ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2014/განხილვა:პანკისის ხეობის კრიზისი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხელმოუწერელი
No edit summary
ხაზი 49: ხაზი 49:


--სულხან ბორძიკაშვილი 20:22, 31 მაისი 2014 (UTC){{ხელმოუწერელი|Bordzikashvili}}
--სულხან ბორძიკაშვილი 20:22, 31 მაისი 2014 (UTC){{ხელმოუწერელი|Bordzikashvili}}

:კარგით, გასაგებია თქვენი აზრი.
:მაშ ასე, ძვირფასო კოლეგებო, ვუყაროთ კენჭი ამ სტატიის არსებობას.
: '''ემხრობით თუ არა სტატიის წაშლას?'''
*{{ჰო}}--<small><span style="border:1px solid #0000ff;padding:1px;">[[მომხმარებელი:Medgeorgia|<b>MEDGEORGIA</b>]] [[მომხმარებლის განხილვა:Medgeorgia|<font style="color:#FFFFE0 ;background:#4682B4">&nbsp;განხილვა&nbsp;</font>]] </span></small> 20:47, 31 მაისი 2014 (UTC)

20:47, 31 მაისი 2014-ის ვერსია

პანკისის ხეობის კრიზისის სტატიაა, თუ ირაკლი ალასანიას მოგონებათა დღიური?--დათო1010 19:43, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ციტატის სახით უნდა იქნას მოყვანილი, ალბათ, მაგრამ საჭიროა მეტი ინფო ზოგადად. --H.McC. განხილვაწვლილი 19:45, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მიუღებელია ამხელა ციტატა ასეთ პატარა სტატიაში. ამოსაღებია. — მიხეილ მიწერა 19:55, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეს ციტატა მარტივად შეიძლება გამოვიყენოთ წყაროდ და გადავიტანოთ ინფორმაციის ფორმატში. ავტორი მიხედავს ალბათ ამ საქმეს. --ჯაბა ლაბაძე 03:51, 2 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ვაროსანი 15:51, 2 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეს თემა წასაშლელია!

მოკლედ,ჩემო მეგობრებო,ადმინებო...

ძალიან დამავალებთ,თუ წაშლით თემას,რადგან არასწორია აქ რაც წერია,ჯერ რუკა რად ღირს,მერე თითქოს პანკისში რამე ისეთი ყოფილიყოს,მოწინააღმდეგეო,გამარჯვებაო,ხალხს ძალით ტენიან ამ დეზინფორმაციას თუ რა ხდება???

მანდ დაპირისპირება როდის იყო ერთი ძალიან მაინტერესებს,დასასვენებლად გადმოსული ხალხი ერთი ტყვიის გაუსროლველად გავიდა ისევ რუსეთში და დღეს როგორ ფუთავთ ამას?!

უბრალოდ მარაზმია და მეტი არაფერი!!!

--სულხან ბორძიკაშვილი 22:42, 30 მაისი 2014 (UTC)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Bordzikashvili (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Medgeorgia:. ეგებ შემოიხედო. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ სტატია საჭიროებს სქოლიოს და გადამოწმებას. - ოთოჯი განხილვა 04:55, 31 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბატონო სულხან, სტატია ნაწილობრივ თარგმნილია ამ ინგლისური სტატიიდან, ხოლო ნაწილი აღებულია საქართველოს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ინტერვიუდან, რომელიც მან გაზეთ „კვირის პალიტრას“ მისცა. ჩვენით არაფერი მოგვიგონია, რაც ეწერა მედიაში — ავიღეთ და ინგლისური სტატიაც ვთარგმნეთ --MEDGEORGIA  განხილვა  11:32, 31 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

თემა წასაშლელია

მათ დაწერეს კაი,ინგლისური ვერსიაა,არ იცოდნენ რა ხდებოდა საქართველოში,ეს ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ იყო,მე საერთოდ იქაური ვარ დაბადებული გაზრდილი და ძალიან მშვენივრად ვიცი,რა როგორ მოხდა,ამ სტატიის სქრინშოთი გავაზიარე და კომენტარები უნდა ნახო ხალხის,უბრალოდ ძალიან ცუდი ამბავია,მართლა რა,რუკას მაინც ვერ დახედეთ??? ან ისტორია რამე,როგორ შეიძლება ალასანიას ინტერვიუს გამო ეს...

ერთი ტყვია რო იყოს გავარდნილი,მაჩვენეთ ვინმემ ამ დროს!!!

უბრალოდ დეზინფორმაციას არ უნდა ავრცელებდეს რა ვიკიპედია!!!

არ გამიჭირდება ამის ყველგან გაგზავნა,უბრალოდ ეს ხალხის შეცდომაში,დიდი შეცდომაში შეყვანაა!!!!

--NOXÇIYŊ PAÇẊALQ NOXÇIYÇÖ 16:58, 31 მაისი 2014 (UTC)

სტატიის ავტორებს და საერთოდ ვიკიპედიის ქართველ რედაქტორებს საკუთარი თვალით არ აქვთ ნანახი რა ხდებოდა იქ, მოხდა გაცნობა უკვე არსებული მასალებისა, წაკითხულ იქნა ინტერვიუები და უკვე დაწერილი სტატიები და იმის მიხედვით მოხდა ამ მასალის დაწერა, ასე რომ თუ თქვენ გაგაჩნიათ მასალები ან რაიმე წყარო იმის შესახებ თუ რა მოხდა რეალურად, გთხოვთ მოგვაწოდოთ დამადასტურებელი ცნობები.

ადმინისტრატორებს მოვუწოდებ ჩაერთონ დისკუსიაში (@MIKHEIL:, @Zangala:, @Island:, @David1010:, @Deu:, @BRUTE:, @Nodar Kherkheulidze:, @Otogi:)

--MEDGEORGIA  განხილვა  17:28, 31 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

სულხან, მეც ახმეტის რაიონიდან ვარ. მიმაჩნია, რომ ეს სტატია ბევრ წყაროს საჭიროებს, ამჟამად კი მხოლოდ ერთია - ალასანიას მოსაზრებები. ამ სახით, აშკარად ირღვევა ნეიტრალურობის პრინციპი და ვემხრობი მის წაშლას. — Mikheil მიწერა 18:14, 31 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით, მსგავს თემაზე სტატიის არსებობა, თუ მას არ ახლავს სანდო და გადამოწმებადი წყაროები, სარისკოა მკითხველისთვის (ინფორმაციის სწორად გავრცელების თვალსაზრისით). კარგი იქნება, თუ დაემატება სანდო და გადამოწმებადი წყაროები. ამას ისედაც ვითხოვთ ყველა სტატიისთვის, ასეთს კი ეს განსაკუთრებით სჭირდება. Nodar Kherkheulidze განხილვა 19:08, 31 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
სტატიის შინაარსს, სისწორესა და, აქედან გამომდინარე, მისი წაშლის თუ წაუშლელობის საკითხს რაც შეეხება, ვერ შევაფასებ, რადგან ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური. Nodar Kherkheulidze განხილვა 19:12, 31 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

დოკუმენტებით ეხლა ვერ დავამოწმებ,მაგრამ მე ზუსტად ვიცი და ვეცდები მოგაწოდოთ მერე დოკუმენტაცია,ვიდეო ან რა ვიცი,მაგრამ მეგობრებო,სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია ამ დეზინფორმაციამ,უბრალოდ ეს ასე რომ იყოს,სიტყვას არ ვიტყოდი,მაგრამ ჩვენ არასდროს არ აგვისხია საქართველოს წინააღმდეგ იარაღი და არც ქართველები შემოვარდნილან ჩვენთან იარაღით,ეს უბრალოდ ჩვენი თვალით სხვანაირად ჩანს.

ჩვენ არასდროს არ გვქონია სეპარატიზმი! ეს კი ფაქტიურად სხვას ამბობს,ერთ მხარეს ისლამისა და ჩეჩნეთის ( თან იჩქერიის,დამოუკიდებელი ჩეჩნეთის,რომელიც იყო საქართველოს საუკეთესო მეგობარი) დროშა,მეორე მხარეს საქართველოს დროშა,თან დაპირისპირებული მხარეები,ასევე რუკას დახედეთ რა ხდება... ეს ძალიან ცუდად ხვდება თვალში,მე ინგლისურად ვერ დავწერ ამდენს,თორე იქაც გავაკეთებდი ამ ყველაფერს,რადგან ეს ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანას დააზარალებს,საქართველოს და პანკისს ომი როდის ჰქონდათ ერთი,ჩვენ შიგნით კი ვიცით,გავარკვევთ მაგრამ უცხო რო დაძებნის და ამას ამოაგდებს,ნუ რა ვიცი!!!

იმედი მაქვს მიიღებთ გადაწყვეტილებას,მე კი მხოლოდ სიმართლე მინდა იყოს და მეტი არაფერი.

--სულხან ბორძიკაშვილი 20:22, 31 მაისი 2014 (UTC)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Bordzikashvili (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

კარგით, გასაგებია თქვენი აზრი.
მაშ ასე, ძვირფასო კოლეგებო, ვუყაროთ კენჭი ამ სტატიის არსებობას.
ემხრობით თუ არა სტატიის წაშლას?