ჰარი პოტერი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის th:แฮร์รี่ พอตเตอร์; cosmetic changes |
მ ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის hr:Harry Potter; cosmetic changes |
||
ხაზი 55: | ხაზი 55: | ||
{{Link FA|ast}} |
{{Link FA|ast}} |
||
{{Link FA|es}} |
{{Link FA|es}} |
||
{{Link FA|hr}} |
|||
{{Link FA|la}} |
{{Link FA|la}} |
||
{{Link FA|ms}} |
{{Link FA|ms}} |
06:25, 31 მარტი 2014-ის ვერსია
ჰარი პოტერი Harry Potter | |
---|---|
რომანების სერიის ლოგო | |
წიგნები | |
ავტორი | ჯოან როულინგი |
ილუსტრატორი |
ჯეისონ კოკროფტი (ბრიტანეთი) მერი გრანპრე (აშშ) |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ფენტეზი, მისტიკა, თრილერი, აღმზრდელობითი რომანი, მაგიური რეალიზმი |
გამომცემელი |
Bloomsbury Publishing (ბრიტანეთი) Arthur A. Levine Books (აშშ) |
პირველი გამოცემა | 29 ივნისი 1997 – 21 ივლისი 2007 (პირველი გამოცემები) |
ქართული გამოცემა | 2004-2008 |
მედია | რბილი და მაგარი ყდები, აუდიოწიგნი, ელექტრონული წიგნი |
ჰარი პოტერი (ინგლ. Harry Potter) — ჯოან როულინგის მიერ დაწერილი 7 ნაწილიანი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია. იგი ჰარი პოტერის, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს და ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულადაც. დიდი პოპულარობით სარგებლობს წიგნის ეკრანიზაციაც.
სიუჟეტი
ჰარი პოტერი ერთი უცნაური თვისებების მქონე ობოლი ბიჭია, რომელიც დერსლების ოჯახთან,დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ლიტლ უინგში, პრივიტ დრაივის #4 სახლში.ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ჰარიმ ,ვისაც დეიდას და ბიძიას გარდა არავინ ჰყავდა,წერილი მიიღო,თუმცა მისი წაკითხვა ვერ მოასწრო,რადგან ბიძიამ წაართვა.ამის შემდეგ სახლში წერილების ნამდვილი წვიმა წამოვიდა,რასაც დერსლები ჰარისთან ერთად ერთ მიყრუებულ კუნძულზე გაექცნენ. ეს სწორედ ჰარის მე-11 დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ჰარის დაბადების დღეზე კი მასთან მივიდა ნახევრად გოლიათი ჰაგრიდი და უთხრა, რომ იგი ჯადოქარია.უამბო თავისი მშობლების გარდაცვალების ნამდვილ მიზეზზეც,ისინი კი თავისი დროის უდიდესმა ბოროტმა ჯადოქარმა,ლორდმა ვოლდემორმა დახოცა. მან ჰარის მოკვლაც სცადა,თუმცა უშედეგოდ. ჰარისთვის წერილი გამოგზავნილი იყო ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა ჰოგვორტსიდან. ამის შემდეგ ჰარი ჰოგვორტსში წავიდა სასწავლებლად და იქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ბიჭი მიხვდა, რომ ის თავის სამყაროში აღმოჩნდა, იქ მას ყველა იცნობდა და ყველა პატივს სცემდა რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ბოროტ ძლევამოსილ ჯადოქარ, ვოლდემორს წინ გადაუდგა და დაამარცხა ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ის ჩვილი იყო. ჰარის ამ ამბიდან არაფერი ახსოვდა თუმცა მის სხეულზე დარჩენილი ნაიარევი ამას ადასტურებდა. ის თუ რატომ სურდა ვოლდემორს ჰარის მოკვლა ირკვევა წიგნის მეხუთე ტომში ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი. საბოლოოდ ჰარი შეძლებს ვოლდემორის დამარცხებას, ამას იგი თავის მეგობარ რონთან და ჰერმიონთან ერთად მოახერხებს. მათ შეძლეს და გაანადგურეს ვოლდემორის მიერ შექმნილი ჰორკრუქსები სადაც მისი სულის ნაწილები იყო განთავსებული.
წიგნები
თითოეული წიგნის დეტალური განხილვები მოცემულია სტატიებში
- ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (გამოიცა 1997 წლის 30 ივნისს)
- ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (გამოიცა 1998 წლის 2 ივლისს)
- ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე (გამოიცა 1999 წლის 8 ივლისს)
- ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (გამოიცა 2000 წლის 8 ივლისს)
- ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი (გამოიცა 2003 წლის 21 ივნისს)
- ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (გამოიცა 2005 წლის 16 ივლისს)
- ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (გამოიცა 2007 წლის 21 ივლისს)
რესურსები ინტერნეტში
- ჯოან როულინგის ოფიციალური საიტი
- ფილმები ჰარი პოტერზე(კომპანიის Warner Bros. ოფიციალური საიტი)
- პოტერომანების ფორუმი
|
თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA