წყლის ტრანსპორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ინფპრმაცია
ხაზი 16: ხაზი 16:


==სქოლიო==
==სქოლიო==
ეს არის ძალიან დიდი გემი.
{{სქოლიო}}


[[კატეგორია:წყლის ტრანსპორტი]]
[[კატეგორია:წყლის ტრანსპორტი]]

15:55, 6 მარტი 2014-ის ვერსია

გემი, რომლიდანაც ზიდავენ ტვირთს. ინდოეთი.
ბალკერი. კანადა.

წყლის ტრანსპორტი — სატრანსპორტო საშუალებების სახეობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ტვირთისა და მგზავრების გადაზიდვა/გადაყვანა მდინარეებზე, ტბებზე, ზღვებზე, ოკეანეებზე, სრუტეებზე ან არხებზე, წყალსაცავებსა და წყალსატევებზე.[1] ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს გემი. გამოიყოფა საზღვაო ტრანსპორტი და სამდინარო ტრანსპორტი.

წყლის ტრანსპორტის განსაკუთრებული სახეობაა ბუერი — ყინულზე სასრიალო აფრიანი მსუბუქი ნავი, რომელსაც ძირზე ციგურები აქვს გაკეთებული.[2]

საზღვაო ტრანსპორტი — უზრუნველყოფს გემებით მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას. ადამიანმა ნაოსნობა ზღვაზე უხსოვარი დროიდან დაიწყო. სატრანსპორტო საშუალებანი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ცვლილებანი მოხდა XIX საუკუნეში, როდესაც აფრიანი გემი შეცვალა ორთქლისძრავიანმა გემმა. XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა თბომავალი გემი. ბოლო ხანებში შეიქმნა ატომმავალი და ორთქლის ტურბინით აღჭურვილი გემები. დანიშნულების მიხედვით გემები სხვადასხვანაირია: სამგაზვრო, სატვირთო და ტვირთის დასაყრელი. მოქმედებაშია აგრეთვე ლიხტერმზიდი გემები. ლიხტერი არის სატვირთო გემი კარჭაპის ტიპისა, ჩვეულებრივ არათვითმავალი.[3] განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიდ გემ-ბორანს, რომელზეც სარკინიგზო ლიანდაგია მოწყობილი.[4]

სამდინარო ტრანსპორტი — წარმოადგენს ტრანსპორტის სახეობას, რომლის დანიშნულებაა მგაზვრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ძირითადად შიგა წყლებში. სამდინარო ტრანსპორტის მთავარი უპირატესობაა გადაყვანის დაბალი თვითღირებულება. დიდი ხნის ისტორია აქვა. მიჩნეულია, რომ პირველ მსხვილ სამდინარო გემებს აშენებდნენ ძველ ეგვიპტეში. ძველი სამდინარო გემები იყო სანიჩბავი ან აფრიანი ტიპის. XIX საუკუნეში შიგა სანაოსნო გზებზე დაიწყეს გემების გამოყენება, ხოლო პირველი სამდინარო თბომავალი ააშენეს რუსეთში 1903 წელს.

საქართველოში სამდინარო ტრანსპორტი მოქმედებდა მხოლოდ მდინარე რიონზე, ქალაქ ფოთიდან სოფელ ორპირამდე (ახლანდელი სოფელი საჯავახო, სამტრედიის მუნიციპალიტეტი). XX საუკუნის პირველი მეოთხედის ბოლოს გადაზიდვები მდინარე რიონზე შეწყდა.[5]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

ეს არის ძალიან დიდი გემი.

  1. წყლის ტრანსპორტი - დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
  2. ბუერი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  3. ლიხტერი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  4. ბუაჩიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 653.
  5. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.