ტიბეტის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
| ფაილის ზომა = 270პქ
| ფაილის ზომა = 270პქ
| წარწერა = ტიბეტის მთიანეთი
| წარწერა = ტიბეტის მთიანეთი
| კონტინენტი =
| კონტინენტი = [[აზია]]
| ქვეყანა =
| ქვეყანა = {{დროშა|ჩინეთი}}</br>{{დროშა|ინდოეთი}}
| მდებარეობა = [[ტიბეტის ავტონომიური რეგიონი]]</br>[[ცინხაი]] (ჩინეთი)</br>[[ჯამუ და ქაშმირი]] (ინდოეთი)
| მდებარეობა =
| კოორდინატები =
| კოორდინატები = {{coord|33|00||N|88|00||E|}}
| მთათა სისტემა =
| მთათა სისტემა =
| წყალგამყოფი =
| წყალგამყოფი =
| ფართობი =
| ფართობი = 2 მლნ. კმ².
| სიგრძე = 1000 კმ (ჩრდილოეთიდან სამხრეთსაკენ) 2500 კმ (დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ)
| სიგრძე =
| სიგანე =
| სიგანე =
| უმაღლესი წერტილი =
| უმაღლესი წერტილი =
| სიმაღლე =
| სიმაღლე =

15:22, 14 თებერვალი 2014-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}} თარგი:ინფოდაფა ქედი ტიბეტის მთიანეთი — მთიანეთი ცენტრალურ აზიაში, უმთავრესად ჩინეთში. ფართობი დაახლოებით 2 მლნ. კმ². საშუალო სიმაღლე 4-5 ათ. მ. დასავლეთით ესაზღვრება ყარაყორუმი, ჩრდილოეთით კულუნი, აღმოსავლეთით ჩინეთ-ტიბეტის მთები (ზოგჯერ ამ მთათა სისტემებსაც აერთიანებენ ტიბეტის მთიანეთში), სამხრეთით — ჰიმალაის მთები. ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში (ადგილობრივი სახელწოდება ჩანგტანი) 4600-5200 მ სიმაღლეზე მდებარე სუსტად ბორცვოვან და ბრტყელ ვაკეებს ცვლის განედური და სუბგანედური მიმართულების მოლე ქედები (სიმაღლე 6000 მ-მდე). მიუხედავად დიდი სიმაღლისა, ცანგტანს აქვს საშუალომთიანეთის სახე. ცალკეული მწვერვალები აღმართულია თოვლის მიჯნაზე მაღლა, სადაც განვითარებულია რელიეფის ალპური ფორმები და მყინვარები. ტროგული ხეობები, მორენები და კარები 4500 მ სიმაღლემდე ეშვება. ტიბეტის მთიანეთის კიდეებზე პერიფერიული ქედების კალთები ციცაბოა და ხეობებით არის დანაწევრებული.

ტიბეტის მთიანეთი მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყლეში. წარმოადგენს შუალედი მასივის იერის წარმონაქმნს. ტიბეტის მთიანეთში გამოყოფენ სხვადასხვა გეოლოგიური განვითარების ისტორიის მქონე რაიონებს. ჩრდილო ტიბეტი უმთავრესად აგებულია ზედა პალეოზოური კარბონატული და ცარცული წითელი ფერის ქანებით; ყარაყორუმ-ტანგლის რაიონში გავრცელებულია პერმული და ტრიასული ასაკის ზღვიური ნალექები; დიდი ტბების რაიონში ვრცელი ფართობი უკავია იურულ, კონტინენტურსა და ცარცულ ზღვიურ ნალექებს; განდისიშანის რაიონი (ტრანსჰიმალაი) აგებულია კარბონული და პერმული ქვიშა-ფიქლოვანი ქანებით, ცარცული ვულკანური ქანებითა და გრანიტებით; ცანგპოსა და ინდის ზემოთის რაიონი აგებულია ცარცულ-პალეოგენური ქვიშა-ფიქლიანი ქვიშით. კაინოზოური ერის შუა ხანამდე ტიბეტის მთანეთი უმთავრესად განიცდიდა დაძირვას და ნისი დიდი ნაწილი ზღვას ეკავა. აზევება მან გვიანდელ კაინოზოურ ერაში განიცადა. ამჯამად ტიბეტის მთიანეთი ახალგაზრდა ვულკანიზმსი არეა, ბევრია თერმული წყარო, ახასიათებს დიდი სეისმურობა. ტიბეტის მთიანეთში არის ოქროს, კასიტერიტის, პოლიმეტალების მადნებისა და ქვანახშირის საბადოები. გაუმდინარე ტბებში სოდისა და ბორაკის დიდი მარაგია.

ტიბეტის მთიანეთის ჰავა მკაცრია და მშრალი. ზამთარი ხანგრძლივია და მცირეთოვლიანი, ყინვები — 32°C-მდე აღწევს. ზაფხული გრილია. ხშირია წაყინვები. ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში უფრო თბილი ჰავაა. ტიბეტის მთიანეთის დიდ ნაწილზე 100-200 მმ ნალექი მოდის წელიწადში, კიდეებზე — 500 მმ, სამხრეთში — 700-10000 მმ. ჩანგტანში თოვლის მიჯნა დაახლოებით 6000 მ სიმაღლეზე გადის. განსაკუთრებით ბევრი მყინვარია ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში.

ტიბეტის მთიანეთი უმთავრესად დახშული აუზია. სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეზე სათავე აქვს მდინარეებს: ხუანხეს, იანძის, მეკონგს, სალუინს, ბრაჰმაპუტრას და სხვა. ტექნონიკური ღრმულების ძირზე ბევრია წყალმცირე მლაშე ტბა, მათ შორის ნამცო, სელინგი და სხვა, რომელთაც დაბალი და დაჭაობებული ნაპირები აქვთ. ტბები ნოემბრიდან მაისამდე გაყინულია.