბის გულშემატკივრებს, რომლებმაც უეინს გადასცეს „სერ მეთ ბასბის პრიზი“ - კლუბის წლის საუკეთესო მოთამაშე.

სეზონის ბოლო ტურში „ჩელსისთან“ რუნიმ ტრავმა მიიღო და საეჭვო გახდა მისი გერმანიაში წასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ ექიმების დახმარებით მან შეძლო დროზე ადრე გამოჯანმრთელება, ფეხბურთელს უკვე შეეძლო მსოფლიოში ყველაზე მთავარ ტურნირზე წასვლა, მაგრამ ნათელი იყო, რომ რუნი ბოლომდე ჯანმრთელი არ იყო. საბოლოოდ კი ტურნირის 1/4 ფინალში რუნიმ წითელი მიიღო პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ.

2006-2007 წლის სეზონმა გამოაჩინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა რუნიზე ზეგავლინა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ შეძლო დუბლის შესრულება პირველ ტურში „ფულჰემის“ წინააღმდეგ, შემდეგი გოლის ლოდინი მას მთელი 13 მატჩი მოუწია. მაგრამ 13 მატჩის შემდეგ მან შეასრულა ჰეთ-თრიკი „ბოლტონის“ კარში, შემდეგ „შეფილდ იუნაიტედის“ კარში დუბლი მოჰყვა.

გოლების ნუსხაში რუნიმ 2006-2007 წლის სეზონში მიუმატა „არსენალის“ კარში გატანილი გოლი „ემირეიტს სტედიუმზე“, ასევე შესანიშნავი გოლი „უოტფორდთან“, და ამაზე უფრო აღსაღნიშნი გოლი დევიდ ჯეიმსის კარში „პორტსმუთის“ წინააღმდეგ თასის თამაშზე, ბრწყინვალე გოლი „ბოლტონის“ კარში რონალდუსთან შეთამაშებით, ინგლისის თასის ნახევარფინალში გატანილი პირველი გოლი „უოტფორდის“ კარში, და გოლი რომელმაც მანჩესტერელები დააწინაურა „გუდისონ პარკზე“ ლივერპულის „ევერტონის“ წინააღმდეგ 2-3, წერტილი კი ამ თამაშში კრის იგლსმა დასვა 2-4. რაც არ უნდა რთულად მოგვეჩენოს, რუნიმ ამ სეზონში 23 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა თავის ანგარიშზე.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუნიმ როგორც იქნა დაარღვია ევროპის თასებზე უგოლი მატჩების სერია, მან 1/4 ფინალში შეძლო „რომას“ კარში გოლის გატანა. ამას მოჰვა მისი მომდევნო ტურში ორი გოლის გატანა, ერთერთი კი „მილანის“ კარში ბოლო წუთზე, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ჯამში ანგარიში 3-2 დააფიქსირა და მოაგებინა „წითლებს“.

2006 წლის ნოემბერში რუნიმ გაახანგრძლივა კონტრაქტი გუნდთან 6 წლით, რომელმაც შანსი მისცა მას კიდევ ეთამაშა გუნდში 2012 წლამდე და გამოემუშავებინა 35 მილიონი ფუნტი.

2007-2008 წლის სეზონში უეინმა საბოლოო ჯამში 18 გოლი გაიტანა და იყო გუნდის ერთერთი ძირითადი ფიგურა, რომელმაც საბოლოო ჯამში შეძლო დუბლის გაკეთება სეზონში. ის შესანიშნავად უწყობდა თავდასმის ხაზში კარლოს ტევესს.

მან გაიტანა შესანიშნავი გოლი „ნიუკასლის“ კარში, ასევე გაიტანა „რომას“ კარში როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ასევე 1/4 ფინალში, ოქტომბერში კი მეტოქის კარი ზედიზედ 7-ჯერ დალაშქრა. ის ასევე მონაწილეობდა „არნენალის“ განადგურებაში ინგლისის თასზე, რომელიც საბოლოო ჯამში 4-0 დასრულდა, შეძლო გათანაბრება „მიდლსბროსთან“ მატჩში (2-2) და ასევე შეასრულა დუბლი „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ (4-0).

2008-2009 წლის სეზონში უეინმა ჩაატარა 39 მატჩი და შეძლო 20 გოლის გატანა, რითაც გუნდის ბომბარდირებში მეორე ადგილი დაიკავა რონალდუს შემდეგ. ამ სეზონში რუნიმ მოუკლო გაფრთხილებების მომარაგებას, ის აღარ იღებდა უაზრო ყვითელ ბარათებს. შეიძლება მას უფრო მეტი გოლიც გაეტანა მაგრამ ფერგი ცდას სახით მას ნახევარდაცვის ფლანგებზე აყენებდა, საიდანაც ის პარტნიორებთან ერთად ცდილობდა გუნდის შეტევები გაემწვავებინა. რუნის განცხადებით მისი საყვარელი პოზიცია ცენტრალური თავდასხმის ხაზია, და დარწმუნებული იყო, რომ ახალ სეზონში ფერგი მას თავის საყვარელ ადგილას დააბრუნებდა.

2009-10 წლების სეზონი შედარებით წარუმატებელი იყო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა მეოთხედფინალიდან, პრემიერლიგა დაუთმო „ჩელსის“, ხოლო ბომბარდირობა რუნიმ დაუთმო დიდიე დროგბას. ცუდად დაიწყო შემდგომი სეზონიც, ამიტომ რუნიმ გამოთქვა მანჩესტერის დატოვების სურვილი, თუმცა გადაწყვეტილება მალე შეცვალა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2011 წლის სეზონში რუნი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მეორედ წააგო ბარსელონასთან“. რუნიმ ფინალში გოლი გაიტანა. რუნიმ „იუნატედთან“ ერთად პრემიერ-ლიგა კვლავ მოიგო 2011 და 2013 წლებში.

2013 წლის სეზონის ბოლოს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა სერ ალექს ფერგიუსონის მიერ კლუბის დატოვების შესახებ, კვლავ დაიწყო მითქმა-მოთქმა რუნის სხვა კლუბში გადასვლის შესახებ. „ჩელსიმ“ დაადასტურა, რომ სურდა რუნის შეძენა, თუმცა რუნი მანჩესტერში დარჩა.

სანაკრებო კარიერა

უეინ რუნი ადრეული ასაკიდან თამაშობს ინგლისის ნაკრებში. 2003 წლის თებერვალში, აპტონ პარკზე შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების ფორმით, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო მათ შორის, ვისაც ინგლისის ნაკრების ფორმით გოლი ჰქონდა გატანილი. 17 წლის ფეხბურთელმა თავისი პირველი გოლი მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კარში გაიტანა.

მისი ტალანტური თამაში უფრო ყურადრება მისაქცევი გახდა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც მან ბრწყინვალედ იასპარეზა მთელი ტურნირის მანძილზე. 4 მატჩში მან 3 გოლის გატანა შეძლო შვეიცარიისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების კარში. აქედან ერთერთი იყო 25 იარდიდან გატანილი გოლი ხორვატიის ნაკრების კარში, რომელიც საკმარისი გახდა სერ ალექს ფერგიუსონისათვის, რომელმაც მას კონტრაქტი შესთავაზა. 18 წლისა და 7 თვის რუნი გახდა ყველაზე ახალგაზრა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაუტანია.[1]

რუნიმ ასევე ითამაშა 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე. რუნიმ გამოტოვა ევრო 2012-ის პირველი ორი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო. მან ითამაშა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში უკრაინის წინააღმდეგ, სადაც გაიტანა გოლი. მან აგრეთვე ითამაშა მეოთხედფინალში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში იტალიამ გაიმარჯვა. რუნიმ მონაწილეობა მიიღო 2014 წლის მუნდიალზეც.

პირადი და ოჯახური ცხოვრება

რუნის ჰყავს მეუღლე კოლინი და ვაჟიშვილი კაი. რუნის სამი ავტობიოგრაფიული წიგნი აქვს გამოშვებული.

ტიტულები

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA