მეტეორული ნაკადი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17: ხაზი 17:


[[კატეგორია:ასტრონომიული ობიექტები]]
[[კატეგორია:ასტრონომიული ობიექტები]]
[[კატეგორია:მეტეორთა ნაკადები]]
[[კატეგორია:მეტეორული ნაკადები]]


{{Link FA|pt}}
{{Link FA|pt}}

10:50, 9 თებერვალი 2014-ის ვერსია

მარტოხელა მეტეორის ანიმაცია
ღამის ცა, მეტეორული ნაკადი ორიონიდები

მეტეორული ნაკადი[1]მეტეორების ერთობლიობა, რომლებიც ხანგამოშვებით ან ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე თარიღებშია შესამჩნევი (ღამით ვიზუალური და ფოტოგრაფიული დაკვირვებით, ხოლო დღისით რადიოლოკაციური დაკვირვებით). მეტეორული ნაკადის გამომწვევი მეტეორული სხეულები ერთადაა წარმოქმნილი და მოძრაობენ პარალელურად, რის გამო ცის თაღზე მათი ხილული გზები თითქოს ერთი წერტილიდან, ეგრეთ წოდებული რადიანტიდან გამოდის. მეტეროული ნაკადების დანახვა შესაძლებელია მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი მეტეორული სხეულების გუნდების დედამიწის ატმოსფეროსთან შეხვედრისას. კომპაქტური გუნდები მეტეორულ წვიმას იწვევს; მეტეორულ ნაკადებს სახელს არქმევენ იმ თანავარსკვლავედების მიხედვით, რომლებშიც მათი რადიანტებია, ან უახლოესი ბრწყინვალე ვარსკვლავების მიხედვით. შესწავლილია რამდენიმე ასეული მეტეორული ნაკადი. მათი უმრავლესობის ორბიტები უახლოვდება მოკლეპერიოდიანი კომეტების ორბიტებს. ამით დასტურდება, რომ მეტეორული ნაკადები წარმოიქმნება კომეტების ბირთვების დაშლით.[1]

მეტეორული ნაკადი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 613.

თარგი:Link FA თარგი:Link GA