ჭექა-ქუხილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
ელვაზე ინფორმაცია |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{ამინდი}} |
''''კურსივის ტექსტი''''{{ამინდი}} |
||
'''ჭექა-ქუხილი''' — ატმოსფერული მოვლენა, რომლის დროსაც სქელ გროვა-წვიმის ღრუბლებში და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა — [[ელვა]], რომელსაც თან ახლავს [[ქუხილი]]. ამ დროს, ჩვეულებრივ, მოდის თავსხმა (ზოგჯერ [[სეტყვა]]), ძლიერდება [[ქარი]]. |
'''ჭექა-ქუხილი''' — ატმოსფერული მოვლენა, რომლის დროსაც სქელ გროვა-წვიმის ღრუბლებში და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა — [[ელვა]], რომელსაც თან ახლავს [[ქუხილი]]. ამ დროს, ჩვეულებრივ, მოდის თავსხმა (ზოგჯერ [[სეტყვა]]), ძლიერდება [[ქარი]]. |
||
16:35, 1 აპრილი 2014-ის ვერსია
'კურსივის ტექსტი'
ჭექა-ქუხილი — ატმოსფერული მოვლენა, რომლის დროსაც სქელ გროვა-წვიმის ღრუბლებში და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა — ელვა, რომელსაც თან ახლავს ქუხილი. ამ დროს, ჩვეულებრივ, მოდის თავსხმა (ზოგჯერ სეტყვა), ძლიერდება ქარი.
განვითარების მიხედვით განარჩევენ შიგამასურსა და ფრონტულ ჭექა-ქუხილებს. ჭექა-ქუხილი დედამიწის სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სიხშირით მეორდება: არქტიკაში რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეინიშნება, ზომიერ სარტყელში, ყოველ ცალკეულ პუნქტში წელიწადში ასეთია რამდენიმე ათეული დღე. ჭექა-ქუხულის მსოფლიო ცენტრებში (ინდონეზია, ცენტრალური ამერიკა და სხვ.) ასეთ დღეთა რიცხვი წელიწადში 200-ზე მეტია.
ჭექა-ქუხილიან დღეთა სიხშირით საქართველოში პირველ ადგილზეა საქართველოს სამხრეთი მთიანეთი (წელიწადში საშუალოდ 50-56 დღე, მაქსიმალური — 82 დღე). ჭექა-ქუხილი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანზე. ჭექა-ქუხილი უზარმაზარი ენერგიის მქონე გიგანტური "ნაპერწკალია". მას შეუძლია დააზიანოს ელექტროსადენები, გამოიწვიოს ხანძარი, დაარღვიოს კავშირგაბმულობა, გაანადგუროს ცოცხალი არსებები. დედამიწაზე ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ჭექა-ქუხილი და ელვა ვითარდება, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.ჭექა-ქუხილის დროს არ შეიძლება გაშლილ, ღია ადგილზე დგომა ან ცალკე მდგომი ხის თავშესაფრად გამოყენება.
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 11, გვ. 391, თბ., 1987.