ფრიდრიხ II შტაუფენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის he:פרידריך השני, קיסר האימפריה הרומית הקדושה; cosmetic changes
ხაზი 20: ხაზი 20:
[[კატეგორია:ჰოენშტაუფენები]]
[[კატეგორია:ჰოენშტაუფენები]]


{{Link FA|he}}
{{Link GA|de}}
{{Link GA|de}}
{{Link GA|ja}}
{{Link GA|ja}}

12:05, 4 თებერვალი 2014-ის ვერსია

ფრიდრიხ II; იტალიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი

ფრიდრიხ II (დ. 26 დეკემბერი 1194, ეზი, ანკონის პროვინცია — გ. 13 დეკემბერი 1250, ფიორენტინოს ციხესიმაგრე, იტალია) — შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი საღვთო რომის იმპერატორი და შტაუფენების დინასტიის მეთაური. მისი გავლენა ვრცელდებოდა იტალიიდან გერმანიამდე და თვით იერუსალიმამდეც კი, თუმცა მისმა მტრებმა, განსაკუთრებით პაპებმა, მაინც სძლიეს მას და გარდაცვალების შემდეგ მალევე შტაუფენების დინასტია დაიშალა.

ფრიდრიხ II 1220 წლიდან სიკვდილამდე (1250) იყო საღვთო რომის იმპერატორი. ამასთან, მან ჯერ კიდევ 1212 წელს მიიღო რომაელთა მეფის ტიტული, ხოლო 1215 წლიდან არაპირდაპირ განაგებდა იმპერიას. შესაბამისად, ის იყო გერმანიის, იტალიისა და ბურგუნდიის მეფე. სამი წლის ასაკში, ფრიდრიხი აკურთხეს სიცილიის მეფედ და იყო დედის, კონსტანცია სიცილიელის თანამმართველი, რომელიც თავის მხრივ როჯერ II-ის ქალიშვილი იყო. ფრიდრიხის კიდევ ერთი სამეფო ტიტული იყო იერუსალიმის მეფე, რომელიც ეფუძნებოდა ქორწინებას და მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობას.

ფრიდრიხს მმართველობის განმავლობაში გამუდმებული ომი ჰქონდა პაპებთან, ამის გამო ოთხჯერ იქნა ეკლესიიდან მოკვეთილი. პაპი გრიგოლ IX იმდენად შორსაც წავიდა, რომ ის ანტიქრისტედ გამოაცხადა.

ექვს ენაზე (ლათინური, სიცილიური, გერმანული, ფრანგული, ბერძნული და არაბული) მოსაუბრე ფრიდრიხი ცდილობდა ღრმად შეესწავლა მეცნიერებისა და ხელოვნების დარგები. მან ითამაშა მთავარი როლი სიცილიის სკოლებში ლიტერატურის განვითარებაში.

1250 წელს, ფრიდრიხის სიკვდილის შემდეგ, შტაუფენთა (ჰოჰენშტაუფენთა) დინასტია დასასრულისკენ წავიდა.

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA