სისხლი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
92.54.199.135-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 5: ხაზი 5:




'''სისხლი''' ({{lang-la|''sanguis''}}, {{lang-el|αἷμα}} - ჰაიმა) – განსაკუთრებული თხევადი [[ქსოვილი]]. [[გული_(ორგანო)|გულის]] მეშვეობით, ცირკულირებს [[სისხლის მიმოქცევის სისტამა]]ში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. [[მედიცინა|მედიცინის]] დარგს სისხლის შესახებ [[ჰემატოლოგია]] ეწოდება. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 3.2 ლიტრი სისხლი აქვს. იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/13–ს შეადგენს.
'''სისხლი''' ({{lang-la|''sanguis''}}, {{lang-el|αἷμα}} - ჰაიმა) – განსაკუთრებული თხევადი [[ქსოვილი]]. [[გული_(ორგანო)|გულის]] მეშვეობით, ცირკულირებს [[სისხლის მიმოქცევის სისტამა]]ში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. [[მედიცინა|მედიცინის]] დარგს სისხლის შესახებ [[ჰემატოლოგია]] ეწოდება. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს. იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/13–ს შეადგენს.


==შემადგენლობა==
==შემადგენლობა==

19:19, 23 აპრილი 2014-ის ვერსია

ტერმინს „სისხლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სისხლი (მრავალმნიშვნელოვანი).
ადამიანი სისხლი: a - ერითროციტები; b - ნეიტროფილები; c - ეოზინოფილები; d - ლიმფოციტები.
მარცხნიდან მარჯვნივ – ერითროციტები, თრომბოციტები, ლეიკოციტები


სისხლი (ლათ. sanguis, ბერძ. αἷμα - ჰაიმა) – განსაკუთრებული თხევადი ქსოვილი. გულის მეშვეობით, ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტამაში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. მედიცინის დარგს სისხლის შესახებ ჰემატოლოგია ეწოდება. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს. იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/13–ს შეადგენს.

შემადგენლობა

სისხლი შედგება უფერო გამჭვირვალე სითხისგან – სისხლის პლაზმისგან და სისხლის უჯრედებისგან, რომლებსაც სისხლის ფორმიან ელემენტებს უწოდებენ. ესენია: სისხლის წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები, თეთრი უჯრედები, ანუ ლეიკოციტები და სისხლის ფირფიტები, ანუ თრომბოციტები. პლაზმა სისხლის 60%ს შეადგენს, 40% კი ფორმიან ელემენტებზე მოდის. პლაზმა შეიცავს 90%–ზე მეტ წყალს, 7% ცილებს, 0.9% მინერალურ მარილებს, 0.8%-ს ცხიმებს, 0.12%–ს ნახშირწყალს– გლუკოზას. პლაზმა ასეთ შემადგენლობას ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვისას ადამიანს ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამენ ხოლმე[1].

სისხლის ჯგუფები

სისხლს ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები — ერითროციტებში განსაზღვრული ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. სისხლის ორი ტიპი არსებობს: რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი. ადამიანთა უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს განსაკუთრებული ცილის — რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში. თითოეულ ამ ტიპს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A, B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთდაიგივე ჯგუფის სისხლის გადასხმები, თუმცა ასევე შესაძლებელია სხვა იგივე რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლის გადასხმა გარკვეული წესით:

სისხლის ჯგუფი შეიძლება გადაესხას შემდეგ ჯგუფებს შეიძლება მიიღოს შემდეგი ჯგუფებიდან
I I,II,III,IV I
II II,IV I,II
III III,IV I,III
IV IV I,II,III,IV

სქოლიო

  1. ფიზიოლოგიურ ხსნარში დაცულია მარილის კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დარღვევები.

ლიტერატურა

  • ლამარა ბურდილაძე, მარინე ბაგალიშვილი; ბიოლოგია XII კლასი; დიოგენე , გვ. 71; 2010

თარგი:Link FA