ნიანგები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის en:Crocodilia; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 41: ხაზი 41:
{{Link FA|nl}}
{{Link FA|nl}}
{{Link FA|sh}}
{{Link FA|sh}}
ნიანგები 3 ძირითად ოჯახად იყოფა: ნამდვილი ნიანგები, ალიგატორები და გავიალები. დავიწყოთ ნამდვილი ნიანგების ერთ-ერთი წარმომადგენელით, კერძოდ კი მლაშე წყლის ავსტრალიური ნიანგით, რომელიც არის ყველაზე დიდი ნიანგი მსოფლიოში.


ავსტრალიური ნიანგი: მამლები აღწევენ 6-7 მეტრის სიგრძეს და იწონიან 1 ტონამდე. ის ყველაზე ვრცლად გავრცელებულ ნიანგად ითვლება. გარდა ავსტრალიისა, გვხდება ასევე ინდონეზიაში და პაპუა-ახალ გვინეაში. ცალკე ინდივიდუუმები იაპონიაშიც კი იყვნენ აღმოჩენილნი. მეცნიერები ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ ამ ნიანგს თავისფულად შეუძლია ზღვის, ან ოკეანეს გადაცურვა.
რაციონის ძირითად ნაწილს შეადგენენ ფრინველები, კუები და კრაბები, თუმცა ზრდასრული მლაშე წყლის ნიანგები ასევე თავს ესხმიან ანტილოპებს და კამეჩებს. თავისი ძლიერი ყბით, მას შეუძლია კამეჩის თავის ქალის დამსხრევა.
არაოფიციალური წყაროს მიხედვით, ყოველ წელს ამ ნიანგს ეწირება დაახლოებით 2000 ადამიანი, თუმცა შემთხვევების უმეტესობა არ ფიქსირდება.ნილოსის ნიანგი: აფრიკული ნიანგების ყველაზე დიდი წარმომადგენელი და მლაშე წყლის ნიანგის მერე მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგია. სახელი გაითქვა, როგორც კაციჭამია ნიანგი. ძველ ეგვიპტეში კი მას აღმერთებდნენ.
როგორც ყველა ნიანგს აქვს მოკლე, მაგრამ ძლიერი ფეხები, რომლის მეშვეობით შეუძლია 12-14 კმ/სთ სიჩქარით სირბილი, ბრონირებული კანი, გრძელი კუდი, საცურაო აპკი თითებს შორის. დაცურავს 30 კმ/სთ სიჩქარით.
ძირითადად, წყლის ქვეშ ყოფნა ნილოსის ნიანგს შეუძლია 2-3 წუთის მანძილზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 30 წუთიც და დაბალი აქტიურობისას 2 საათი.
აღწევს 5მ სიგრძეს, იშვიათად 5,5მ. იწონის 500 კგ, თუმცა ტანზანიაში იყო დაჭერილი ეგზემპლარი, რომლის წონა 1090 კგ. შეადგენდა.
იკვებება ფრინველებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, ნებისმიერი დიდი ძუძუმწოვრებით და ასევე ადამიანებით, მაგალითად უგანდაში, 2005 წელს იქნა მოკლული ნილოსის ნიანგი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ჰყავს მოკლული და ნაჭამი 83 ადამიანი.
ძალიან ფასობს ამ ნიანგის კანისგან დამზადებული ჩანთები და სხვა ნივთები, რის გამოც მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამჟამად ისინი წითელ წიგნში არიან შეყვანილნი.ალიგატორი: ნამდვილი ნიანგებისაგან, ალიგატორები პირველ რიგში განსხვავდებიან იმით, რომ როცა პირი დაკეტილ მდგომარეობაში აქვთ, მაშინ მხოლოდ ქვედა ყბის კბილები ჩანან. მე-2 განსხვავება კი თავის ფორმაშია – ნამდვილ ნიანგებს თავი წაგრძელებული და წვეტოვანი აქვთ, ალიგატორებს კი შედარებით მოკლე, განიერი და ბლაგვი, ანუ U ასოს მსგავსი. გამოყოფენ 2 ძირითადი ალიგატორის სახეობას – ამერიკული და ჩინური. ორივე მუქი ფერისაა, ხშირად თითქმის შავი. ძირითადად იკვებებიან პატარა ძუძუმწოვრებით და ფრინველებით.ინდური გავიალი: გავიალისებრთა ერთად ერთი წარმომადგენელია. ყველაზე სპეციალიზირებულია ნიანგისებრებიდან. აქვს გრძელი და ვიწრო პირი, რომლითაც თევზს იჭერს. მამლებს, დროთა განმავლობაში, ხახაზე უჩნდებათ ნაზარდი, რომელიც გამრავლების პერიოდში რეზონატორის როლს ასრულებს, ანუ მისი მეშვეობით მამალი გავიალი დედლისთვის მიმზიდველ ხმებს გამოსცემს.
თავისი დიდი ზომების მიუხედავად (6-6,5მ), გავიალი ადამიანისთვის უსაფრთხოა. ნაპირზე, ის საკმაოდ ნელია, სამაგიეროდ ყველაზე სწრაფად დაცურავს ნიანგისებრებიდან.

09:55, 13 აპრილი 2014-ის ვერსია

ტერმინს „ნიანგი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნიანგი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნიანგები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ქვეკლასი:  არქოზავრები
ზერიგი: Crocodylomorpha
რიგი:  ნიანგები
ლათინური სახელი
Crocodilia
ოჯახი

ნიანგები (Crocodilia), ქვეწარმავალთა რიგი. მათი სიგრძე 2-5 მ, იშვიათად (ნილოსის ნიანგები, ქედიანი ნიანგები) 6 მ აღწევს. აქვთ გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი, წაგრძელებული დინგი, მოკლე ფეხები, უკანა კიდურების თითებს შორის დაჭიმულია საცურაო აპკი. ნესტოები და თვალები (ვერტიკალური გუგით) ზემოთაა აწეული, რაც მათ საშუალებას აძლევს წყლიდან მხოლოდ თვალები და ნესტოები ამოყონ. ნესტოები და ყურის ხვრელები დაცულია სარქვლებით. სხეული, კუდი და კიდურები დაფარულია სწორკუთხოვანი რქოვანი ფარებით. ცხვირ-ხახა გამოყოფილია პირის ღრუსაგან მეორეული ძვლოვანი სასით. „მუცლის ნეკნები“ აქვთ, ლავიწი — არა. თავის ტვინი საკმაოდ განვითარებულია. გამოირჩევიან კარგი სმენით და მხედველობით. გულის პარკუჭები მთლიანად გადატიხრულია, მაგრამ აორტის რკალები ერთმანეთთან ხვრელითაა დაკავშირებული, რის გამოც არტერიული და ვენური სისხლი ერთმანეთს ერევა. საშარდე ბუშტი არა აქვთ. ფილტვები კარგადაა განვითარებული. ენა უძრავია. კონუსური კბილები ფოსოებშია ჩამჯდარი. ნიანგები გავრცელებულია ტროპიკულ სარტყელში. შეუძლიათ ერთი წყალსატევიდან მეორეში დიდ მანძილზე გადასვლა. აქტიურები არიან ღამით. იკვებებიან უმთავრესად თევზებით, წყლის სხვა ცხოველებით, ტანად დიდი ნიანგები თავს ესხმიან დიდ ცხოველებს (რქოსან პირუტყვსაც კი) და ადამიანს (განსაკუთრებით საშიშია ქედიანი ნიანგები). დედალი ნიანგები ქვიშაში (უმთავრესად მეჩეჩზე) დებს 20-100 მკვრივნაჭუჭიან კვერცხს, ცოცხლობენ 80-100 წელს. ნიანგების ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა საგალანტერეო ნაკეთობის დასამზადებლად. ამჟამად ნიანგები საგრძნობლად განადგურებულია. არსებობს თანამედროვე ნიანგების 21 სახეობა, რომელიც გაერთიანებულია 3 ოჯახში: გავიალები, ნამდვილი ნიანგები და ალიგატორები.

ნიანგების გავრცელების არე


ლიტერატურა

  • მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 7, გვ. 407, თბ., 1984

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA ნიანგები 3 ძირითად ოჯახად იყოფა: ნამდვილი ნიანგები, ალიგატორები და გავიალები. დავიწყოთ ნამდვილი ნიანგების ერთ-ერთი წარმომადგენელით, კერძოდ კი მლაშე წყლის ავსტრალიური ნიანგით, რომელიც არის ყველაზე დიდი ნიანგი მსოფლიოში.


ავსტრალიური ნიანგი: მამლები აღწევენ 6-7 მეტრის სიგრძეს და იწონიან 1 ტონამდე. ის ყველაზე ვრცლად გავრცელებულ ნიანგად ითვლება. გარდა ავსტრალიისა, გვხდება ასევე ინდონეზიაში და პაპუა-ახალ გვინეაში. ცალკე ინდივიდუუმები იაპონიაშიც კი იყვნენ აღმოჩენილნი. მეცნიერები ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ ამ ნიანგს თავისფულად შეუძლია ზღვის, ან ოკეანეს გადაცურვა. რაციონის ძირითად ნაწილს შეადგენენ ფრინველები, კუები და კრაბები, თუმცა ზრდასრული მლაშე წყლის ნიანგები ასევე თავს ესხმიან ანტილოპებს და კამეჩებს. თავისი ძლიერი ყბით, მას შეუძლია კამეჩის თავის ქალის დამსხრევა. არაოფიციალური წყაროს მიხედვით, ყოველ წელს ამ ნიანგს ეწირება დაახლოებით 2000 ადამიანი, თუმცა შემთხვევების უმეტესობა არ ფიქსირდება.ნილოსის ნიანგი: აფრიკული ნიანგების ყველაზე დიდი წარმომადგენელი და მლაშე წყლის ნიანგის მერე მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგია. სახელი გაითქვა, როგორც კაციჭამია ნიანგი. ძველ ეგვიპტეში კი მას აღმერთებდნენ. როგორც ყველა ნიანგს აქვს მოკლე, მაგრამ ძლიერი ფეხები, რომლის მეშვეობით შეუძლია 12-14 კმ/სთ სიჩქარით სირბილი, ბრონირებული კანი, გრძელი კუდი, საცურაო აპკი თითებს შორის. დაცურავს 30 კმ/სთ სიჩქარით. ძირითადად, წყლის ქვეშ ყოფნა ნილოსის ნიანგს შეუძლია 2-3 წუთის მანძილზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 30 წუთიც და დაბალი აქტიურობისას 2 საათი. აღწევს 5მ სიგრძეს, იშვიათად 5,5მ. იწონის 500 კგ, თუმცა ტანზანიაში იყო დაჭერილი ეგზემპლარი, რომლის წონა 1090 კგ. შეადგენდა. იკვებება ფრინველებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, ნებისმიერი დიდი ძუძუმწოვრებით და ასევე ადამიანებით, მაგალითად უგანდაში, 2005 წელს იქნა მოკლული ნილოსის ნიანგი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ჰყავს მოკლული და ნაჭამი 83 ადამიანი. ძალიან ფასობს ამ ნიანგის კანისგან დამზადებული ჩანთები და სხვა ნივთები, რის გამოც მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამჟამად ისინი წითელ წიგნში არიან შეყვანილნი.ალიგატორი: ნამდვილი ნიანგებისაგან, ალიგატორები პირველ რიგში განსხვავდებიან იმით, რომ როცა პირი დაკეტილ მდგომარეობაში აქვთ, მაშინ მხოლოდ ქვედა ყბის კბილები ჩანან. მე-2 განსხვავება კი თავის ფორმაშია – ნამდვილ ნიანგებს თავი წაგრძელებული და წვეტოვანი აქვთ, ალიგატორებს კი შედარებით მოკლე, განიერი და ბლაგვი, ანუ U ასოს მსგავსი. გამოყოფენ 2 ძირითადი ალიგატორის სახეობას – ამერიკული და ჩინური. ორივე მუქი ფერისაა, ხშირად თითქმის შავი. ძირითადად იკვებებიან პატარა ძუძუმწოვრებით და ფრინველებით.ინდური გავიალი: გავიალისებრთა ერთად ერთი წარმომადგენელია. ყველაზე სპეციალიზირებულია ნიანგისებრებიდან. აქვს გრძელი და ვიწრო პირი, რომლითაც თევზს იჭერს. მამლებს, დროთა განმავლობაში, ხახაზე უჩნდებათ ნაზარდი, რომელიც გამრავლების პერიოდში რეზონატორის როლს ასრულებს, ანუ მისი მეშვეობით მამალი გავიალი დედლისთვის მიმზიდველ ხმებს გამოსცემს. თავისი დიდი ზომების მიუხედავად (6-6,5მ), გავიალი ადამიანისთვის უსაფრთხოა. ნაპირზე, ის საკმაოდ ნელია, სამაგიეროდ ყველაზე სწრაფად დაცურავს ნიანგისებრებიდან.