სომხეთის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
| სახელწოდება = სომხეთის მთიანეთი
| სახელწოდება = სომხეთის მთიანეთი
| ფაილი = The Armenian plateau near Mount Masis.jpg
| ფაილი = The Armenian plateau near Mount Masis.jpg
| ფაილის ზომა = 270პქ
| ფაილის ზომა =
| წარწერა = სომხეთის მთიანეთი
| წარწერა = სომხეთის მთიანეთი
| კონტინენტი = [[აზია]]
| კონტინენტი = [[აზია]]
ხაზი 10: ხაზი 10:
| მთათა სისტემა =
| მთათა სისტემა =
| წყალგამყოფი =
| წყალგამყოფი =
| ფართობი = 400 ათ. კმ²
| ფართობი = 400 ათ.
| სიგრძე =
| სიგრძე =
| სიგანე =
| სიგანე =
| უმაღლესი წერტილი = [[დიდი არარატი]]
| უმაღლესი წერტილი = [[დიდი არარატი]]
| სიმაღლე = 5165
| სიმაღლე = 5165
| მყინვარი =
| მყინვარი =
| ლანდშაფტი =
| ლანდშაფტი =

20:03, 7 მაისი 2014-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ქედი სომხეთის მთიანეთი (სომხ. Հայկական լեռնաշխարհ) — მთიანეთი უმთავრესად თურქეთში, ჩრდილოეთით ესაზღვრება აღმოსავლეთ პონტოს მთები, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი, დასავლეთით ანატოლიის ზეგანი, სამხრეთით ტავრის ქედი, ხოლო აღმოსავლეთით ნაწილობრივ გადადის ირანში. გეოლოგიურად სომხეთის მთიანეთი ხმელთაშუა ზღვის ალპური ნაოჭა სარტყლის ნაწილია, სადაც განვითარებულია დიდი სისქის მეზო-კაინოზოური ვულკანოგენურ-დანალექი ქანები, ზედაცარცული, პალეოგენური და ნეოგენური გრანიტოიდებისა და ჰიპერბაზიტების ინტრუზივები.

რელიეფში ჭარბობს ვრცელი ვულკანური ზეგნები და ნაოჭა-ლოდა ქედებით გაყოფილი ტექტონიკური ღრმულები. ვულკანური მწვერვალებიდან აღსანიშნავია დიდი არარატი (5165 მ), სებელანი (4821 მ), სუფჰანი (4434 მ). ერთადერთი მოქმედი ვულკანია ნემრუთი. მთელ ტერიტორიაზე კარგად ჩანს ძველი და თანამედროვე ვულკანიზმის ნიშნები: კონუსისებრი მწვერვალები, მინერალიზებული წყაროები, ლავური ველები. დამახასიათებელია ტექტონიკური ღრმულები, რომელთა ფსკერზე ტბებია ჩამდგარი, აღსანიშნავია ვანის ტბა, ურმია და სხვა. დიდი ქვაბულებია: ერზურუმის, მუშის, თავრიზისა და სხვა. ზეგნებიდან ყველაზე ვრცელია ყარსისა და არდაჰანის. ჰავა სუბტროპიკული კონტინენტურია. ნალექები მთაში 300-800 მმ, ქვაბულებში 150-300 მმ წელიწადში. იცის ხანგრძლივი ყინვიანი და თოვლიანი ზამთარი. სომხეთის მთიანეთზე სათავე აქვს მდინარეებს მტკვარს, არაქსს, ევფრატსა და დიდ ზაბს. ბევრია მინერალური, მათ შორის თერმული წყარო. ქვაბულებში გავრცელებულია მშრალი სტეპი და მთის ნახევარუდაბნო, ხეობების გასწვრივ — ჭალის მდელო და ბუჩქნარი. სარწყავ ადგილებში მჭიდროდ დასახლებული ოაზისებია.

მთის ნოტიო კალთებზე 800-იდან 1400 მ სიმაღლემდე მთის სტეპია, 1000-იდან 2300 მ-მდე — მუხისა და ფიჭვის ტყეები; ნაკლებად ნოტიო კალთებზე დაბალი ეკლიანი ბუჩქის რაყებია, 2000-3000 მ სიმაღლეზე — მთის მდელო, უფრო ზევით — კლდოვანი ლანდშაფტი. მაღალი მთის მწვერვალები დაფარულია მარადი თოვლითა და მყივნარებით. ცხოველებიდან ბევრია მღრღნელები და ქვეწარმავლები; გვხვდება შველი, მუფლონი, დათვი, ჯიქი, ზოლებიანი აფთარი.

წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქრომის, სპილენძის, დარიშხანის, ქვანახშირის საბადოები.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 462.
  • Магакьян И. Г., Армения в системе центрального Средиземноморья, "Доклады АН Армянской ССР", 1966, т. 42, № 4.