ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Fiqriasidamonize|Fiqriasidamonize]]|2=2014 წლის 11 მაისი}}
[[ფაილი:Paul Apostle.jpg|100px|მინიატიურა|წმინდა მოციქული პავლე]]
[[ფაილი:Paul Apostle.jpg|100px|მინიატიურა|წმინდა მოციქული პავლე]]
'''ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი''' — ახალი აღთქმის 14 ეპისტოლე, რომელსაც მიაკუთვნებენ წმ. მოციქულ პავლეს. ეპისტოლეთაგან, თითოეულს კონკრეტული მისამართი აქვს. ისინი მიმართულია რომაელთა, კორინთელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, თესალონიკელთა და სხვათა მიმართ. თითოეული მათგანი განსხვავებულია აგებულებისა და შინაარსის თვალსაზრისით და მიმართულია ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებში ახლადმოქცეულთა გასარკვევად. მათ შორის ყველაზე დიდია ეპისტოლეები რომაელთა მიმართ და პირველი კორინთელთა მიმართ, რომლებიც შედგება 16–16 თავისაგან, ხოლო ყველაზე პატარაა ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. ის მხოლოდ ერთ თავს მოიცავს.

12:54, 11 მაისი 2014-ის ვერსია

წმინდა მოციქული პავლე

ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი — ახალი აღთქმის 14 ეპისტოლე, რომელსაც მიაკუთვნებენ წმ. მოციქულ პავლეს. ეპისტოლეთაგან, თითოეულს კონკრეტული მისამართი აქვს. ისინი მიმართულია რომაელთა, კორინთელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, თესალონიკელთა და სხვათა მიმართ. თითოეული მათგანი განსხვავებულია აგებულებისა და შინაარსის თვალსაზრისით და მიმართულია ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებში ახლადმოქცეულთა გასარკვევად. მათ შორის ყველაზე დიდია ეპისტოლეები რომაელთა მიმართ და პირველი კორინთელთა მიმართ, რომლებიც შედგება 16–16 თავისაგან, ხოლო ყველაზე პატარაა ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. ის მხოლოდ ერთ თავს მოიცავს.

სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა. ამ მიზნით მან სამჯერ იმოგზაურა სხვადასხვა ადგილებში — მოიარა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნები არაბეთიდან ესპანეთამდე, იერუსალიმი, სელევკია და კ. კვიპროსი, სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც, კერძოდ, ათენში, კორინთოში, ეფესოსა და კესარიაში. მან დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის სწორედ ამ მოგზაურობების დროს დაიწერა 14 ეპისტოლე, რომლებიც შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და რიგით მეოთხე წიგნს წარმოადგენს წმინდა ოთხთავის, მოციქულთა საქმენის, კათოლიკე ეპისტოლენის შემდეგ. ის უშუალოდ წინ უსწრებს მხოლოდ იოანეს გამოცხადებას ანუ „აპოკალიფსისს“, რომელიც ახალი აღთქმის ბოლო, მეხუთე წიგნს წარმოადგენს.

ეპისტოლეთა სტრუქტურა

  • რომაელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 16 თავისაგან)
  • პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 16 თავისაგან)
  • მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 13 თავისაგან)
  • გალატელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 6 თავისაგან)
  • ეფესელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 6 თავისაგან)
  • ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 4 თავისაგან)
  • კოლასელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 4 თავისაგან)
  • პირველი თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 5 თავისაგან)
  • მეორე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 3 თავისაგან)
  • პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე (შედგება 6 თავისაგან)
  • მეორე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე (შედგება 4 თავისაგან)
  • ტიტეს მიმართ ეპისტოლე (შედგება 3 თავისაგან)
  • ფილიმონის მიმართ ეპისტოლე (შედგება 1 თავისაგან)
  • ებრაელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 13 თავისაგან)

იხილეთ აგრეთვე

პავლე მოციქული

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA