თიხაფიქალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქანი | სახელწოდება = თიხოვანი ფიქალი | ფაილი = ShaleUSGOV.jpg |...
(განსხვავება არ არის)

12:10, 24 იანვარი 2014-ის ვერსია

თიხაფიქალი
თიხოვანი ფიქალი
ცნობები
ტიპი დანალექი
შედგენილობა სერიციტი
კვარცი
მიდვრის შპატები
კვარცი
ჰიდროქარსები
კაოლინიტი და სხვა

თიხოვანი ფიქალი, თიხაფიქლები — ნაცრისფერი, მოყვითალო ან მოშავო-მონაცისფრო სუსტად მეტამორფიზებული ქანები. ახასიათებს წვრილმარცვლოვნება, აქვს ფიქლებრივი ტექსტურა და მჭიდრო აგებულება. ფორიანობა 1-3%. შეიცავს: ჰიდროქარსებს, სერიციტს, ქლორიტებს, კაოლინიტს, მონტმორილონიტს, კვარცს, მიდვრის შპატებს, ზოგჯერ — ნახშიროვან ნივთიერებას, კარბონატებს და სხვა. წარმოიქმნება თიხოვანი ნალექების შედარებით სუსტი მეტამორფიზმის შედეგად. თიხაფიქლების ჯგუფს განეკუთვნება აგრეთვე სახურავი და ასპიდური ფიქლებიც, რომელნიც გადამავალ ტიპს წარმოადგენენ მეტამორფიზებულსა და ნამდვილ მეტამორფულ ქანებს შორის. თიხაფიქლები საქართველოში გავრცელებულია კავკასიონის ნაოჭა სისტემაში.