რუმინეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
 
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ [[რუმინეთის საბჭოთა ოკუპაცია]]ს მოყვა 1947 წელს რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბება და მეფის მიჰაი I-ის ქვეყნიდან განდევნა. რუმინეთის ლიდერი 1948 წლიდან 1965 წელს მის გარდაცვალებამდე იყო [[გეორგ გეორგიუ-დეჟი]], [[რუმინეთის კომუნისტური პარტია|რუმინეთის კომუნისტური პარტიის]] [[გენერალური მდივანი]]. მის მმართველობის დროსვე დაიწყო რუმინეთის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მოძრაობა. მან შეძლო დაერწმუნებინა [[ნიკიტა ხრუშჩოვი]] 1958 წელს რუმინეთიდან ჯარების გაეყვანა.<ref>Johanna Granville, [http://www.scribd.com/doc/17679545/DejAVu-Early-Roots-of-Romanias-Independence-by-Johanna-Granville "''Dej''-a-Vu: Early Roots of Romania's Independence,"] ''East European Quarterly'', vol. XLII, no. 4 (Winter 2008), pp. 365-404.</ref> რუმინეთიდან საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, რუმინეთმა უფრო გააძლიერა დამოუკიდებელი მოქმედება. [[ვარშავის პაქტი]]ს ქვეყნებიდან რუმინეთი ერთადერთი იყო რომელმაც 1968 წელს [[ჩეხოსლოვაკია]]ში საბჭოთა ჯარების შესვლას მხარი არ დაუჭირა. ის ასევე ერთადერთი იყო ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან, რომელმაც 1967 წელს [[ექვსდღიანი ომი]]ს შემდეგ [[ისრაელი|ისრაელთან]] არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა და 1963 წელს [[გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1990 წლამდე)|გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკასთან]] ეკონომიური, ხოლო 1968 წელს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.<ref>[http://countrystudies.us/romania/75.htm "countrystudies.us - Romania: Soviet Union and Eastern Europe"]</ref>
 
1977 - 1981 წლებში რუმინეთის საგარეო ვალი მკვეთრად გაიზარდა (3-დან 10 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე),<ref>{{Citation|last=Deletant|first = Dennis|title=New Evidence on Romania and the Warsaw Pact, 1955-1989|publisher=Cold War International History Project e-Dossier Series|url =http://www.wilsoncenter.org/index.cfm?topic_id=1409&fuseaction=topics.publications&doc_id=16367&group_id=13349}}</ref> შედეგად [[საერთაშორისო სავალუტო ფონდი]]ს და [[მსოფლიო ბანკი]]ს გავლენა იზრდებოდა რაც არ თავსდებოდა ჩაუშესკუს [[ავტარკია|ავტარკიულ]] პოლიტიკასთან. საბოლოოდ ჩუშესკუს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი რომლის მიხედვითაც ვალების საბოლოო გასტუმრება 1989 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. მან ქვეყანაში გაატარა პოლიტიკა რომლის შედაგადაც ქვეყანა გადაიქცა [[პოლიციური სახელმწიფო|პოლიციურ სახელმწიფოდ]] და შექმნა მისი [[პიროვნების კულტი]]. საბოლოოდ მოსახლეობის უკმაყოფილება გადაიზარდა [[რუმინეთის რევოლუცია (1989)|რევოლუციაში]], რომლის შედეგადაც 1989 წელს ჩაუშესკუ ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს.
 
რუმინეთის კომუნისტური ეპოქა დასრულდა 1989 წლის 22 დეკემბერს, როდესაც [[ეროვნული გადარჩენის ფრონტი (რუმინეთი)|ეროვნული გადარჩენის ფრონტმა]] რუმინეთში [[დემოკრატია|დემოკრატიული]] წყობის აღდგენა გამოაცხადა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==

სანავიგაციო მენიუ