ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Fiqriasidamonize|Fiqriasidamonize]]|2=2014 წლის 11 მაისი}}
[[ფაილი:Paul Apostle.jpg|100px|მინიატიურა|წმინდა მოციქული პავლე]]
'''ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი''' — ახალი აღთქმის 14 ეპისტოლე, რომელსაც მიაკუთვნებენ წმ. მოციქულ პავლეს. [[პავლე მოციქული]]ს ეპისტოლეთაგან, თითოეულს კონკრეტული მისამართი აქვს. ისინი მიმართულია რომაელთა, კორინთელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, თესალონიკელთა და სხვათა მიმართ. თითოეული მათგანი განსხვავებულია აგებულებისა და შინაარსის თვალსაზრისით და მიმართულია ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებში ახლადმოქცეულთა გასარკვევად. მათ შორის ყველაზე დიდია ეპისტოლეები რომაელთა მიმართ და პირველი კორინთელთა მიმართ, რომლებიც შედგება 16–16 თავისაგან, ხოლო ყველაზე პატარაა ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. ის მხოლოდ ერთ თავს მოიცავს.
 
სასწაულის შემდეგ [[პავლე მოციქული|პავლე მოციქულმა]] იწამა [[ქრისტე]] და [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა. ამ მიზნით მან სამჯერ იმოგზაურა სხვადასხვა ადგილებში — მოიარა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროს ქვეყნები [[არაბეთი]]დან [[ესპანეთი|ესპანეთამდე]], [[იერუსალიმი]], [[სელევკია]] და კ. [[კვიპროსი]], [[სირია]], [[კილიკია]] და [[ლიკაონია]], გადავიდა [[ევროპა]]შიც - [[მაკედონია]]ში, იყო [[საბერძნეთი|საბერძნეთშიც]], კერძოდ, [[ათენი|ათენში]], [[კორინთო]]ში, [[ეფესო]]სა და [[კესარია]]ში. მან დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის სწორედ ამ მოგზაურობების დროს დაიწერა 14 [[ეპისტოლე]], რომლებიც შესულია [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] წიგნებში და რიგით მეოთხე წიგნს წარმოადგენს [[წმინდა ოთხთავი]]ს, [[მოციქულთა საქმენი]]ს, [[კათოლიკე ეპისტოლენი]]ს შემდეგ. ის უშუალოდ წინ უსწრებს მხოლოდ [[იოანეს გამოცხადება]]ს ანუ „აპოკალიფსისს“, რომელიც ახალი აღთქმის ბოლო, მეხუთე წიგნს წარმოადგენს.
„საქმე მოციქულთას“ მიხედვით, პავლე დაიბადა ქ. ტარსუსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. სავლე, თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში. დამასკოს გზაზე მას გამოეცხადა ნათლით მოსილი უფალი იესო ქრისტე და ჰკითხა „საულ, საულ, რაისა მდევნი მე?”. ამ სასწაულის შემდეგ სავლე დაბრმავდა. მოგვიანებით მოციქულმა ანანიამ უფლის ნებით მოძებნა სავლე, მონათლა და თვალები აუხილა. ანანიამ მას სახელი შეუცვალა და დაარქვა პავლე.
 
== ეპისტოლეთა სტრუქტურა ==
 
* რომაელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 16 თავისაგან)
* პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 16 თავისაგან)
* მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 13 თავისაგან)
* გალატელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 6 თავისაგან)
* ეფესელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 6 თავისაგან)
* ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 4 თავისაგან)
* კოლასელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 4 თავისაგან)
* პირველი თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 5 თავისაგან)
* მეორე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 3 თავისაგან)
* პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე (შედგება 6 თავისაგან)
* მეორე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე (შედგება 4 თავისაგან)
* ტიტეს მიმართ ეპისტოლე (შედგება 3 თავისაგან)
* ფილიმონის მიმართ ეპისტოლე (შედგება 1 თავისაგან)
* ებრაელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 13 თავისაგან)
 
== იხილეთ აგრეთვე ==
[[პავლე მოციქული]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [https://www.lds.org/scriptures/bible-maps/map-13?lang=eng პავლე მოციქულის მოგზაურობათა რუკა]
* [http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/sarchevi.htm ახალი აღთქმა]
* [http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/29-petre_pavle.htm წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე]
* [http://martlmadidebloba.ge/eklesiis_istoria_10.html პავლე მოციქულის მოღვაწეობა რომში.]
* [https://www.youtube.com/watch?v=6yWCI0kxn0c პავლე მოციქული (აუდიო)]
* [http://library.iliauni.edu.ge/ilib/catalog/24 პავლე მოციქული – ეპისტოლეთა აუდიო-ვერსია]
* [http://www.temuchinn.com/2013/02/blog-post.html პავლე მოციქული. თემუჩინის ბლოგი]
* [http://burusi.wordpress.com/2012/10/12/paul-3/ პავლე მოციქული. ბურუსი – BURUSI]
 
{{მოციქულები}}
{{იესო ქრისტე}}
 
[[კატეგორია:ახალი აღთქმის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:ქრისტეს თორმეტი მოციქული]]
[[კატეგორია: სასულიერო მწერლობა]]
[[კატეგორია: ეგზეგეტიკა]]
[[კატეგორია: ქრისტიანობა]]
[[კატეგორია: ეპისტოლეები]]
[[კატეგორია: ბიბლია]]
[[კატეგორია: ახალი აღთქმა]]
{{Link FA|el}}
{{Link FA|ml}}
{{Link FA|pt}}

სანავიგაციო მენიუ