ცვლილებები

Jump to navigation Jump to search
მომხმარებლის 94.240.230.142 ცვლილებების გაუქმება (№2680552)
 
== ბიოგრაფია ==
=== ახალგაზრდობა ([[1883]] - [[1914]]) ===
benito musloni iyo italieli kaci
[[ფაილი:Casa Natale Benito Mussolini.jpg|thumb|left|მუსოლინის დაბადების ადგილი, დღეისთვის მუზეუმი.]]
ბენიტო მუსოლინი დაიბადა [[ცენტრალური იტალია|ცენტრალურ იტალიაში]] [[რომანა|რომანიის]] პატარა სოფელში ქ. [[ფორლი]]ს მახლობლად 1883 წლის [[29 ივლისი|29 ივლისს]]. მამამისი ალესანდრო მჭედელი იყო, დედამისი როზა - სოფლის მასწავლებელი. მამამისი [[სოციალისტური პარტია|სოციალისტური პარტიის]] აქტიური წევრი იყო და თავის უფროსს ვაჟს დაარქვა ბენიტო ამილკარე ანდრეა - მექსიკელი რევილუციონერის [[ბენიტო ხუარესი]]ს, ცნობილი ანარქისტის [[ამილკარე ჩიპრიანო]]ს და იტალიური სიციალისტური პარტიის დამაარსებლის [[ანდრეა კოსტა]]ს პატივსაცემად. ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობდა და ბენიტოს როგორც კი ის წამოიზარდა, მამის დახმარება მოუხდა სამჭედლოში. ბავშვობაში ბენიტო გამოირჩეოდა აგრესიული ტემპერამენტით და ამპარტავნობით, ის რთულად აღსაზრდელი ყმაწვილი იყო, მაგრამ ამავე დროს მას ახასიათებდა ახლობლებისადმი სითბო და მეგობრებისადმი ერთგულება.
სკოლაში, სადაც ბენიტო ამღზრდელებისათვის მუდმივი თავის ტკივილი იყო, მას ძალიან ნიჭიერ ყმაწვილად სთვლიდნენ, რომელსაც სწავლისადმი ლტოლვა ახასიათებდა. თვრამეტი წლის ასაკში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბენიტომ მასწავლებლის დიპლომი მიიღო. მაგრამ პედაგოგობა არ იზიდავდა მეამბოხე, სოციალისტური და ანარქისტული იდეებით გატაცებულ თავაწყვეტილ ყმაწვილს, რომელიც თავისი ხულიგნური ფათერაკებით ძალიან ამაყობდა.
 
[[1902]] წელს მუსოლინიმ [[შვეიცარია]]ს შეაფარა თავი, რათა თავი აეცილებინა ჯარში გაწვევას. აქ ის შავ მუშად მუშაობდა მშენებლობაზე, გამოსცადა შიმშილი, უსახლკარობა, უუფლებობა. მაგრამ გამჭრიახმა ყმაწვილმა მალე მონახა თავისთვის შესაფერი საქმე. მუშათა წრეში ის განათლებით და აქტიურობით გამოირჩეოდა და მას შესთავაზეს პროფკავშირის სამდივნოში მუშაობა. ამავე დროს მან დაიწყო სტატიების წერა, რომლებშიც ქადაგებდა ანარქიული სოციალიზმის თავისებურ გაგებას და გამოხატავდა თავის ანტიკლერიკალიზმს და შეძლებული კლასებისადმი მტრობას. ის ძალიან ბევრს კითხულობდა, რომ დაეძლია პოლიტიკური ფილოსოფიის მთელი ისტორია. ის სწავლობდა მარქსს და კაუცკის, შოპეიჰაუერს და ნიცშეს, ბლანკის და სორელს, კროპოტკინს და ბაკუნინს და ა.შ.. მოგვიანებით გადავიდა კანტზე, ჰეგელზე, სპინოზაზე და ა.შ..
 
[[ლოზანა]]ში და [[ბერნი|ბერნში]] მუსოლინი ძალიან დაუახლოვდა რუს სტუდენტებს და ემიგრანტებს, რომელთა აღვირახსნილობა და ნიჰილიზმი მისთვის ძალიან ახლო იყო. მათ წრეში მუსოლინის მოსწონდა, როდესაც მას "ძალადობის მოციქულს" ეძახდნენ.
 
თავის პროფკავშირში მუსოლინი მგზნებარედ მოუწოდებდა საყოველთაო გაფიცვისკენ და ქადაგებდა ძალადობის საშუალებით მუშათა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევას, რისთვისაც ის არაერთხელ დაპატიმრებული იყო, მაგრამ ციხეში ყოფნამ უფრო გააფთრებული გახადა ახალგაზრდა რევოლუციონერი. ამავე დროს მუსოლინი ახერხებდა ლოზანის და ჟენევის უნივერსიტეტებში ლექციებძე სიარულს, შეისწავლა ფრანგული, გერმანული. ინგლისური და ესპანური ენები, თარგმნიდა პოლიტიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს, წერდა სტატიებს.
[[1904]] წელს იტალიის მეფემ ამნისტია გამოუცხადა დეზერტირებს და მუსოლინი სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროისთვის მას პოლიტიკური ექსტრემისტის რეპუტაცია ჰქონდა და ერთ-ერთ გაზეთში მას სოციალისტური კლუბის "დიდ დუჩე"-თაც (ბელადად) კი მოიხსენიეს. ოცდახუთი წლის ასაკში "ამხანაგი მუსოლინი" უკვე მძლავრ ძალას წარმოადგენდა. იგი მუდმივად იბეჭდებოდა რევოლუციურ - ინტერნაციონალისტურ გამოცემაში "მშრომელის მომავალი" (Avenire del Lavoratore). ამ პერიოდში ის ქადაგებდა პროლეტარიატის ანტიპატრიოტიზმს, ნაციონალიზმს ეძახდა "მტაცებლურ მილიტარიზმს" და ეროვნულ დროშას კი სანაგვე ჩვარს. რელიგიას ის მოიხსენიებდა როგორც "გონების ამორალურ დაავადებას" და ეკლესიას კი როგორც "ლეშს". ბუნებრივია, ის არაერთხელ იყო ამისთვის დაპატიმრებული.
[[ფაილი:Benito Mussolini mugshot 1903.jpg|მინი|შვეიცარიის მილიცის მიერ, მუსოლინის დაკავების დროს გადაღებული სურათი, 1903]]
[[1910]] წელს მუსოლინიმ თავის მშობლიურ ქალაქ ფორლი'ში დააარსა საკუთარი სოციალისტური მიმართულების გაზეთი "კლასობრივი ბრძოლა", რომელმაც მთელი იტალიის სოციალისტებს შორის დიდი გავლენა მოიპოვა. ამავე დროს ის ჩამოყალიბდა როგორც კარგი ორატორი, რომელსაც ოსტატურად ეხერხებოდა აუდიტორიის განწყობის მართვა. სოციალისტები აღიარებდნენ მუსოლინის ლიდერულ თვისებებს, მაგრამ ბევრ მათგანს აშინებდა მის მიერ ქადაგებული "ძალადობის რკინისებული აუცილებლობა" და პრაქტიკაში შესაბამისი მეთოდების გამოყენება.
მუსოლინის დაპირისპირებამ სოციალისტური პარტიის ძირითად ნაწილთან იჩინა თავი [[1911]], როდესაც იტალიის ხელისუფლებამ გააგზავნა ჯარი ლივიაში ფორმალურად იტალიელი მოქალაქეების დასაცავად, სინამდვილეში კი იმისთვის, რომ დასუსტებული ოსმალეთი იქიდან გამოედევნა და დაემკვიდრებინა იტალიის დომინირება ამ რეგიონში. სოციალისტური პარტიის ეროვნულმა ყრილიბამ მხარი დაუჭირა "მთავრობის აგრესიულ ქმედებას" და ამან მუსოლინის აბობოქრება გამოიწვია. "საერთაშორისო მილიტარიზმი ისევ აგრძელებს ნგრევათა და მკვლელობათა ღრეობას...მანამ არსებობენ სამშობლოები, იარსებებს მილიტარიზმიც. სამშობლო - ეს აჩრდილია... შურისმგებლური, სასტიკი და ვერაგი... ვაჩვენოთ, რომ სამშობლო არ არსებობს!" - წერდა და გაჰყვიროდა ის და ამასაც არ დასჯერდა. პროტესტის გამოსახატავად მან გამოიყვანა ქალაქ ფორლის ქუჩებში ბანდები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრამვაის ხაზებს ანგრევდნენ. ამისთვის მუსოლინი უკვე მეხუთედ დააპატიმრეს და გაასამართლას.
 
როდესაც ხუთ თვიანი პატიმრობის შემდეგ მუსოლინი ციხიდან გამოვიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა გამხდარიყო სოციალისტური პარტიის ლიდერი და ეს პარტია სოციალისტურ - რესპუბლიკურ პარტიად ექცია. მისი გამოსვლა პარტიის მორიგ ყრილობაზე იმდენად ენერგიული და შთამბეჭდავი იყო, რომ მომდევნო [[1912]] წლის ბოლოს პარტიის ხელმძღვანელობამ დანიშნა "პროფესორი ბენიტო მუსოლინი" სოციალისტების მთავარი ბეჭდვითი ორგანოს მილანში გამომავალ გაზეთ "ავანტი"-ს მთავარ რედაქტორად. აქაც ისევე, როგორც პროვინციალურ "კლასობრივ ბრძოლაში" მუსოლინი ყველა პოლიტიკურ სტატიას წერდა თვითონ და მისი რედაქტორული ნიჭის წყალობით მოკლე ხანში გაზეთის ტირაჟი რამდენიმეჯერ გაიზარდა. "ის შორს წავა" - ასეთი აზრის იყვნენ მუსოლინიზე თანაპარტიელები. მაგრამ [[1913]] წლის არჩევნებში, რომელშიც ის ქ. ფორლიდან წარდგენილი სოციალისტური პარტიის კანდიდატი იყო და წინასაარჩევნო გამოსვლებში ამხელდა მილიტარიზმს, იმპერიალიზმს და ნაციონალიზმს, მან პირწმინდად წააგო.
 
=== ფაშიზმის აღმოცენება ( [[1914]] - [[1922]] ) ===

სანავიგაციო მენიუ