უეფა-ს ევროპა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 539: ხაზი 539:
|{{flagicon|RUS}} [[ზენიტი (საფეხბურთო კლუბი)|ზენიტი]]||align="center"|1||align="center"|0||2008||
|{{flagicon|RUS}} [[ზენიტი (საფეხბურთო კლუბი)|ზენიტი]]||align="center"|1||align="center"|0||2008||
|-
|-
|{{flagicon|UKR}} [[შახტარი დონეცკი (საფეხბურთო კლუბი)|დონეცკის შახტარი]]||align="center"|1||align="center"|0||2009||
|{{flagicon|UKR}} [[შახტარი დონეცკი (საფეხბურთო კლუბი)|შახტარი დონეცკი]]||align="center"|1||align="center"|0||2009||
|-
|-
|{{flagicon|ENG}} [[ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)|ჩელსი]]||align="center"|1||align="center"|0||2013||
|{{flagicon|ENG}} [[ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)|ჩელსი]]||align="center"|1||align="center"|0||2013||

07:07, 20 მაისი 2014-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის ლიგა.
უეფა-ს ევროპის ლიგა
ფაილი:Europa League.png
კონფედერაცია უეფა (ევროპა)
დაარსდა 1971
კლუბ. რაოდენობა 48 (ჯგუფური ეტაპი)
+8 გუნდი, ჩემპიონთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის შემდგომ.

160 (სულ)
მოქ. ჩემპიონი ესპანეთის დროშა „სევილია“
(მე-3 ტიტული)
ყველაზე ტიტულოვანი იტალიის დროშა „იუვენტუსი“
იტალიის დროშა „ინტერი“
ინგლისის დროშა „ლივერპული“
ესპანეთის დროშა „სევილია“
(3 ტიტული)

უეფა-ს ევროპის ლიგა (ინგლ. UEFA Europa League) — საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომლის ორგანიზატორია უეფა. უეფა-ს ევროპის ლიგა ყველაზე პოპულალური საკლუბო საფეხბურთო ტურნირია ევროპაში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპის ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.

ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპის ლიგა.

„სევილია“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. მან 2014 წლის 14 მაისს, ტურინში, ლისაბონის „ბენფიკა“ დაამარცხა.

ისტორია

უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1955 წელს დაარსდა შვეიცარიელი ერნსტ ტომენის, იტალიელი ოტორინო ბარაზისა და ინგლისელი სერ სტენლი როუზის იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად.[1] 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი უეფა-მ ითავა და 1971-1972 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „ტოტენჰემ ჰოტსპური“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.[2]

ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა 1999 წელს, მას შემდეგ რაც უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა.[3] დაარსებიდან 2004 წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004-2005 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.[3]

2009-2010 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპის ლიგა“.[4] შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე-ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე-ადგილოსნები ემატებათ, და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.[3]

თასი

ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი შამპანურით ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს მილანელმა ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი ევროს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი ჩემპიონთა თასივით არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება.

უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი უეფა ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის.

გოლების სტატისტიკა

მონაცემები მოცემულია 2014 წლის 14 მაისის მდგომარეობით, საკვალიფიკაციოს ჩათვლით.

ადგილი მოთამაშე გოლი
1 შვედეთის დროშა ჰენრიკ ლარსონი 40
2 კოლუმბიის დროშა რადამელ ფალკაო 31
3 ნიდერლანდების დროშა კლას-იან ჰუნტელაარი 30
4 გერმანიის დროშა დიტერ მიულერი 29
5 საქართველოს დროშა შოთა არველაძე 27
6 იტალიის დროშა ალესანდრო ალტობელი 25
7 ხორვატიის დროშა მლადენ პეტრიჩი 24
8 პერუს დროშა კლაუდიო პიზარო 24
9 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 23
10 ინგლისის დროშა მარტინ ჩივერსი 22

ფინალები

სეზონი გამარჯვებული ქვეყანა ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1971-72 ტოტენჰემ ჰოტსპური ინგლისის დროშა 2:1; 1:1 ვულვერჰემპტონი ინგლისის დროშა
1972-73 ლივერპული ინგლისის დროშა 3:0; 0:2 ბორუსია მიუნხენგლადბახი გერმანიის დროშა
1973-74 ფეიენოორდი ნიდერლანდების დროშა 2:2; 2:0 ტოტენჰემ ჰოტსპური ინგლისის დროშა
1974-75 ბორუსია მიუნხენგლადბახი გერმანიის დროშა 0:0; 5:1 ტვენტე ნიდერლანდების დროშა
1975-76 ლივერპული ინგლისის დროშა 3:2; 1:1 ბრიუგე ბელგიის დროშა
1976-77 იუვენტუსი იტალიის დროშა 1:0; 1:2 ატლეტიკი ბილბაო ესპანეთის დროშა
1977-78 პსვ ნიდერლანდების დროშა 0:0; 3:0 ბასტია საფრანგეთის დროშა
1978-79 ბორუსია მიუნხენგლადბახი გერმანიის დროშა 1:1; 1:0 ცრვენა ზვეზდა სერბეთის დროშა
1979-80 აინტრახტი გერმანიის დროშა 2:3; 1:0 ბორუსია მიუნხენგლადბახი გერმანიის დროშა
1980-81 იფსვიჩ ტაუნი ინგლისის დროშა 3:2; 2:4 აზ '67 ნიდერლანდების დროშა
1981-82 გიოტერბორგი შვედეთის დროშა 1:0; 3:0 ჰამბურგი გერმანიის დროშა
1982-83 ანდერლეხტი ბელგიის დროშა 1:0; 1:1 ბენფიკა პორტუგალიის დროშა
1983-84 ტოტენჰემ ჰოტსპური ინგლისის დროშა 1:1; 4:3 პენ. ანდერლეხტი ბელგიის დროშა
1984-85 რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა 3:2; 0:1 ვიდეოტონი უნგრეთის დროშა
1985-86 რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა 5:1; 0:2 კიოლნი გერმანიის დროშა
1986-87 გიოტერბორგი შვედეთის დროშა 1:0; 1:1 დანდი იუნაიტედი შოტლანდიის დროშა
1987-88 ბაიერი ლევერკუზენი გერმანიის დროშა 0:3; 3:0; 3:2 პენ. ესპანიოლი ესპანეთის დროშა
1988-89 ნაპოლი იტალიის დროშა 2:1; 3:3 შტუტგარტი გერმანიის დროშა
1989-90 იუვენტუსი იტალიის დროშა 3:1; 0:0 ფიორენტინა იტალიის დროშა
1990-91 ინტერი იტალიის დროშა 2:0; 0:1 რომა იტალიის დროშა
1991-92 აიაქსი ნიდერლანდების დროშა 2:2; 0:0 ტორინო იტალიის დროშა
1992-93 იუვენტუსი იტალიის დროშა 3:1; 3:2 ბორუსია დორტმუნდი გერმანიის დროშა
1993-94 ინტერი იტალიის დროშა 1:0; 1:0 ზალცბურგი ავსტრიის დროშა
1994-95 პარმა იტალიის დროშა 1:0; 1:1 იუვენტუსი იტალიის დროშა
1995-96 ბაიერნი გერმანიის დროშა 2:0; 3:1 ბორდო საფრანგეთის დროშა
1996-97 შალკე 04 გერმანიის დროშა 1:0; 0:1; 4:1 პენ. ინტერი იტალიის დროშა
1997-98 ინტერი იტალიის დროშა 3:0 ლაციო იტალიის დროშა
1998-99 პარმა იტალიის დროშა 3:0 მარსელი საფრანგეთის დროშა
1999-00 გალათასარაი თურქეთის დროშა 0:0; 4:1 პენ. არსენალი ინგლისის დროშა
2000-01 ლივერპული ინგლისის დროშა 4:4; 5:4 დ.დ. ალავესი ესპანეთის დროშა
2001-02 ფეიენოორდი ნიდერლანდების დროშა 3:2 ბორუსია დორტმუნდი გერმანიის დროშა
2002-03 პორტუ პორტუგალიის დროშა 2:2; 3:2 დ.დ. სელტიკი შოტლანდიის დროშა
2003-04 ვალენსია ესპანეთის დროშა 2:0 მარსელი საფრანგეთის დროშა
2004-05 ცსკა მოსკოვი რუსეთის დროშა 3:1 სპორტინგი პორტუგალიის დროშა
2005-06 სევილია ესპანეთის დროშა 4:0 მიდლსბრო ინგლისის დროშა
2006-07 სევილია ესპანეთის დროშა 2:2; 3:1 პენ. ესპანიოლი ესპანეთის დროშა
2007-08 ზენიტი რუსეთის დროშა 2:0 რეინჯერსი შოტლანდიის დროშა
2008-09 შახტარი უკრაინის დროშა 2:1 (დ.დ.) ვერდერი გერმანიის დროშა
2009-10 ატლეტიკო მადრიდი ესპანეთის დროშა 1:0 ფულჰემი ინგლისის დროშა
2010-11 პორტუ პორტუგალიის დროშა 2:1 (დ.დ.) ბრაგა პორტუგალიის დროშა
2011-12 ატლეტიკო მადრიდი ესპანეთის დროშა 3:0 ატლეტიკი ესპანეთის დროშა
2012-13 ჩელსი ინგლისის დროშა 2:1 ბენფიკა პორტუგალიის დროშა
2013-14 სევილია ესპანეთის დროშა 0:0; 4-2 პენ. ბენფიკა პორტუგალიის დროშა

სტატისტიკა

ქვეყნების მიხედვით

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული იტალიას ჰყავს. იტალიურმა გუნდებმა 9-ჯერ მოახერხეს უეფას თასისა და ევროპის ლიგის აღება და 6-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. სულ 11 ქვეყნის გუნდმა მოახერხა თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
იტალიის დროშა იტალია 9 6
ესპანეთის დროშა ესპანეთი 8 5
ინგლისის დროშა ინგლისი 7 5
გერმანიის დროშა გერმანია 6 8
ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია 4 2
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 2 5
შვედეთის დროშა შვედეთი 2 0
რუსეთის დროშა რუსეთი 2 0
ბელგიის დროშა ბელგია 1 2
თურქეთის დროშა თურქეთი 1 0
უკრაინის დროშა უკრაინა 1 0
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 0 4
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 0 3
ავსტრიის დროშა ავსტრია 0 1
სერბეთის დროშა სერბეთი 0 1
უნგრეთის დროშა უნგრეთი 0 1

კლუბების მიხედვით

კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
იტალიის დროშა იუვენტუსი 3 1 1977, 1990, 1993 1995
იტალიის დროშა ინტერი 3 1 1991, 1994, 1998 1997
ინგლისის დროშა ლივერპული 3 0 1973, 1976, 2001
ესპანეთის დროშა სევილია 3 0 2006, 2007, 2014
გერმანიის დროშა ბორუსია მიუნხენგლადბახი 2 2 1975, 1979 1973, 1980
ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური 2 1 1972, 1984 1974
ნიდერლანდების დროშა ფეიენორდი 2 0 1974, 2002
შვედეთის დროშა გიოტებორგი 2 0 1982, 1987
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 2 0 1985, 1986
იტალიის დროშა პარმა 2 0 1995, 1999
პორტუგალიის დროშა პორტუ 2 0 2003, 2011
ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 2 0 2010, 2012
ბელგიის დროშა ანდერლეხტი 1 1 1983 1984
ნიდერლანდების დროშა პსვ ეინდჰოვენი 1 0 1978
გერმანიის დროშა ფრანკფურტის აინტრახტი 1 0 1980
ინგლისის დროშა იფსვიჩი 1 0 1981
გერმანიის დროშა ბაიერ ლევერკუზენი 1 0 1988
იტალიის დროშა ნაპოლი 1 0 1989
ნიდერლანდების დროშა აიაქსი 1 0 1992
გერმანიის დროშა ბაიერნ მიუნხენი 1 0 1996
გერმანიის დროშა შალკე 04 1 0 1997
თურქეთის დროშა გალათასარაი 1 0 2000
ესპანეთის დროშა ვალენსია 1 0 2004
რუსეთის დროშა ცსკა 1 0 2005
რუსეთის დროშა ზენიტი 1 0 2008
უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი 1 0 2009
ინგლისის დროშა ჩელსი 1 0 2013
პორტუგალიის დროშა ბენფიკა 0 3 1983, 2013, 2014
ესპანეთის დროშა ატლეტიკი ბილბაო 0 2 1977, 2012
ესპანეთის დროშა ესპანიოლი 0 2 1988, 2007
გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი 0 2 1993, 2002
საფრანგეთის დროშა ოლიმპიკი მარსელი 0 2 1999, 2004
ინგლისის დროშა ვულვერჰემპტონი 0 1 1972
ნიდერლანდების დროშა ტვენტე 0 1 1975
ბელგიის დროშა ბრიუგე 0 1 1976
საფრანგეთის დროშა ბასტია 0 1 1978
სერბეთის დროშა ცრვენა ზვეზდა 0 1 1979

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;
  2. UEFA Cup 1971-72. rsssf.
  3. 3.0 3.1 3.2 უეფა-ს ევროპის ლიგის ისტორია. უეფა-ს ვებ-გვერდი.
  4. Uefa Cup given new name in revamp. BBC Sport. 26 სექტემბერი, 2008.