ნიანია ქუაბულისძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ნიანია ქუაბულისძე''', დიდგვაროვანი ფეოდალი XI საუკუნის II ნახევრის საქართველოში. იგი [[ივანე ლიპარიტის ძე|ივანე ლიპარიტის ძესთან]] და ყუელის ერისთავთან [[ჯაყელი, მურვან|მურვან ჯაყელთან]] ერთად სათავეში ედგა ქართველთა ლაშქარს, რომელიც [[1068]] განძის მფლობელის ფადლონის (მას თბილისი და რუსთავი სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა მისცა) წინააღმდეგ იბრძოდა, მტერი დაამარცხა და საქართველოდან განდევნა. [[1073]] სხვა ფეოდალებთან ერთად ქუაბულისძე აუჯანყდა [[გიორგი II, საქართველოს მეფე|გიორგი II-ს]], დაიჭირა სამეფო ქალაქი ქუთაისი და საჭურჭლე გაძარცვა. მეფემ აჯანყებული ფეოდალები დაამარცხა, მაგრამ არ დასაჯა. ქუაბულისძეს თმოგვი უბოძა, მოჯანყეები დააშოშმინა და გარკვეული დროით "დაიწყნარა" მეფობა.
 
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:ქუაბულისძე, ნიანია}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]

სანავიგაციო მენიუ