კლეოპატრა VII: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ Robot: fi:Kleopatra VII is a good article; cosmetic changes |
მ ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის he:קלאופטרה; cosmetic changes |
||
ხაზი 47: | ხაზი 47: | ||
{{Link FA|ceb}} |
{{Link FA|ceb}} |
||
{{Link FA|el}} |
{{Link FA|el}} |
||
{{Link FA|he}} |
|||
{{Link FA|ms}} |
{{Link FA|ms}} |
||
{{Link GA|de}} |
{{Link GA|de}} |
06:19, 31 მარტი 2014-ის ვერსია
კლეოპატრა VII | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ
| ||||||||||||||
ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი | ||||||||||||||
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 51 | |||||||||||||
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 30 | |||||||||||||
წინამორბედი: | პტოლომე XII | |||||||||||||
მემკვიდრე: | რომის იმპერია | |||||||||||||
პირადი ცხოვრება | ||||||||||||||
დაბ. თარიღი: | 2 ნოემბერი, ძვ. წ. 69 | |||||||||||||
გარდ. თარიღი: |
12 აგვისტო, ძვ. წ. 30 ალექსანდრია | |||||||||||||
მეუღლე: | მარკუს ანტონიუსი | |||||||||||||
დინასტია: | პტოლომეები | |||||||||||||
მამა: | პტოლომე XII | |||||||||||||
კლეოპატრა VII ფილოპატორი (ძვ. ბერძნ. Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ, 2 ნოემბერი, ძვ. წ. 69 – 12 აგვისტო, ძვ. წ. 30) — ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო.
კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟია როგორც ფერწერაში, ისე ლიტერატურასა და კინემატოგრაფში.
საერთო ცნობები
კლეოპატრა VII ეგვიპტეს ძმებთან - პტოლემე XIII და პტოლემე XIV ერთად (ტრადიციის თანახმად, ისინი მის მეუღლეებად მიიჩნეოდნენ), შემდეგ კი რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით, 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის შედეგად. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.
კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.
კლეოპატრას იხსენიებენ პლუტარქე, აპიანი, იოსებ ფლავიუსი და სხვ., თუმცა, ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანან. მაგალითად, ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: „ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია“.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 555.
კლეოპატრა (დედოფლის სახელი) იეროგლიფებში | |||||||||||||
|
|
|
|
თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA